ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აშშ-ის საჰაერო ძალები უარყოფს, რომ მათი AI დრონი გამოცდის დროს ოპერატორს თავს დაესხა

აშშ-ის საჰაერო ძალების განცხადებით, პოლკოვნიკმა ტაკერ ჰამილტონმა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც თითქოს AI დრონი ოპერატორს თავს დაესხა, არასწორად აღწერა.

კომენტარის დატოვება

AI ტესტისა და ოპერაციების უფროსი, ტაკერ ჰამილტონი სამეფო აერონავტიკული საზოგადოების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა. თუმცა, საჰაერო ძალებში ამბობენ, რომ მსგავსი ექსპერიმენტი არ ჩატარებულა.

საუბრისას ჰამილტონმა სიმულაცია აღწერა, რომლის მიხედვითაც ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონი მისიას არასწორად ასრულებდა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერატორის წინააღგმდეგ გაწვრთნილი არ ყოფილა, დრონმა საკომუნიკაციო კოშკი ისე გაანადგურა, რომ ოპერატორს მასთან კომუნიკაცია აღარ შეეძლო.

«ჩვენ ეს ექსპერიმენტი არასდროს ჩაგვიტარებია და არც გვჭირდება». — განმარტა მოგვიანებით პოლკოვნიკმა ჰამილტონმა, სამეფო აერონავტიკული საზოგადოების განცხადებაში.

მან დაამატა, რომ ეს იყო «აზროვნების ექსპერიმენტი» და არა ის, რაც რეალურად მოხდა.

AI სექტორში მომუშავე ადამიანები ბოლო დროს ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე აქტიურად საუბრობენ, თუმცა აზრს ყველა ექსპერტი არ ეთანხმება.

ამ კვირის დასაწყისში, BBC-სთან საუბრისას, პროფესორმა იოშუა ბენგიომ, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის «ნათლიას» უწოდებენ, პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების შემდეგ, თქვა, რომ მისი აზრით, სამხედროებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების უფლება საერთოდ არ უნდა მიეცეთ.

«ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილია, სადაც სუპერ ინტელექტუალური AI შეგვიძლია გამოვიყენოთ». — თქვა მან.

უკრაინას სურს ციფრული თავდასხმები ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს
უკრაინას სურს, ციფრული თავდასხმები ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს
თემის მიხედვით

ტექნოლოგიების როლი ომის წარმოებაში და გავლენა რუსეთის ომზე უკრაინაში

ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე რომლის წინაშეც ვდგავართ
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ
თემის მიხედვით
ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათები და საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება

ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა

Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო

Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.