ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძეახალი ამბები
8 აპრილი 2024, 13:42
2024-04-08
თეონა დალაქიშვილი: რუსული კანონი მთელ IT სექტორზე მოახდენს უარყოფით გავლენას
CDC Business/კომლი/-ის სამეწარმეო განათლების კონსულტანტი, თეონა დალაქიშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის მეორედ დაინიციირებას IT სექტორზე ცალსახად უარყოფითი გავლენა ექნება.
თეონას შეფასებით, რუსული კანონის მიღების მთავარი მიზანი ევროინტეგრაციის პროცესის შენელება ან სულაც შეწყვეტაა.
თეონა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ USAID-ისა და ევროკავშირის დაფინანსებების გარეშე უამრავი მცირე და საშუალო მეწარმე საქმიანობის დაწყებასა თუ განვითარებას საერთოდ ვერ შეძლებდა.
მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იყო და ეს პროცესი კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კიდევ უფრო უნდა გაღრმავებულიყო. თუმცა, ახლა ეს ყველაფერი რისკის ქვეშაა.
კანონში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე. თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში ამ ეტაპზე ახალი და მოწყვლადია. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა.
თეონა ფიქრობს, რომ რუსული კანონის მიღება ამ რისკს კიდევ უფრო მეტად გაზრდის, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას მთლიან სექტორზე მოახდენს. მისი თქმით, ამის ნათელი მაგალითები რუსეთი და ბელარუსი არიან.
რა ხდება?
«ქართულმა ოცნებამ» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი. მის განხილვას მსვლელობა პარლამენტში 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე მიეცემა.
ანალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.
ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა — «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს.
მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.
«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით.
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ
ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. «ქართული ოცნების» წევრი მარიამ ლაშხი, რომელმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა უკვე სამჯერ მისცა -2023 წელს პირველი მოსმენით და 2024 წელს I და II მოსმენით, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის.