ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები

თუ გსურს, IT-ში სრულყოფილი განათლება მიიღო, ერთი კურსი საკმარისი არაა. ასეთი შემთხვევებისთვის Coursera-ს აქვს გამოწერის Plus პაკეტი: ფიქსირებული ღირებულებით შეიძლება ისწავლო ყველაფერი, რაც შენთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და საინტერესოა.

კომენტარის დატოვება
როგორ დავზოგოთ 300% Google-ის კურსებზე — Coursera Plus-ის უპირატესობები

თუ გსურს, IT-ში სრულყოფილი განათლება მიიღო, ერთი კურსი საკმარისი არაა. ასეთი შემთხვევებისთვის Coursera-ს აქვს გამოწერის Plus პაკეტი: ფიქსირებული ღირებულებით შეიძლება ისწავლო ყველაფერი, რაც შენთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და საინტერესოა.

Coursera ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საგანმანათლებლო პლატფორმაა მსოფლიოში — ხელმისაწვდომია 7000-მდე პროგრამა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან და ტექნოლოგიური კომპანიებიდან — მაგალითად, Google და IBM. კურსები სხვადასხვანაირია: როგორც ერთდღიანი, ისე — რამდენიმეთვიანი; როგორც უფასო, ისე — ძალიან ძვირადღირებული. 

Coursera Plus პაკეტით, თვეში $59-ად შეძლებთ კურსების შეუზღუდავი რაოდენობის ერთდროულად გავლას.

ქვემოთ განვიხილავთ Coursera Plus-ის პლუსებსა და მინუსებს. ბონუსის სახით კი გთავაზობთ Top-5 კურსს Google-სგან IT სპეციალისტებისთვის, რომლებიც ხელმისაწვდომია Plus გამომწერებისთვის. 

როგორ მუშაობს Coursera

პლატფორმაზე ხელმისაწვდომია კურსები სხვადასხვა სფეროდან: ეკონომიკით დაწყებული, ლიტერატურით, ხელოვნებითა და ზუსტი მეცნიერებებით დამთავრებული. უმეტესობა IT-ს ეთმობა — ეს ხომ დღეს ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. არსებობს რამდენიმე სახის საგანმანათლებლო პროგრამა, მათი ხანგრძლივობისა და შინაარსის მიხედვით:

  • Guided Project — პროექტი კონსულტაციებით. ეს არის რამდენიმე საათზე გაწერილი პატარა ამოცანა: ვიდეოლექციებიდან მიიღებთ აუცილებელ ინფორმაციას, ასრულებთ დავალებას და პედაგოგის უკუკავშირს იღებთ. კარგია ვიწრო სპეციალიზებული უნარების შესაძენად ან ახალი პროფესიის გასაცნობად.
  • Course — უფასო ვიდეოლექციების პაკეტი ამა თუ იმ თემაზე: შეგიძლიათ მოუსმინოთ, დააკონსპექტოთ და ისწავლოთ. მაგრამ დავალებები და უკუკავშირი გათვალისწინებული არ არის.
  • Specialization — რამდენიმეთვიანი უფრო მოცულობითი ფასიანი კურსი, სადაც დეტალურად ჰყვებიან ამა თუ იმ თემის შესახებ. უყურებთ ვიდეოლექციებს, აკეთებთ რამდენიმე საშინაო დავალებას, იღებთ უკუკავშირს. რამდენიმე Specializations უფასოდაა ხელმისაწვდომი, მაგრამ შემოკლებული სახით — მხოლოდ ვიდეოლექციები.
  • Professional Certificate — კურსი დამწყებებისა და თავის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის, რომლებსაც პროფესიაში განვითარებისთვის გარკვეული კომპეტენციების გაუმჯობესება სურთ. ასეთი პროგრამები 6 თვემდე გრძელდება. ხანდახან კურსზე მოხვედრისთვის ინტერვიუს გავლაა საჭირო, რათა საკუთარი კვალიფიკაცია დაადასტუროთ.
  • MasterTrack Certificate — საუნივერსიტეტო ონლაინკურსი, რომელიც იძლევა კრედიტებს უცხოურ უნივერსიტეტებში.
  • Degree — ონლაინ ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა, ვრცელი, 2-4 წლიანი პროგრამა.

