ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Magi - Google ახალ AI საძიებო ინსტრუმენტს გამოუშვებს

საძიებო გიგანტი, Google ცდილობს, ChatGPT-ისა და Bing-ის საფრთხეს უპასუხოს. კომპანია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე მუშაობს, კოდური სახელით Magi, რომელიც მომავალ თვეში გამოვა.

კომენტარის დატოვება

The New York Times-ის ცნობით, Google ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ახალ საძიებო ინსტრუმენტს მომავალ თვეში გამოუშვებს, დამატებითი ფუნქციები კი შემოდგომაზე გამოვა.

ახალი ფუნქციები ექსკლუზიურად აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი და თავდაპირველად მაქსიმუმ ერთი მილიონი მომხმარებლისთვის იმუშავებს. უცნობია, ზუსტად რას შესთავაზებს Magi მომხმარებლებს, მაგრამ ის სავარაუდოდ Google-ის ექსპერიმენტულ Bard chatbot-ზე იქნება დაფუძნებული.

ეს Google-ის ძალისხმევის ნაწილია, შეებრძოლოს ახალ სისტემებს, როგორიცაა Microsoft-ის Bing ჩათბოტი და OpenAI-ის ChatGPT. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ჩათბოტები ერთ დღეს ისეთ ტრადიციულ საძიებო სისტემებს, როგორიცაა Google, შეცვლიან.

NYT-ის ცნობით, Google რთულ სიტუაციაშია. Samsung Google-ის Bing-ით ჩანაცვლებას განიხილავს. Samsung-თან დადებული გარიგებით Google-ის წლიური შემოსავალი 3 მილიარდ აშშ დოლარია, თუმცა უცნობია რამდენად სერიოზულად განიხილავს სამხრეთ კორეული კომპანია საძიებო სისტემის შეცვლას.

Magi-ში შემუშავებული ახალი ფუნქციების გარდა, Google ასევე საძიებო სისტემის უფრო რადიკალურ აღდგენას გეგმავს. თუმცა, Times ამბობს, რომ «ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუ როდის გამოუშვებს კომპანია ახალ საძიებო ტექნოლოგიას».

Google სხვა AI ინსტრუმენტებსაც ავითარებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოსახულების გენერატორს, სახელად GIFI, ენის სწავლის სისტემას, Tivoli Tutor-სა და ფუნქციას, სახელწოდებით Searchalong — ეს Google Chrome ბრაუზერში ინტეგრირებული ჩათბოტი იქნება, რომელიც ვებ-გვერდებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს. 

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
თემის მიხედვით
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google ChatGPT-სთან საბრძოლველად წარუმატებელი Google + -ის დაბრუნებას განიხილავს
Google ChatGPT-სთან საბრძოლველად წარუმატებელი Google + -ის დაბრუნებას განიხილავს
თემის მიხედვით
Google ChatGPT-სთან საბრძოლველად წარუმატებელი Google + -ის დაბრუნებას განიხილავს

ასევე წაიკითხეთ
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
"Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას" — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა
"Open AI არ გეგმავს EU-ს დატოვებას" — სემ ალტმენმა პოზიცია შეცვალა
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა
Colab AI - გუგლი Microsoft-ის GitHub Copilot-ის მსგავს ინსტრუმენტს უშვებს
Colab AI - გუგლი Microsoft-ის GitHub Copilot-ის მსგავს ინსტრუმენტს უშვებს
Colab AI - გუგლი Microsoft-ის GitHub Copilot-ის მსგავს ინსტრუმენტს უშვებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.