ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ანი ჩაგელიშვილი: მთავარია, გესმოდეს საკუთარ თავის 

ანი ჩაგელიშვილი პროდუქტის მენეჯერი და ქოუჩია. უკვე 10 წელია, აზიაში ცხოვრობს და მუშაობს. საზღვარგარეთ 16 წლის ასაკში წავიდა — სკოლა და უნივერსიტეტი ლონდონში დაამთავრა, მუშაობა კი ტაილანდში დაიწყო. ახლა სინგაპურშია და მეგობართან ერთად თავისი კომპანიის დაფუძნებაზე მუშაობს. თუმცა, მანამდე იყო პროდუქტის მენეჯერი რამდენიმე უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიაში. 

ანი თავის გამოცდილებას dev.ge-ის მკითხველს უზიარებს. 

კომენტარის დატოვება
ანი ჩაგელიშვილი: მთავარია, გესმოდეს საკუთარ თავის 

ანი ჩაგელიშვილი პროდუქტის მენეჯერი და ქოუჩია. უკვე 10 წელია, აზიაში ცხოვრობს და მუშაობს. საზღვარგარეთ 16 წლის ასაკში წავიდა — სკოლა და უნივერსიტეტი ლონდონში დაამთავრა, მუშაობა კი ტაილანდში დაიწყო. ახლა სინგაპურშია და მეგობართან ერთად თავისი კომპანიის დაფუძნებაზე მუშაობს. თუმცა, მანამდე იყო პროდუქტის მენეჯერი რამდენიმე უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიაში. 

ანი თავის გამოცდილებას dev.ge-ის მკითხველს უზიარებს. 

პროფესიის არჩევა

საქართველოდან 16 წლის ასაკში წავედი. სკოლა და უნივერსიტეტი ინგლისში დავამთავრე. არასდროს მქონია განცდა, რომ ბავშვობიდან რამე კონკრეტული პროფესიის დაუფლება მინდოდა. შემდეგ ვნახე UCL-ის კურსი, რომელიც იყო რაღაც ტექნოლოგიებსა და ბიზნესს შორის. იმის გამო, რომ ახალი და ინოვაციური კურსი იყო, დავინტერესდი და გადავწყვიტე, ჩამებარებინა. საგნების 50% ბიზნესს შეეხებოდა — მარკეტინგი და სხვა. 50% — ტექნოლოგიას: პროგრამირება, მონაცემთა მართვა და ა.შ. თავიდან ვერ ვხვდებოდი, ეს რას ნიშნავდა. მივხვდი მას შემდეგ, რაც მუშაობა დავიწყე. 

ძალიან მინდოდა ჩემი პროფესიით სამსახურის პოვნა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა და შემდეგ ძალიან შემთხვევით აღმოვჩნდი ბანგკოკში. 

ცხოვრება და მუშაობა აზიაში და ტოპ ტექ კომპანიებში

ბანგკოკში სამუშაოდ და საცხოვრებლად ჩემი მეგობარი გადავიდა. მალევე მითხრა, რომ იქ ერთ-ერთი გერმანული სტარტაპი სტაჟიორებს ეძებდა. მათ გავუგზავნე ჩემი CV, გავიარე გასაუბრება და ამიყვანეს, როგორც სტაჟიორი. 3 თვის შემდეგ ჩამსვეს შტატში. 

უკვე 10 წელია, აზიაში ვარ. 10 წლის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა,  ამდენი ხანი აზიაში ვიცხოვრებდი, ვერც დავიჯერებდი და ვერც ვიფიქრებდი.

თავიდან ძალიან რთული იყო, არც კი ვიცოდი, ბანგკოკი, ტაილანდი სად იყო. გადმოსვლამდე ამ მხარეში არც ვყოფილვარ. მაგრამ იმან, რომ სხვა სამსახური არ მქონდა, შიში გადამალახვინა. იმდენად მინდოდა მუშაობის დაწყება, რაღაცისთვის მიღწევა. 

გადმოსვლიდან პირველი 2 კვირა სრული კულტურული შოკი მქონდა, ყველაფერი უცხო იყო, აქ სიცხეა, საჭმელი განსხვავებულია. პირველი 2 კვირა ვერაფერს ვჭამდი. ძალიან რთული იყო, თუმცა, ნელ-ნელა შევეგუე. 

ახლა უკვე მე-6 წელია, სინგაპურში ვცხოვრობ. იანვრიდან ჩემი კომპანიის გაკეთებაზე ვმუშაობ, რომელიც ორგანიზაციულ ქოუჩინგს უზრუნველყოს. ჩემი პარტნიორი ძალიან გამოცდილი ფსიქოლოგია. გვინდა, ორგანიზაციებს დავეხმაროთ გუნდების და ინდივიდუალური თანამშრომლების პერფორმანსის გაუმჯობესებაში. ანუ, ეს არის ქოუჩინგის და კონსულტაციის მიქსი. 