ნებისმიერი ფასიანი პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი ან დიპლომი, რომელიც შეიძლება აიტვირთოს Linkedin-ზე, წარედგინოს ამჟამინდელ ან მომავალ დამსაქმებელს.

Coursera Plus-ის გამოწერის შესაძლებლობები და შეზღუდვები

მნიშვნელოვანია, რომ გამოწერით ყველა მასალა ხელმისაწვდომი არაა. მაგალითად, ვერ გაივლით MasterTrack Certificate-ის პროგრამებს, ბაკალავრიატს ან მაგისტრატურას. ზოგიერთი Specializations, Guided Projects ან Professional Certificates ასევე დაბლოკილია — მაგალითად, IBM-დან, Deeplearning.ai-დან და სტენფორდის უნივერსიტეტიდან. საიტზე არის უნივერსიტეტებისა და კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც მონაწილეობენ და არ მონაწილეობენ Coursera Plus პროგრამაში. 

პლატფორმაზე ამ პროგრამების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავ ხელმისაწვდომია გამოწერის საფუძველზე: მაგალითად, შეგიძლიათ, გაიაროთ Google-ის, Facebook-ისა და  Amazon-ის, პენსილვანიისა და იელის უნივერსიტეტების კურსები. მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, წინასწარ შეამოწმეთ, შედის თუ არა პაკეტში თქვენთვის საინტერესო პროგრამა. 

გამოწერით სწავლის პირობები

Coursera Plus-ზე შეუზღუდავად ერთდროულად რამდენიმე კურსია ხელმისაწვდომი — შესაბამისად, რაც უფრო მეტს სწავლობთ, მით უფრო მომგებიანი ხდება მისი შეძენა. შეგიძლიათ მოუსმინოთ ლექციებს, გააკეთოთ დავალებები და მიიღოთ უკუკავშირი მანამ, სანამ პაკეტი შეძენილი გაქვთ. შეგიძლიათ, გადაიხადოთ ყოველთვიურად ან პირდაპირ ერთი წელის ღირებულება გადაიხადოთ, თუ გრძელვადიანი გეგმები გაქვთ. ყველა დასრულებულ კურსზე სერტიფიკატს მიიღებთ.

თუ უკვე გადიხართ Coursera-ზე რომელიმე ფასიან პროგრამას, შეგიძლიათ, მარტივად გადახვიდეთ Plus-ზე — უნდა შეიძინოთ Coursera Plus და შემდეგ გააუქმოთ მიმდინარე კურსების გამოწერა. თუ ეს კურსი პაკეტში შედის, მასზე წვდომა და პროგრესი შენარჩუნდება — არაფრის თავიდან დაწყება არ მოგიწევთ.

ფასი

გამოწერის გაფორმების ორი ვარიანტი არსებობს. პირველი — ყოველთვიური. ეს ხელსაყრელია, თუ გსურთ 30 დღეში გაიაროთ რაღაც მოკლე კურსი ან სწავლას რამდენიმე თვით გეგმავთ. ერთთვიანი პაკეტის ფასი $59-ია. არის უფასო საცდელი 7-დღიანი პერიოდი. ამ პირველი ერთი კვირის განმავლობაში საფასური არ გეჭრებათ — თუ არ მოგეწონებათ, შეგიძლიათ უბრალოდ გააუქმოთ გამოწერა.

მეორე ვარიანტი არის მათთვის,  ვინც სერიოზულად არის განწყობილი — ერთწლიანი გამოწერა. ეს არის ერთჯერადი გადახდა — $399. უფრო მომგებიანიც გამოდის, თუ ზუსტად იცით, რა გსურთ. აქ თანხა მაშინვე ჩამოგეჭრებათ, მაგრამ პირველი 14 დღე საცდელ პერიოდად მიიჩნევა — ორი კვირის განმავლობაში შეიძლება დაფიქრება, და მაგალითად, გადახდილი თანხის მოთხოვნა. ეს რამდენიმე დაწკაპუნებით კეთდება, თანხა ანგარიშზე რამდენიმე დღეში დაბრუნდება.

უნდა აღინიშნოს, რომ საცდელი პერიოდის გამოყენება სრულფასოვანი სწავლისთვის არ გამოვა — თუ ამ ხნის განმავლობაში რაიმე სერტიფიკატს იღებთ, შემდეგ კი გამოწერას აუქმებთ, Coursera სერტიფიკატს ანულებს.

