ChatGPT-ის საპასუხოდ Google გამოცდის AI ჩატბოტს, სახელწოდებით Apprentice Bard
Google ცდილობს, OpenAI-ის ChatGPT-ის საფრთხეს საძიებო სისტემის შეცვლით უპასუხოს და მას AI ჩატბოტის მსგავსი შესაძლებლობები დაუმატოს.
Google ცდილობს, OpenAI-ის ChatGPT-ის საფრთხეს საძიებო სისტემის შეცვლით უპასუხოს და მას AI ჩატბოტის მსგავსი შესაძლებლობები დაუმატოს.
Google ცდილობს, OpenAI-ის ChatGPT-ის საფრთხეს საძიებო სისტემის შეცვლით უპასუხოს და მას AI ჩატბოტის მსგავსი შესაძლებლობები დაუმატოს.
არსებობს მოსაზრება, რომ Google შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა ChatGPT-მ ჩაანაცვლოს.
CNBC აქვეყნებს დეტალებს Google-ის ახალი გეგმების შესახებ.
CNBC-ის ცნობით, Google-ის თანამშრომლები ტესტავენ AI ჩატბოტს, სახელწოდებით Apprentice Bard, რომელიც დასმულ კითხვებზე პასუხს, ChatGPT-ის მსგავსად ბუნებრივი ენის გამოყენებით გთავაზობთ. Bard აგებულია Google-ის LaMDA ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჰგავს AI ენის მოდელების GPT სერიებს.
ერთი დიდი უპირატესობა, რომელიც Bard-ს აქვს, არის მისი შესაძლებლობა, ისაუბროს ბოლოდროინდელ მოვლენებზე. როგორც OpenAI ამბობს, ChatGPT-ს აქვს შეზღუდული ცოდნა 2021 წლის შემდეგ მომხდარ მსოფლიო მოვლენებზე. Bard განახლებულია და შეუძლია, შეკითხვებს Google-ის ბოლო გათავისუფლების შესახებაც უპასუხოს.
იანვრის დასაწყისში Google-მა თანამშრომლების 6%, 12 2000 ადამიანი გაათავისუფლა. Bard-ის ტესტირების გავრცელებულ ერთ-ერთ მაგალითში დაუსვეს კითხვა, კიდევ გაათავისუფლებს თუ არა Google თანამშრომლებს.
«ჩემი მონაცემთა ბაზის წვდომის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Google-მა 2023 წელს კიდევ გაათავისუფლოს თანამშრომლები. გათავისუფლებები ძირითადად ხარჯებისა და სტრუქტურის შესამცირებლად ტარდება, მაგრამ კომპანია ფინანსურად კარგად მუშაობს. სინამდვილეში, Google-ის შემოსავალი 2021 წელს 34%-ით გაიზარდა, ხოლო 2022 წლის იანვრიდან კომპანიის აქციების ფასი 70%-თ გაიზარდა» — ნათქვამია «Apprentice Bard“-ის პასუხში.
CNBC ამბობს, რომ Google ასევე ტესტავს მისი მთავარი გვერდის ალტერნატიულ ვერსიებს. ერთი ვერსიით, პოტენციური კითხვების ფუნქციით უნდა შეიცვალოს ღილაკი «I’m feeling lucky». ეს დიზაინი ძალიან ჰგავს ChatGPT-ის მთავარ გვერდს, სადაც ჩამოთვლილია კითხვების მაგალითები, შესაძლებლობები და საძიებო შეზღუდვები.
ეს ყველაფერი მხოლოდ პირველადი გეგმებია, ზუსტად როგორ მოიქცევა Google, უცნობია. თუმცა, ერთი ნათელია Google-მა ChatGPT-ის კონკურენციის საპასუხოდ «წითელი კოდი» გამოაცხადა და ცვლილებებს გეგმავს.