ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართება 

8 ოქტომბერს ProdAct Community-ის მორიგი კონფერენცია გაიმართება. დაისმება კითხვა — How? როგორ? რა თქმა უნდა, კონფერენციის მონაწილეები პასუხების გაცემასაც შეეცდებიან. 

კომენტარის დატოვება

კონფერენციის ძირითადი ფოკუსი პროდუქტის მენეჯმენტზე, პროდუქტის დიზაინზე, პროდუქტის მარკეტინგსა და განვითარებაზე ფოკუსირდება. 

ღონისძიების მიზანი დამსწრეთა მეტი ინფორმირებულობა, მათი ცოდნითა და სტრატეგიებით მომარაგებაა, ისევე, როგორც მნიშვნელოვანი კავშირების ხელშეწყობა და პრაქტიკაში გადაწყვეტილებების ეფექტურ განხორციელება. 

პროგრამა დატვირთული იქნება პანელური დისკუსიებით, პრეზენტაციებით. დაგეგმილია სტარტაპ კონკურსიც. 

ღონისძიებაზე განიხილება შემდეგი საკითხები: 

⚡ პროდუქტის მენეჯმენტის ვიზიონერების შეხედულებები;

⚡ პროდუქტის დიზაინისა და მარკეტინგის უახლესი სტრატეგიები;

⚡ Agile მეთოდოლოგიების ტრანსფორმაციული ძალა თანამედროვე ბიზნესში.

⚡ როგორ იწყობს ხელს მონაცემები ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. 

იქნება მთავარი სცენა, რომელიც 20-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ მომხსენებელს უმასპინძლებს: 

🎤 საერთაშორისო მომხსენებლები 

  • Szymon Kopec — Spotify-ის პროდუქტის უფროსი მენეჯერი;
  • რაულ ვალეხო — Miro, პროდუქტის წამყვანი მენეჯერი;
  • Roman Arcea — Google-ის პროდუქტების უფროსი მენეჯერი;
  • Piotr Jan Pietrzak — Stanford Club of Poland, Stanford LEAD.

🎤 სპიკერები საქართველოდან: 

  • ლევან გომშიაშვილი — საქართველოს ბანკის მარკეტინგისა და ციფრული მენეჯერი;
  • ლუკა ქობალია — საქართველოს ბანკის ჯგუფის პროდუქტების მენეჯერი;
  • არჩილ ფირიაშვილი — Veli.store-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • გივი ჩხარტიშვილი — Noxtton-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • საბა ჯიშიაშვილი — Gulf-ის COO;
  • ლელა მაჩაიძე — NATO-G, უფროსი ადგილობრივი კონსულტანტი;
  • არჩილ ვარშანიძე — EPAM-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის უფროსი მენეჯერი;
  • გაიოზ ჭავჭავაძე — EPAM-ის პროდუქტის მენეჯერი;
  • საბა ფაშურიშვილი — PSP-ს ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი;
  • თიკო ცეცხლაძე — PSP-ს ბიზნესის ანალიზის ხელმძღვანელი;
  • გიორგი გულუა — გულუას კონსალტინგი, Agile Transformation კონსულტანტი;
  • მედეა ტაბატაძე — ინსორსი, დირექტორი;
  • კოტე ხუციშვილი — აჭარაბეთი, პროდუქტის დირექტორი;

🎤 პანელი N1 — ქართველები საერთაშორისო კომპანიებში

  • სალომე ნაფეტვარიძე — GITA-ს ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი;
  • დავით ჩეჩელაშვილი — XPANDVISION, SVP;
  • ირაკლი გრძელიშვილი — Wes, ტექნიკური პროდუქტის მენეჯერი;
  • სტეფანე გურგენიდი — Amazon, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ინჟინერი.

🎤 პანელი N2 — პროდუქტის დიზაინი;

  • თაკაკა აბრამია — MRKT, დიზაინის ხელმძღვანელი;
  • მარიამ კვანტალიანი — Redberry, UX/UI Design Team Lead | წამყვანი დიზაინერი;
  • ათუკა ქელბაქიანი — Goldfisch, პროდუქტის დიზაინის ხელმძღვანელი;
  • ლაშა ახვლედიანი — UX დიზაინერი და კონსულტანტი;

🎤 პანელი N3 — პროდუქტის მარკეტინგი

  • თათია ქარჩხაძე — Stanford LEAD;
  • რუსა კობახიძე — ბოლტი, მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი;
  • კატო პეტრიაშვილი — Glovo, ბრენდების რეკლამის ხელმძღვანელი;
  • თათია კობერიძე — Noxtton, ციფრული მარკეტინგის ანგარიშების დირექტორი

სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი იდეები პოტენციურ ინვესტორებს წარუდგინონ. 