გამოიწერეთ Coursera Plus

ბონუსი: 5 კურსი Google-სგან, რომელთა გავლაც Coursera Plus-ზე შეგიძლიათ

პაკეტი გვთავაზობს ბევრი პროგრამას  IT-ინდუსტრიის ლიდერებისგან. დიდი პოპულარობით სარგებლობენ Google-ის კურსები. მათი გავლა ინგლისურად და სუბტიტრებით შეიძლება. 

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: 

პროექტების მართვა

ეს არის პროგრამა, რომელიც შეგიძლიათ, გამოცდილების გარეშე დაიწყოთ და ექვს თვეში, პროექტის მენეჯერი გახდეთ. სტუდენტები აითვისებენ agile-ს, სწავლობენ ეფექტურად კომუნიკაციას, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენას, რისკების მართვას, დავალებების შეფასებას და საქმიანი მიმოწერის წარმოებას. Google-ის სპეციალისტები პრაქტიკიდან რეალურ ქეისებს განიხილავენ.

კურსი დიდ ექვს ბლოკად იყოფა:

  1. პროექტების მართვის საფუძვლები
  2. პროექტის დაწყება
  3. დაგეგმვა
  4. პროექტის განხორციელება
  5. მოქნილი მიდგომა განვითარებისადმი
  6. თეორიის გამოყენება პრაქტიკაში

ლექციები დაახლოებით 140 საათს მოიცავს. დანარჩენი პრაქტიკაა. სტუდენტები სასწავლო პროექტებს ასრულებენ და ექსპერტებისგან უკუკავშირს იღებენ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატი გადაეცემათ.

Coursera Plus-ის გამოწერა

მონაცემთა ანალიზი

6 თვეში შეგიძლიათ მონაცემთა ანალიზის ყველა საბაზისო კომპეტენცია მიიღოთ — შეისწავლოთ ძირითადი ინსტრუმენტები, დაიწყოთ პროგრამირება R ენაზე, აითვისოთ SQL, ისწავლოთ შედეგების დამუშავება და ვიზუალიზაცია. 

გარდა კონკრეტული გამოყენებითი უნარებისა, სტუდენტები სწავლობენ ანალიტიკას უფრო ფართო კუთხიდან — მაგალითად, ლექციებზე ყურადღება ეთმობა ეთიკურ საკითხებს, დავალებები კი კრიტიკული აზროვნების განვითარებაზეა მიმართული.

კურსის დროს განიხილება:

  • პროფესიის საფუძვლები;
  • Data-driven Decisions;
  • მონაცემთა მომზადება;
  • მონაცემთა დაწმენდა;
  • მონაცემთა ანალიზი;
  • ვიზუალიზაცია;
  • ენა R;
  • ქეისებზე მუშაობა,

სტუდენტებს ლექციების 180 საათის მოსმენა და ბევრი საშინაო დავალების გაკეთება მოუწევთ. კერძოდ, თითოეული გააკეთებს დიდ პროექტს, რომლის ჩვენებასაც მომავალი დამსაქმებლებისთვის შეძლებენ.

Coursera Plus-ის გამოწერა

IT-ავტომატიზაცია Python-ის გამოყენებით

Python იდეალური ენაა IT-ის რუტინული დავალებების ავტომატიზაციისთვის. სასწავლო კურსი გათვლილია მათზე, ვისაც ადრე კოდი არასდროს უწერია. ექვსი თვის განმავლობაში შეძლებთ, დაეუფლოთ პროგრამირების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ენას და ისწავლით მის გამოყენებას პრაქტიკაში — გადაჭრით სისტემური ადმინისტრირების ამოცანებს, გაერკვევით პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაციის მენეჯმენტში, გამოასწორებთ ბაგებს. 

კურსში შედის:

  • Python-ის ინტერნსიური სასწავლო კურსი;
  • ოპერატიულ სისტემასთან მუშაობა Python-ის გამოყენებით;
  • Git-ისა და Github-ის მართვა;
  • IT-ში პრობლემების გადაჭრა: თრაბლშუთინგისა და დებაგინგის ტექნიკა;
  • კონფიგურაციის მენეჯმენტი;
  • ამოცანების ავტომატიზაცია Python-ის დახმარებით, 

კურსი გათვლილია 6 თვეზე, თუ კვირაში 10 საათს იმეცადინებთ. ასევე კურსის განმავლობაში სტუდენტები მუშაობენ სადიპლომო პროექტზე.

