Google-მა ჟურნალისტებისა და აქტივისტების კიბერუსაფრთხოების დაცვის პროგრამა წარადგინა
Google ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის ციფრული უსაფრთხოებისა და კიბერთავდაცვის ინსტრუმენტების 100 000 უფასო გასაღებს უზრუნველყოფს.
Google ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის ციფრული უსაფრთხოებისა და კიბერთავდაცვის ინსტრუმენტების 100 000 უფასო გასაღებს უზრუნველყოფს.
Google-ისა და ანალიტიკური კომპანია YouGov-ის 2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ჟურნალისტების, აქტივისტების და პოლიტიკოსების 50%-ზე მეტი ონლაინ-ანგარიშების გატეხის რისკის ქვეშაა.
საფრთხეები იზრდება, ცალკეული პირებისთვისა და ორგანიზაციებისთვის ფსონები იზრდება. ამიტომ, Google-ის განცხადებით, კომპანია ცდილობს, ონლაინ-მომხმარებლების უსაფრთხოება უზრუნველყოს, მათ შორის კიბერთავდასხმების მაღალი რისკის მქონე ადამიანების — ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკური მოღვაწეების და ა.შ.
ამასთან დაკავშირებით Google-ის საარჩევნო სისტემის საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობის შესახებაც განაცხადა. თანამშრომლობა მაღალი რისკის მომხმარებლების უფასო ტრენინგებითა და უსაფრთხოების ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას გულისხმობს.
კომპანიამ ეს განცხადება ინტერნეტის უსაფრთხოების დღეს (Safer Internet Day, SID), წელს 7 თებერვალს გააკეთა. Google ამბობს, რომ ამ თანამშრომლობის მიზანია, გააძლიეროს დემოკრატიების დაცვა, რომლებიც ყველასთვის მუშაობენ.
ტექნოლოგიურმა გიგანტმა ასევე განაცხადა, რომ Defending Digital Campaigns-თან (არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც კიბერუსაფრთხოების პროდუქტებზე წვდომას უზრუნველყოფს) პარტნიორობის ფარგლებში აშშ-ში 2024 წლის არჩევნებისთვის, პოლიტიკური კამპანიების დასაცავად, 2023 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მაღალი რისკის ჯგუფებს უფასოდ მიაწვდიან Google Titan-ის უსაფრთხოების 100 000 გასაღებს.
IFES — არაკომერციული ექსპერტული ორგანიზაციაა, რომელიც 145 ქვეყანაში დემოკრატიებისთვის კიბერუსაფრთხოების პროდუქტებზე წვდომას უზრუნველყოფს. IFES და Google ითანამშრომლებენ, რათა მაღალი რისკის მომხმარებლები ონლაინ-უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რესურსებით უზრუნველყონ, მათ შორის:
გარდა ამისა, Campaign Security Projec-ის ფარგლებში, DDC უსაფრთხოების ტრენინგებისა და პროდუქტების უფასოდ მიწოდებით დაეხმარება აშშ-ს, დაიცვან საარჩევნო კამპანიები ყველა შტატში. Google-მა განაცხადა, რომ 2020 წლიდან, DDC-თან პარტნიორობის მეშვეობით, მან დაიცვა 380-ზე მეტი კამპანია და უსაფრთხოების 20 000 მეტი გასაღები გაავრცელა.
ტექნოლოგიური გიგანტი მოუწოდებს ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ მიზანმიმართული თავდასხმების რისკის ქვეშაა, დარეგისტრირდეს დამატებითი დაცვის უფასო პროგრამაში (APP), რომელიც «აერთიანებს Google ანგარიშის უსაფრთხოების ყველაზე სანდო პარამეტრებს და აქტიურად იცავს ახალი და განვითარებადი საფრთხეებისგან».