ჯერ სერტიფიცირების პროცესში ვართ. ახლა 20-მდე ინდივიდუალური კლიენტი მყავს. ვგეგმავთ, აპრილის ბოლოს — მაისის დასაწყისში კომპანია გავუშვათ და დავიწყოთ ქოუჩინგი და კონსულტაციები სხვადასხვა კომპანიის შიგნით. ვგეგმავთ, დავრჩეთ სინგაპურში, იმიტომ, რომ აქ გვაქვს ყველაზე დიდი ქსელი. შემდეგ კი გავფართოვდებით დუბაიში, საუდის არაბეთში — იმიტომ, რომ იქ ძალიან დიდი შესაძლებლობაა. ასევე, განვიხილავ საქართველოში მუშაობას, მაგრამ ინდივიდუალურ კლიენტებთან. 

ბოლო სამსახური იყო Meta. ის 2023 წლის დეკემბრის ბოლოს დავტოვე. 

თუმცა, მანამდე: ბანგკოკის შემდეგ ვიეტნამში გადავედი და მუშაობა დავიწყე Lazada-ში — რეგიონის ყველაზე დიდ e-commerce დიდ კომპანიაში. ვფიქრობ, ჩემს კარიერაში აქ მუშაობის 4 წელი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მაშინ ის იყო საშუალო ზომის სტარტაპი, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა დამეკისრა ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ძალიან პატარა ასაკში. 22-23 წლის ვიყავი და კლიენტებთან ურთიერთობის, პროდუქტების მთელ ვერტიკალს ვმართავდი, მყავდა გუნდი და ა.შ. ეს განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა იყო ჩემს ცხოვრებაში როგორც პროფესიული, ისე პიროვნული კუთხით. იყო ძალიან რთული, მაღალი სტანდარტების და მოთხოვნების სამუშაო გარემო. ვფიქრობ, სწორედ ამან ჩამომაყალიბა ისეთი, როგორიც ახლა ვარ.

შემდეგ ეს კომპანია Alibaba-მ შეიძინა და მე დავიწყე მუშაობა ჩინეთთან. სამუშაო საათები არანორმალური იყო. ამდენი მანამდე არასდროს მიმუშავია. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ამან შექმნა საფუძველი ჩემთვის, როგორც პროდუქტების მენეჯერისთვის. 

შემდეგ Wise-ში გადავედი. მიზეზი, რატომაც  Wise-ში მუშაობა მინდოდა, ის არის, რომ მიყვარს მათი პროდუქტები — მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსური პროდუქტი აქვთ. როგორც პროდუქტის მენეჯერისთვს Wise-ში მუშაობა შესანიშნავია. იქ ვმართავდი მთელს სამხრეთ აზიის რეგიონს. საქმე ეხებოდა რამდენიმე-მილიარდიან ბრუნვას კვარტალში. 

ამასთან, ჩემი ოცნება იყო Google-ში ან Meta-ში მუშაობა. ეს მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიებია. მაინტერესებდა, იქ მუშაობა როგორი იქნებოდა.

Meta-ში მუშაობის დაწყებისას ვფიქრობდი, რომ მარტივი იყო, იმიტომ რომ, როგორც წესი, გაქვს მუშაობის გაცილებით პატარა ჩარჩო. მაგრამ, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი მის მასშტაბს —  ერთი პატარა ცვლილება მილიონობით ადამიანს და მილიარდობით დოლარს ეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც Meta-სი ვისწავლე, არის ის, თუ როგორ უნდა მართო ძალიან დიდი გუნდები. მაგალითად, გყავს 50 სტეიკჰოლდერი და ნებისმიერ დროს, როცა რამეს ცვლი, ყველა უნდა ჩააყენო საქმის კურსში. ყველას უნდა შეუთანხმო. ეს იყო ყველაზე გამოსადეგი უნარი, რაც იქ შევიძინე.  

მაინც ვფიქრობ, პროდუქტის მენეჯმენტში შემთხვევით მოვხვდი. ბავშვობიდან ძალიან დაინტერესებული ვიყავი ფსიქოლოგიით და ადამიანების ქცევით. ამიტომ, ფსიქოლოგია მუშაობის პარალელურად ვისწავლე. ეს ძალიან დამეხმარა. პროდუქტის მენეჯმენტის დროს მუშაობ ხალხთან და უნდა იცოდე, როგორ მოიქცე მათთან სწორად. ჩემი შესაძლებლობა, გამეგო ადამიანების და მათი ქცევის, დამეხმარა, ვყოფილიყავი კარგი პროდუქტის მენეჯერი.

მაგრამ დადგა ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, როცა ვთქვი, რომ ძალიან მინდა, რაღაც ვცადო ისეთი, რითაც ძალიან ვარ გატაცებული. 

გენდერული სტერეოტიპები

სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სტერეოტიპი შემხვდა. იმაზე ბევრი, ვიდრე ვისურვებდი, გამომეცადა. იმედი მაქვს, მომავალში ეს შეიცვლება. 

