ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილება
8 დეკემბერი 2023, 15:52
2023-12-08
Gemini — AI მოდელი, რომლითაც Google-ს GPT 4-ის დაჯაბნა უნდა
„ეს Google-ში AI-ის ახალი ეპოქის დასაწყისია — Gemini-ის ეპოქა». — ამბობს კომპანიის CEO, სუნდარ პიჩაი. Gemini პიჩაიმ საზოგადოების წინაშე პირველად ივნისში, I/O დეველოპერთა კონფერენციაზე წარადგინა. როგორც სუნდარ პიჩაი და Google DeepMind-ის CEO, დემის ჰასაბისი აღწერენ, ეს არის უზარმაზარი წინსვლა AI მოდელის განვითარებაში, რომელიც საბოლოოდ Google-ის თითქმის ყველა პროდუქტზე მოახდენს გავლენას.
Gemini გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელია. ტექნოლოგიურმა გიგანტმა, რომელიც Gemini-ს აქამდე შემუშავებულთა შორის ყველაზე ძლიერ და ზოგადი დანიშნულების AI-ს უწოდეს, განაცხადა, რომ 2024 წელს დიდი ენობრივი მოდელის (LLM) გაძლიერებას გეგმავს.
Gemini-ს ენობრივი მოდელი მულტიმოდალურია, რაც ნიშნავს, რომ მას სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის აღქმა შეუძლია — როგორც ტექსტის, ისე აუდიოს, ვიდეოსა და ფოტოების.
მაგალითად:
პირველ ფოტოზე Gemini-ს ეკითხებიან, თუ რას ხედავს. Gemini პასუხობს:
«მე ვხედავ ადამიანის მარჯვენა ხელს. ხელი გაშლილია, ჩანს თითები».
მეორე ფოტოზე, ანალოგიურ კითხვაზე Gemini-ს პასუხია:
«ადამიანი აკაკუნებს ხის კარზე».
ხელმისაწვდომი იქნება Gemini-ს 3 სხვადასხვა ვერსია:
Gemini Ultra — ყველაზე დიდი და უნარიანი, უაღრესად რთული ამოცანების შესასრულებლად.
Gemini Pro — ამოცანების ფართო სპექტრისთვის.
Gemini Nano — Android-ის მომხმარებლებისთვის, რომლებსაც Gemini-ზე მომუშავე აპლიკაციების შექმნა სურთ. მაგალითად, Gemini Nano-თი ადამიანები შეძლებენ, Pixel 8 Pro-ს მოდელის სმარტფონზე გაკეთებული აუდიო ჩანაწერების მოკლე შეჯამება გააკეთონ (ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზე).
Google Gemini-ს OpenAI-ის GPT მოდელების კონკურენტად მოიაზრებს. კომპანიის AI ჩატბოტის, Bard-ის ვიცე-პრეზიდენტმა, სისი საიომ თქვა, რომ Gemini Pro-მ GPT-3.5-ს რვა ინდუსტრიიდან ექვსში აჯობა. Google-ის ყველაზე მოწინავე მოდელმა, Gemini Ultra-მ ახალი GPT-4 რვა ნიშნიდან შვიდში დაამარცხა.
Google Bard ახლა Gemini Pro-თი არის განახლებული, რაც Bard-ს საშუალებას აძლევს, უფრო ღრმა და საფუძვლიანი მსჯელობა გაიგოს. Gemini Pro-მხარდაჭერილი Bard ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში, მხოლოდ ინგლისურ ენაზე.
კომპანიის განცხადებით, 2024 წლიდან Google Bard Gemini Ultra-სთან იქნება ინტეგრირებული. უახლოეს თვეებში კომპანია Gemini-ს თავის სხვა აპლიკაციებში დაამატებს, მათ შორის ძიებაში, Google Ads-სა და Chrome ბრაუზერში.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
გამარჯობა მსურს კითხვების დასმა
რა განსხვავებაა მეცნიერულ და ჟურნალისტურ კვლევას შორის?