ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
31 იანვარი 2024, 14:50
2024-01-31
2023-ში Google-მა გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაციებზე $2 მლრდ-ზე მეტი დახარჯა
2023 წელს ში Google-მა გათავისუფლებული თანამშრომლების კომპენსაციებზე $2 მლრდ-ზე მეტი დახარჯა. 2024 წლის იანვარში კი ანალოგიური მიზნით კომპანიას უკვე დახარჯული აქვს $700 მილიონამდე.
გასულ წელს ტექნოლოგიურმა გიგანტმა 12 ათასზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა.
რაც შეეხება 2024 წელს: Google-დან უკვე დაითხოვეს 1 000-ზე მეტი თანამშრომელი.
იანვარში გათავისუფლებულები მუშაობდნენ Google Assistant-ის, ჰარდვეარ და საინჟინრო გუნდებში, ასევე, გაყიდვების დეპარტამენტში. გარდა ამისა, YouTube-დან გაუშვეს 100 ადამიანი.
კომპანიამ დახურა ოფისი, რაც კომპანიას $1.8 მილიარდი დაუჯდა.
Google ინვესტიციებს ზრდის ხელოვნურ ინტელექტში, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელს კიდევ მეტი ადამიანი დაკარგავს სამსახურს.
ამასთან, თავად კომპანიამ 2023 წელი ბიზნესის ყველა მნიშვნელოვან ნაწილში ზრდით დაასრულა. ამის შესახებ მისი მშობელი კომპანიის, Alphabet-ის კვარტლურ ანგარიშში წერია.
კერძოდ, 2023 წლის მეოთხე კვარტალში Google-ის შემოსავალი $86 მილიარდი იყო, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
კომპანიას ძირითადი შემოსავალი საძიებო სისტემამ მოუტანა — $48 მილიარდი და ეს 2022 წლის მეოთხე კვარტლის შემოსავალს 13%-ით აღემატება. გამოწერის სერვისებმა და მოწყობილობებმა კომპანიას $10,7 მილიარდი მოუტანეს. Google Cloud-მა $9.09 მილიარდი მოიტანა — 2022 წელთან შედარებით 25,6%-ით მეტი.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.