კონკურსში გამარჯვებული სტარტაპი პრიზს მიიღებს. პრიზის შესახებ განცხადებას ProdAcrt Community მოგვიანებით გაავრცელებს. 

გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში — როგორ ჩაიარა ProdAct Community-ის III შეხვედრამ
გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში — როგორ ჩაიარა ProdAct Community-ის III შეხვედრამ
თემის მიხედვით
გადახდების როლი პროდუქტის მენეჯმენტში — როგორ ჩაიარა ProdAct Community-ის III შეხვედრამ
ProdAct — Community რომელიც ციფრული პროდუქტების შემქმნელებს ერთმანეთთან აკავშირებს
ProdAct — Community, რომელიც ციფრული პროდუქტების შემქმნელებს ერთმანეთთან აკავშირებს
თემის მიხედვით
ProdAct — Community, რომელიც ციფრული პროდუქტების შემქმნელებს ერთმანეთთან აკავშირებს

ასევე წაიკითხეთ
Web Summit 2023-ში 18 ქართული სტარტაპი მონაწილეობს
Web Summit 2023-ში 18 ქართული სტარტაპი მონაწილეობს
Web Summit 2023-ში 18 ქართული სტარტაპი მონაწილეობს
პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში ტექნოლოგიურ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური კონფერენცია, Web Summit დაიწყო, რომელიც 13-დან 16 ნოემბრამდე გაგრძელდება. მას მსოფლიოს 160 ქვეყნიდან 70 000 ადამიანი ესწრება — ასეულობით სტარტაპი და ტექნოლოგიური ორგანიზაცია. მათ შორის, არაერთი სტარტაპი და საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანია საქართველოდან. 
ექსპრეს-განვითარება: 8 რჩევა პროდუქტის მენეჯერებისთვის
ექსპრეს-განვითარება: 8 რჩევა პროდუქტის მენეჯერებისთვის
ექსპრეს-განვითარება: 8 რჩევა პროდუქტის მენეჯერებისთვის
ბლოგის ავტორი: ანასტასია კოზაკი. თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. შორეული 2016 წელი. მე, ინლგისურის ყოფილი მასწავლებელი, ვდაგავარ IT-კომპანიის სამზარეულოში, სადაც ტექსტების რედაქტორად ვმუშაობ და კოლეგების საუბრებს ვუსმენ. ისინი ენთუზიაზმით განიხილავენ სტარტაპ იდეებს, უზიარებენ ერთმანეთს სიახლეებს და საუბრობენ ახალ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც მალე განახორციელებენ. იმ მომენტში შემიყვარდა მათი ენთუზიაზმი, დრაივი და გადავწყვიტე, პროდუქტის მენეჯერი გავმხდარვიყავი. თითქმის ერთი წელი პროფესიის ყველა ნიუნსს ვსწავლობდი. მაქსიმალურ ძალისხმევასა და რესურსს ვდებდი, რათა სასურველი სამსახური მიმეღო. დღეს ІТ კომპანია  Boosta-ში სწორედ პროდუქტის პოზიციაზე ვმუშაობ, საერთო გამოცდილება ამ პროფესიაში ხუთ წლამდე აღწევს. მაგრამ ჯერ კიდევ მახსოვს პრობლემები და შიშები, რომლებიც დასაწყისში მქონდა. ამიტომაც, ამ სტატიაში მინდა დამწყებებისთვის რჩევები გავაზიარო.
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის მასშტაბური კონფერენცია გაიმართა
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის მასშტაბური კონფერენცია გაიმართა
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის მასშტაბური კონფერენცია გაიმართა
8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართა. ღონისძიების მთავარი კითხვა იყო — How? როგორ? კონფერენციის მონაწილეებმა მას მაქსიმალურად უპასუხეს. 
Axel-მა და Kettari Foundation-მა საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გამართეს
Axel-მა და Kettari Foundation-მა საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გამართეს
Axel-მა და Kettari Foundation-მა საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გამართეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.