ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

დევიდ გეტამ სიმღერაში ემინემის ხმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩაანაცვლა

ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი, დევიდ გეტა მუსიკაში ხელოვნურ ინტელექტს აქტიურად იყენებს და ტექნოლოგიას, ძირითადად, პოპ არტისტების ხმების ჩასანაცვლებლად ხმარობს. გასულ კვირას გეტამ მიმდევრებს ვიდეო გაუზიარა, რომელშიც თავის ერთ-ერთ სიმღერას, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რეპერ ემინემის ხმას დაამატა.

კომენტარის დატოვება

«ნება მომეცით გაგაცნოთ… Emin-AI-em». — დაწერა გეტამ Twitter-ზე. თანდართულ ვიდეოში ემინემის ჩანაცვლებული ხმაც ისმის, რომელიც ორ ფრაზას რამდენჯერმე იმეორებს: «ეს რეივის მომავალია/მე საოცარი ვარ.»

«ემინემ, ძმაო, ეს ის შემთხვევაა, როცა რაღაცას ხუმრობით აკეთებ და ძალიან კარგად მუშაობს — დაუჯერებელია… თქვენ ტექსტის დაწერა ნებისმიერი არტისტის სტილში შეგიძლიათ, ამიტომ მე ხელოვნურ ინტელექტს ვუბრძანე „დაწერე ვერსი ემინემის სტილში რეივის მომავლის შესახებ“. ამის შემდეგ AI-ის სხვა ვებსაიტზე გადავედი, რომელსაც ხმის ხელახლა შექმნა შეუძლია. ხალხი გაგიჟდა.» — ამბობს დევიდ გეტა.

გეტამ ვიდეოს პასუხებში ხალხი დაარწმუნა, რომ სიმღერას კომერციულად არ გამოიყენებდა —  ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე დებატები გაჩაღდა, თითქოს ფრანგი დიჯეი ამას არა მუსიკისთვის, არამედ გარკვეული მოგებისთვის აკეთებდა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სხვადასხვა პლატფორმაზე სულ უფრო მეტ AI-ით გენერირებულ კონტენტს ვხვდებით. მაგალითად, TikTok-ზე თაყვანისმცემლები უკვე არსებულ სიმღერებს მღეროდნენ და ხელოვნურ ინტელექტს იყენებდნენ, რათა ჟღერადობა ორიგინალი მომღერლის ხმას დამსგავსებოდა. 

გასულ თვეში მუსიკის გენერატორის საიტმა, Drayk.it-მა დიდი პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით Drake-ის სიმღერები შექმნა. ვირუსულმა პლატფორმამ ცოტა ხნით იმუშავა და ამ დროისთვის აღარ არსებობს, სავარაუდოდ, სამართლებრივი პრობლემების გამო. 

ზოგიერთმა ხელოვანმა თავისი უკმაყოფილება ტექნოლოგიის მიმართ უკვე გამოთქვა.

MusicLM — Google-ის ახალი AI ტექსტს მუსიკად აქცევს
MusicLM — Google-ის ახალი AI ტექსტს მუსიკად აქცევს
თემის მიხედვით
MusicLM — Google-ის ახალი AI ტექსტს მუსიკად აქცევს
რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე
რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე
თემის მიხედვით
რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის
თემის მიხედვით
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის

ასევე წაიკითხეთ
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს. დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია. 
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
საუკეთესო AI ინსტრუმენტები მკვლევრებისთვის
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
რა არის GPT-4 და რას უნდა ველოდოთ მისგან
ChatGPT ტექნოლოგიების სამყაროსთვის ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც Iphone-ის გამოჩენა იყო. ის ქმნის ახალ პარადიგმებს და ცვლის თამაშის წესებს. შეიძლება ითქვას, რომ ChatGPT ჩვენი თაობის ყველაზე დიდი ტექნოლოგიური წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა! ChatGPT განვითარების პირველ საფეხურებზეა და ჩვენ წინ კიდევ უფრო დიდი გარდატეხა გველოდება. ChatGPT აგებულია დიდ ენობრივ მოდელზე GPT- 3.5. ეს არის GPT-3 — დან შექმნილი ზოგადი დანიშნულების ჩატბოტის ასამუშავებლად გათვლილი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ChatGPT ნამდვილად სენსაციური იყო და ორ თვეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავდა, ის კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას ოპტიმიზაციის, სიზუსტისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. სწორედ აქ ჩნდება ახალი ნაბიჯი —  GPT-4. რას შეიძლება  ველოდოთ GPT-4-სგან? როგორ ფუნქციონირებს და რა იქნება მისი სამომავლო მიმართულებები?
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.