ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაღონისძიებები
1 თებერვალი 2024, 16:00
2024-02-01
ქროს-კულტურული გუნდების მართვა — 7 თებერვალს ProductTank-ის მორიგი ღონისძიება იმართება
როცა თქვენს პროდუქტზე მომუშავე გუნდები იზრდება და მრავალფეროვნდება, მნიშვნელოვანია, შეისწავლოთ მულტიკულტურული გუნდების მართვისა და ლიდერობის საუკეთესო გამოცდილებები.
მეორე მხრივ, თქვენს პროდუქტებს იყენებს უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი სხვადასხვა ქვეყნიდან და სხვადასხვა ქვეყანაში, რაც კიდევ უფრო ზრდის საერთაშორისო პროდუქტების შექმნის საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების საჭიროებას.
ამ საკითხებზე სასაუბროდ და სამსჯელოდ ProductTank-ის მორიგ ღონისძიებაზე აუდიტორიის წინაშე ანა ჩაგელიშვილი და ნიკა ღვაბერიძე წარდგებიან და შეკრებილებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
ანა ჩაგელიშვილი თბილისში დაიბადა. ცხოვრობდა ლონდონში, დუბაიში, ბანგკოკში, ჰოჩიმინსა და სინგაპურში, სადაც უკვე ბოლო 5 წელია, ცხოვრობს. მან დაამთავრა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (University College London) მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ხარისხით.
ანას შესაძლებლობა ჰქონდა, ემუშავა ინოვაციურ მულტიეროვნულ კორპორაციებში, როგორებიცაა Alibaba Group, Wise და Meta, რომლებიც ცნობილია თავიანთი სწრაფი ზრდითა და გამრღვევი ბიზნეს მოდელებით. კარიერის განმავლობაში, მრავალფეროვან გუნდებში მუშაობისას, მან წარმატებას მიაღწია პროდუქტების მენეჯმენტში და შეიძინა უნარები ლიდერობასა და გუნდების შექმნაში.
ნიკა ღვაბერიძეს 15 წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს საბანკო მიმართულებით, მათ შორისაა პროდუქტის განვითარება, სამომხმარებლო გამოცდილების შექმნა, კომერცია და ბიზნესის განვითარება. ნიკა ბოლო 5 წელია, Space International-ში საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებისთვის კომერციულ გუნდს მართავს.
სხვადასხვა გუნდების და განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანების კოორდინაცია და საერთო მიზნებზე მუშაობა ნიკას მთავარი როლი და ღირებულებაა, რომელიც გუნდისთვის მოაქვს. ნიკა საქართველოდან ახალ ბაზრებზე შესვლის, სრულად ციფრული პროდუქტების შექმნის და მრავალფეროვან გუნდებთან თუ პარტნიორებთან თანამშრომლობის წარმატებულ გამოცდილებას გაგვიზიარებს.
ღონისძიების მოდერატორი გიორგი ბურდული იქნება — ტექნოლოგიური სტარტაპის, Mimirex-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. გიორგი ასევე ხელმძღვანელობს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრს და არის «ბიზნეს ლიდერების» წამყვანი ტელეარხ «ფორმულაზე».
ღონისძიება 7 თებერვალს, ოთხშაბათს, 20:00 საათზე გაიმართება საერთო სამუშაო სივრცე «ტერმინალის» აბაშიძის ქუჩის ფილიალში (ვაკე, ირაკლი აბაშიძის 34).
შეხვედრის სამუშაო ენაა ქართული.
ღონისძიების ორგანიზატორია Startup Büro. მხარდამჭერი — Space International.
ProductTank Tbilisi-ის შემდეგი შეხვედრა პროდუქტის მენეჯმენტში AI-ის გამოყენებას შეეხება
ხელოვნური ინტელექტი (AI) უკვე თითქმის ყველგან გვხვდება. ბევრი ჩვენგანი AI-ზე დაფუძნებულ ხელსაწყოებს ყოველდღიურ საქმიანობაშიც იყენებს. ამიტომაც, ProductTank Tbilisi-მა გადაწყვიტა, მორიგ შეხვედრას საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან (GAIA) ერთად უმასპინძლოს.
11 დეკემბერს Techstars-ის სტარტაპ კვირეული გაიხსნა, ის 15 დეკემბერს დაიხურება
11-15 დეკემბერს საქართველოში Techstars-ის სტარტაპ კვირეული (Techstars Startup Week Georgia) ტარდება. ღონისძიებამ წელს სტარტი მესამედ აიღო — 11 დეკემბერს GITA-ს ინიციატივით, თბილისში, ProductTank Tbilisi-ის ღონისძებით გაიხსნა.