Google-ს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევისთვის $391 მლნ-ის გადახდა მოუწევს
Google $391.5 მილიონს გადაიხდის, ვინაიდან მომხმარებლების მონაცემებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ და მათი ინფორმირების გარეშე აგროვებდა.
Google $391.5 მილიონს გადაიხდის, ვინაიდან მომხმარებლების მონაცემებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ და მათი ინფორმირების გარეშე აგროვებდა.
ამერიკის შეერთებული შტატების 40 შტატში განაცხადეს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი თვალყურს ადევნებდა იმ მომხმარებლების ადგილმდებარეობას, რომლებთაც თავიანთ მოწყობილობებზე შესაბამისი სერვისი — location გამორთული ჰქონდათ.
Google-ს გადასახადის გარდა, ასევე დაევალა, «მომავალში ყველაფერი უფრო ღიად და გამჭვირვალედ» გააკეთოს, ამასთან, განავითაროს და დახვეწოს ვებ გვერდი, რომელიც მომხმარებლებს კომპანიის მიერ შეგროვებული ინფორმაციებისა და მონაცემების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს «ძველი პოლიტიკის გამო მოხდა, რომელიც კომპანიამ წლებთან ერთად გააუმჯობესა».
მომხმარებლების ადგილმდებარეობის ცოდნა რეკლამის განმთავსებლებს ეხმარებათ, სწორად შესთავაზონ მათ ესა თუ ის პროდუქტი.
თავის მხრივ, Google მდებარეობის სერვისების გამოყენებით წელიწადში 200 მილიარდ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.
ორეგონის შტატის გენერალურმა პროკურორმა, ელენ როზენბლუმმა, რომელიც საქმეს ნებრასკის გენერალურ პროკურორთან, დუგ პეტერსონთან ერთად ხელმძღვანელობდა, თქვა:
გენერალურმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ გუგლი 2014 წლიდან ატყუებდა მომხმარებლებს თვალთვალის შესახებ, არღვევდა მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო კანონებს.
მათ კომპანიას მოსთხოვეს, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სერვისი და 2023 წლიდან დაიწყოს მდებარეობის კონტროლი არა ფარულად, არამედ საჯაროდ და, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებელთა სურვილის შესაბამისად.