ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბექა დალაქიშვილი პროტესტზე: გამარჯვება, თავისუფლება და კეთილდღეობა ძალიან ახლოსაა

ქართული სტარტაპის, Kernel-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბურ საპროტესტო აქციას ეხმაურება და წერს, რომ გამარჯვება, თავისუფლება და კეთილდღეობა ძალიან ახლოსაა.

კომენტარის დატოვება

ბექამ LinkdIn-ზე დაწერა, რომ «ქართველი ხალხი ასეთი ძლიერი, ერთგული და თავდადებული არასდროს ყოფილა». 

«თბილისი ამ დღეებში ევროპისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს დედაქალაქია. არა რუსულ კანონს!». — წერს ბექა დალაქიშვილი.

რა ხდება?

«ქართულმა ოცნებამ» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი. პარლამენტში განხილვის პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელსაც ხელისუფლება სპეცრაზმს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის უპირისპირებს. 

ანალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა —  «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს. 

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. 

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.

«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.

კანონპროექტში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე, თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში კვლავ ახალი და მყიფეა. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა. 

კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა, არსებული რისკები კიდევ უფრო გაზარდოს, ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავოს და მოხდეს ინვესტიციების გადინება. 

რუსული კანონი ყველას შეეხება. 

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი. 

დავით კიზირია: რუსული კანონი ქვეყნისთვის სახიფათოა დამაზიანებელია სტარტაპ ეკოსისტემისთვის
დავით კიზირია: რუსული კანონი ქვეყნისთვის სახიფათოა, დამაზიანებელია სტარტაპ ეკოსისტემისთვის
თემის მიხედვით
დავით კიზირია: რუსული კანონი ქვეყნისთვის სახიფათოა, დამაზიანებელია სტარტაპ ეკოსისტემისთვის
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს
თემის მიხედვით
ირო ცაგარეიშვილი რუსულ კანონზე: მედვედევს რაც მოსწონს, ჩვენ — უსიტყვოდ არ მოგვწონს

ასევე წაიკითხეთ
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
შსს-მ სარეკლამო კომპანია «ლიმონის» მფლობელი, გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. შსს მას 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. 
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით. 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. «ქართული ოცნების» წევრი მარიამ ლაშხი, რომელმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა უკვე სამჯერ მისცა -2023 წელს პირველი მოსმენით და 2024 წელს I და II მოსმენით, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. 
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
ნანა დიხამინჯია: თუ დამიჭერენ, ციხეშიც შემიძლია, ქალებს ტექნოლოგიები ვასწავლო 
«ალტე უნივერსიტეტის» ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია რუსულ კანონს ეწინააღმდეგება. ნანა საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ყველა საპროტესტო აქციაში მონაწილეობს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.