ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
19 თებერვალი 2024, 10:30
2024-02-19
Google შიდა AI მოდელს უშვებს, რომელიც თანამშრომლებს კოდის სწრაფად წერაში დაეხმარებათ
Google ცდილობს, ხელოვნური ინტელექტი თითქმის ყველა პროდუქტში გამოიყენოს. ამჯერად კომპანიამ დიდი ენის მოდელი, სახელად Goose გამოუშვა, რომელიც მხოლოდ თანამშრომლებისთვისაა განკუთვნილი და მათ კოდის უფრო სწრაფად წერაში ეხმარება.
როგორც Google ამბობს, Goose კომპანიის კიდევ ერთი AI მოდელის, Gemini-ის «შთამომავალია» და 25-წლიანი საინჟინრო ექსპერტიზისა და გამოცდილების შედეგად შეიქმნა.
«მას შეუძლია, უპასუხოს კითხვებს Google-ის სპეციფიკური ტექნოლოგიების შესახებ, დაწეროს კოდი შიდა ტექნიკური სტეკების გამოყენებით და მხარი დაუჭიროს ახალ შესაძლებლობებს, როგორიცაა ბუნებრივი ენის მოთხოვნაზე დაყრდნობით კოდის რედაქტირება». — ნათქვამია Goose-ის შიდა რეზიუმეში.
Google-ის ფინანსთა ხელმძღვანელმა, რუთ პორატმა აღნიშნა, რომ ეს ხარჯების შემცირების კიდევ ერთი ეფექტური ნაბიჯია. გასული 13 თვის განმავლობაში კომპანიამ ათასობით სამუშაო ადგილი შეამცირა.
Google «დანახარჯების ზრდის შენელებაზე» სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით მუშაობდა — მაგალითად, მათ Alphabet-ში AI-ის გამოყენებით ოპერაციების გამარტივება სურდათ.
ერთ-ერთ შიდა დოკუმენტში აღნიშნულია, რომ Goose გეგმის ნაწილია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ყველა პროდუქტში გამოყენებას გულისხმობს.
Goose რამდენიმე თანამშრომლისთვის ახლავე გამოსაყენებლად ხელმისაწვდომია, თუმცა, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რამდენად სრულყოფილად შეუძლია ფუნქციონირება. ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ Goose კომპანიაში შიდა კოდირებისთვის პირველი ზოგადი დანიშნულების LLM იქნება.
Goose-ის შექმნა Google Brain-ის, DeepMind-ისა და Google-ის შიდა ინფრასტრუქტურის გუნდების ერთობლივი ძალისხმევა იყო. კომპანიამ გასულ წელს Brain და DeepMind გააერთიანა, რათა Gemini შეექმნა.
Google ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანია არ არის, რომელიც პროდუქტიულობის გასაზრდელად საკუთარ AI მოდელებსა და პროდუქტებს იყენებს. Microsoft-მა ცოტა ხნის წინ შიდა გუნდებისთვის Copilot ინსტრუმენტი გამოუშვა.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.