Google-ის წარმომადგენლებს ChatGPT-ის მზარდი პოპულარობა აშინებთ
ChatGPT, Google-სგან განსხვავებით, კითხვაზე პასუხს არა გაუთავებელი ბმულებით, არამედ პირდაპირ და სწრაფად გაგცემთ, რაც გიგანტი კომპანიის წარმომადგენლებს შეშფოთების საფუძველს აძლევს.
ChatGPT, Google-სგან განსხვავებით, კითხვაზე პასუხს არა გაუთავებელი ბმულებით, არამედ პირდაპირ და სწრაფად გაგცემთ, რაც გიგანტი კომპანიის წარმომადგენლებს შეშფოთების საფუძველს აძლევს.
ChatGPT, რომელიც Open AI-ის მიერ შეიქმნა, ხალხში ვირუსულად გავრცელდა, რადგან კითხვაზე პასუხის გაცემა წამებში, თითქმის ყველა კითხვაზე, შეუძლია.
Google-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობაც უცნობია, New York Time-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელოვნული ინტელექტის ჩატბოტებს, როგორიცაა ChatGPT, პრობლემების შექმნა ნებისმიერი საძიებო სისტემის ბიზნესისთვის შეუძლიათ.
მისივე თქმით, აღმასრულებელი დირექტორი, სუნდარ პიჩაი, რამდენიმე შეხვედრაზე Google-ის ხელოვნური ინტელექტის განსაზღვრისა და კომპანიის შიგნით ჯგუფების მუშაობის გაუმჯობესების მიზნით იმყოფებოდა.
ChatGPT ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტია, რომელიც ინტერნეტში ხელმისაწვდომ მონაცემებს უამრავ კითხვაზე პასუხის გასაცემად იყენებს.
Google Search-ისგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებლებს პოტენციურ პასუხებს წასაკითხი ბმულების საშუალებით აძლევს, ChatGPT ამას პირდაპირ აკეთებს, თან უნიკალურ და ახალ პასუხებს გაწვდით, რომლებიც აქამდე არ დაწერილა.
Google საკუთარი AI ტექნოლოგიის აშენებაზე აქტიურად მუშაობს, თუმცა მის საზოგადოებაში გავრცელებას ჯერ-ჯერობით ერიდება. მიზეზი არის ის, რომ პასუხები ადამიანის მიერ შექმნილ მონაცემებს ეფუძნება. ეს ნიშნავს, რომ რასიზმი, მიკერძოება და დეზინფორმაცია შეიძლება ჩატბოტის სწავლის მოდელში შევიდეს.
ამ მიზეზით, Microsoft-ს, 2016 წელს, საკუთარი AI ჩეტბოტის გამორთვა მოუწია. Facebook-ის მშობელმა Meta-მაც შემოიტანა ჩეტბოტი, მაგრამ მან მალევე რასისტული პასუხების გაცემა დაიწყო.
ამ დროისთვის, Google თავის საძიებო ბიზნესზე დაყრდნობას განაგრძობს, რომელიც ფულს რეკლამებითა და ელექტრონული კომერციის გაყიდვებით გამოიმუშავებს.
Open AI თვეში 3 მილიონ დოლარს ხარჯავს ChatGPT-ზე, რომელიც ჯერ კიდევ ბეტა რეჟიმშია. ჩეტბოტი ადამიანებს ანგარიშის შექმნასა და ზოგჯერ, მაღალი დატვირთვის გამო, ოფლაინ რეჟიმში გადასვლას სთხოვს.
და მაინც, თუ ჩეტბოტი ისეთი დიდი ენის მოდელზეა დაფუძნებული, როგორიცაა Google-ის LaMDA, ის ოდესღაც Google-ს ბიზნესს დიდ პრობლემებსა და დისკომფორტს აუცილებლად შეუქმნის.