ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google-ში 16 წლიანი მუშაობის შემდეგ თანამშრომელი ელექტრონული ფოსტით გაათავისუფლეს

დიდი კომპანიების ათასობით ადამიანი მოულოდნელი გათავისუფლებისა და ანგარიშის დეაქტივიზაციის შესახებ უახლოეს მომავალში მხოლოდ ელექტრონული ფოსტით გაიგებს —  ბლოგში, რომელიც Medium-ზე გამოქვეყნდა სწორედ მსგავსი პოლიტიკის მსხვერპლის, ჯასტინ მურის ისტორიაა აღწერილი.

კომენტარის დატოვება

«შეიძლება თქვენი ცხოვრების დიდი ნაწილი კონკრეტულ კომპანიას დაუთმოთ, შესანიშნავი გუნდი და პროდუქტი შექმნათ, მაგრამ ერთ დღესაც ზედმეტი ფიქრის გარეშე მოგიშორონ». 

ჯასტინ მურის ისტორია

ჯასტინ მურის გათავისუფლების ამბავი მრავალთაგან ერთ-ერთია. როგორც თავად ყვება, Google-მა mas შეურაცხყოფა მიაყენა, ყოველგვარი ადამიანური ემოციისა და თანაგრძნობის გარეშე გაათავისუფლა.

«ორი პუნქტი, რომელიც ყველას აუცილებლად უნდა გახსოვდეთ: სამსახური თქვენი ცხოვრება არ არის და დამსაქმებლები ერთჯერადად აღგიქვამენ, მიუხედავად თქვენი სტაჟისა. ყოველთვის იმეორეთ ეს, შედეგად კი თქვენი გარდაუვალი გათავისუფლება აუცილებლად შემსუბუქდება და უფრო მარტივი გადასატანიც იქნება». — წერს ის. 

ამას მურიც იაზრდებდა და 16-წლიანი კარიერის მანძილზე ყოველთვის გათავისებული ჰქონდა, რომ ერთ დღეს გაათავისუფლებდნენ. მიუხედავად ამისა, ავტომატური ელფოსტით გათავისუფლება მაინც მტკივნეული აღმოჩნდა. როგორც ამბობს, მაშინვე მიხვდა, 16 წელი კომპანიისთვის რეალურად რას წარმოადგენდა. 

ბევრი მსგავსი ისტორია Google-დან

ჯასტინ მურის ისტორია უნიკალური არ არის. იგივე Google-ს სხვა თანამშრომლებმაც განიცადეს. სამსაურის დაკარგვა საშინელი და აუტანელი გრძნობაა.

«სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს იმ კოლეგების დაკარგვა, რომლებსაც წლების განმავლობაში იცნობდით. გრძნობა, რომ ერთად ვეღარასდროს იმუშავებთ, დამთრგუნველია. ასეთ მომენტებში სხვებისგან თანაგრძნობა აუცილებელია». — წერს ჯასტინ მური.

დაუნდობელი ტექნოლოგიური სფერო

«ყველაზე საშინელი ტექნოლოგიურ სივრცეში გათავისუფლებების ავტომატური სისტემაა. გასაგებია, რომ Google-ს კონკრეტული თანამშრომლებისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ სურს, მაგრამ ისინი ადამიანები არიან, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და კომპანია ასეთ ხალხს პირისპირ შეხვედრის გარეშე, ავტომატური ელექტრონული წერილით სამსახურიდან უშვებს.

თუ კომპანიებს საშუალება ეძლევათ რთული და დამთრგუნველი დიალოგები თავიდან აიცილონ, ამას აუცილებლად აკეთებენ». — ვკითხულობთ მის პოსტში. 

ერთგულება არ ფასდება

როგორც მური ყვება, მთავარი, რაც მისი 16-წლიანი კარიერიდან შეგვიძლია ვისწავლოთ, არის ის, რომ ხანგრძლივი თანამდებობა არაფერს ნიშნავს.

«კომპანიებს ლოიალობა აღარ აინტერესებთ, ამიტომ თქვენც მსგავსად უნდა იფიქოთ. ნუ იგრძნობთ თავს მოვალედ. თუ შესაცვლელი ხართ, ეს აუცილებად მოხდება.

ეს ვალდებულების დავიწყებასა და სიზარმაცეს არ ნიშნავს. უბრალოდ, შეგიძლიათ სამუშაო ადგილი შეიცვალოთ, იპოვოთ სამსახური, სადაც უკეთესად გადაგიხდიან, იზრუნოთ თქვენს კარიერაზე». — გვირჩევს ჯასტინ მური. 

ჯასტინ მური — 50 000-დან ერთი

ტექნოლოგიების სფეროში, იანვარში სამსახური 50 000-მა ადამიანმა დაკარგა. თითოეულმა მათგანმა ჯასტინის მსგავსი წერილი, სხვადასხვა კომპანიისგან მიიღო. ცივი ტექნიკური ზამთრის შუაში ვართ.

50 000 თანამშრომელი დაბნეული და შეშინებულია. როგორია სამომავლო დასაქმების პერსპექტივა? რა ემუქრებათ მათ, ვისაც სამსახური ჯერ კიდევ არ დაუკარგავს?

მთავარი მოქმედი პირები

შემცირება იანვარში 100-ზე მეტ კომპანიაში მოხდა. მათ შორის ინდუსტრიის უმსხვილეს წარმომადგენლებშიც:

Google — 12000

Microsoft — 10000

Salesforce- 8000

Amazon- 8000

ათასობით ოჯახი შეშფოთებულია და გაურკვეველ მომავალზე ფიქრობს.

2022 წლის ნოემბერში რეკორდული შემცირებები ვიხილეთ, თუმცა 2023 წლის იანვარმა ყველა რეკორდი მოხსნა.

და ბოლოს შეხსენება, რომ აუცილებლად გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს. თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე, ამას კომპანია არ გააკეთებს. რაც უფრო მალე ისწავლით ამ გაკვეთილს, მით უფრო ძლიერები იქნებით.

Google-ის მშობელი კომპანია Alphabet 12 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google-ის მშობელი კომპანია Alphabet 12 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
თემის მიხედვით
Google-ის მშობელი კომპანია Alphabet 12 000 თანამშრომელს გაათავისუფლებს
Google-ს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევისთვის $391 მლნ-ის გადახდა მოუწევს
Google-ს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევისთვის $391 მლნ-ის გადახდა მოუწევს
თემის მიხედვით
Google-ს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევისთვის $391 მლნ-ის გადახდა მოუწევს
დიდი ტექნოლოგიური კომპანიები თანამშრომლებს ამცირებენ - რატომ?
დიდი ტექნოლოგიური კომპანიები თანამშრომლებს ამცირებენ — რატომ?
თემის მიხედვით
დიდი ტექნოლოგიური კომპანიები თანამშრომლებს ამცირებენ — რატომ?

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის
კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
ახალი გარიგებით OpenAI შეძლებს, Financial Times-ის კონტენტი გამოიყენოს
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.