Coursera Plus-ის გამოწერა

IT-მხარდაჭერა

თუ გსურთ, კარიერა ტექნიკურ მხარდაჭერაში დაიწყოთ ან კომპეტენცია გააფრთოოთ, ეს შესაფერისი კურსია. სტუდენტები სწავლობენ  მომხმარებლის სრულ მხარდაჭერას პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით, პრობლემის იდენტიფიკაციიდან შეცდომების გამოსწორებამდე.

გაივლით 5 თემას:

  • ტექნიკური მხარდაჭერის საფუძვლები;
  • კომპიუტერულ ქსელთან მუშაობა;
  • ოპერაციული სისტემები;
  • სისტემის ადმინისტრირება და IT ინფრასტრუქტურა;
  • უსაფრთხოება IT-ში. 

კურსი მოიცავს ლექციების 100 საათსა და ბევრ ინტერაქტიურ დავალებას. სტუდენტები გადაჭრიან პრაქტიკულ ქეისებს და სწავლის დასასრულს მზად იქნებიან ნებისმიერ რეალურ პრობლემასთან შესახვედრად, რომლებიც ტექნიკური დახმარების თანამშრომლებს ხვდებათ. 

Coursera Plus-ის გამოწერა

ციფრული მარკეტინგი და ელექტრონული კომერცია

თუ მზად არ ხართ, IT-ში თავით გადაეშვათ, თუმცა, გსურთ, დისტანციურად იმუშაოთ ციფრულ ინდუსტრიაში, Google-ს თქვენთვისაც აქვს კურსი — აქ ისწავლით მარკეტინგული კამპანიების შემუშავებას, კლიენტების მოზიდვას, მათ შესყიდვამდე მიყვანას და შესრულებული სამუშაოს შედეგების გაანალიზებას. ბევრს გაიგებთ რეკლამაზე, SEO-ზე, email-მარკეტინგზე, ვებსაიტების სტრუქტურებსა და მარკეტინგული ანალიტიკის მეტრიკაზე.

კურსში 7 თავია:

  • ციფრული მარკეტინგისა და e-сommerce-ის საფუძვლები;
  • აუდიტორიის მოზიდვა და ჩართვა;
  • კლიენტებთან ონლაინ ურთიერთობა;
  • Email-მარკეტინგი;
  • ანალიტიკა და მეტრიკა;
  • commerce მაღაზიის ჩაშვება და მართვა;
  • მომხმარებელთა ლოიალურობის ზრდა.

კურსში, დაახლოებით, თეორიის 190 საათი და ბევრი პრაქტიკაა: სტუდენტები სწავლობენ მარკეტინგული სტრატეგიების აგებას, სხვადასხვა ციფრული საკომუნიკაციო არხებით მუშაობას და შედეგების შეფასებას. კურსი ასევე მოიცავს აპლიკაციის ინსტრუმენტებს, რომელიც აუცილებელია მარკეტერისთვის: Canva, Mailchimp, Google Ads, Google Analytics, HubSpot და მრავალი სხვა.

Coursera Plus-ის გამოწერა

ახალი ვაკანსიები საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
ახალი ვაკანსიები საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
თემის მიხედვით
ახალი ვაკანსიები საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
როგორ გავაკეთოთ სტარტაპის პრეზენტაცია - ბიზნეს ინგლისურის Top 5 კურსი Coursera-ზე
როგორ გავაკეთოთ სტარტაპის პრეზენტაცია — ბიზნეს ინგლისურის Top 5 კურსი Coursera-ზე
თემის მიხედვით
როგორ გავაკეთოთ სტარტაპის პრეზენტაცია — ბიზნეს ინგლისურის Top 5 კურსი Coursera-ზე


ასევე წაიკითხეთ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
Frotend დეველოპმენტის ტოპ 8 კურსი
Frotend დეველოპმენტის ტოპ 8 კურსი
Frotend დეველოპმენტის ტოპ 8 კურსი
ჩვენ თქვენთვის Frotend დეველოპმენტის ტოპ 10 კურსი შევარჩიეთ. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.