მუშაობა 21 წლის ასაკში დავიწყე. პირველი 3-5 წელი ამ მხრივ ყველაზე რთული იყო. ყველაზე დიდი პრობლემაა სტერეოტიპი, რომ ქალი, თან ვისაც კარგი გარეგნობა აქვს, არ შეიძლება, ჭკვიანი იყოს. არ გაძლევენ შანსს, რომ საწინააღმდეგო დაამტკიცო. თუ შანსი არავინ მოგცა, რამის დამტკიცება ძალიან რთული ხდება. როცა პირველად გადავედი Lazada-ში, ამ პრობლემას შევეჯახე. 

გამიმართლა, რომ მოვიდა ახალი უფროსი, რომელიც ყველას გაგვესაუბრა. გასაუბრების შემდეგ კი მთელი ვერტიკალი ჩამაბარა. მაშინ მივხვდი, რომ ეს უნდა გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობების დასამტკიცებლად. სხვა შანსი არ მომეცემოდა. როცა დავამტკიცე, რომ შემიძლია, ყველაფერი გაადვილდა. მაგრამ რთული გამოცდილება იყო. 

ახლა, თუ მსგავს შემთხვევას გადავაწყდები, ვიცი, როგორ მოვიქცე, როგორ ვუპასუხო. ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ და ეს ბევრ რამეს ცვლის. 

აზიაში მუშაობის თავისებურებები

გააჩნია, სად ხარ. ჩინეთში ძალიან ბევრს მუშაობენ. როცა Alibaba-სთან ვმუშაობდით, ვმუშაობდით დილის 9-დან საღამოს 9-მდე, კვირაში 6 დღე. იყვნენ ინჟინრები, რომლებსაც თავიანთი სამუშაო მაგიდების ქვეშ ეძინათ, იღვიძებდნენ და მუშაობას აგრძელებდნენ. არსად მინახავს მსგავსი რამ ჩინეთს გარდა.

იაპონიასა და კორეაში არ მიმუშავია.

სინგაპური ჩინეთთან შედარებით ნაკლებად დაძაბულია, მაგრამ მეტად რთულია სხვა ქვეყნებთან შედარებით. ვინაიდან გადასახადები დაბალია, ჩამოდიან, რომ 3-5 წელი იმუშაონ, ფული დაზოგონ და შემდეგ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ. ტაილანდში სიმშვიდეა. ვიეტნამსა და ფილიპინებშიც ასეა. ამიტომ, გააჩნია, აზიის რომელ ქვეყანაში ხარ. 

რჩევა ახალგაზრდებს

ეს კითხვა 1 წლის წინ რომ დაგესვათ, გეტყოდით, რომ უნდა დაისახოთ მიზანი და ბევრი იმუშაოთ მის მისაღწევად. ახლა ვფიქრობ, რომ წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია, იცნობდე საკუთარ თავს და იცოდე, რა გინდა. როცა საკუთარ თავს გაუგებ, წარმატებულიც იქნები.

ამიტომ, ახალგაზრდებს ვურჩევ, ბევრი რამე სცადონ, ჩაატარონ ექსპერიმენტები, გაიგონ, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ. და მას შემდეგ, რაც ამას გაარკვევ, დაისახონ მიზანი. იქნება ბევრი დაბრკოლება, მაგრამ როცა გექნება ნათელი მიზანი, ყველაფერს დაძლევ. 

მასალა მომზადებულია ProductTank Tbilisi-სთან თანამშრომლობის ფარგლებში. 



ასევე წაიკითხეთ
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
ტექში ქალების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია WWC მოულოდნელად დაიხურა
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო
გრეის ჰოპერის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაწყებულია და 20 მაისამდე გაგრძელდება. 
16 მარტს „ალტეში
16 მარტს „ალტეში" იქნება შეხვედრა ქალებთან, რომლებიც AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს ქმნიან
16 მარტს „ალტეში" იქნება შეხვედრა ქალებთან, რომლებიც AI-ზე დაფუძნებულ პროდუქტებს ქმნიან
„შეცვალე მომავალი” — Google, WMT და თიბისი ქალთა დღეს ტექ ღონისძიებით აღნიშნავენ
„შეცვალე მომავალი” — Google, WMT და თიბისი ქალთა დღეს ტექ ღონისძიებით აღნიშნავენ
„შეცვალე მომავალი” — Google, WMT და თიბისი ქალთა დღეს ტექ ღონისძიებით აღნიშნავენ
ნატო ჩაკვეტაძე Google’s Women Techmakers-ის ერთ-ერთი ელჩია საქართველოში და ასევე, ერთ-ერთი ორგანიზატორი ღონისძიებისა «შეცვალე მომავალი», რომელიც 14 მარტს, თბილისში, გლობალური კამპანია ქალთა საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება. «ამ ღონისძიებით გვსურს, წარმოვაჩინოთ ქალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვთ ტექნოლოგიების სფეროში. ამით კი შთავაგონოთ გოგოების და ქალების მომავალი თაობა, თავადაც ჩაერთონ ჩაერთონ ტექნოლოგიებში და შექმნან თავიანთი წარმატება». — ამბობს ნატო dev.ge-სთან.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.