ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Girls in Web3 - ARRIVAL-ის ორგანიზებით მეტავერსში ​მე-5 კონფერენცია ჩატარდა

24 დეკემბერს საქართველოში პირველმა მეტავერს ღონისძიებების სააგენტო Arrival-მა ვირტუალური სივრცე ქართველ ქალ მეწარმეებს დაუთმო. ღონისძიება შედგა Spatial-ის მეტავერსში, ინგლისურ ენაზე და მსოფლიო მასშტაბით Web3 ინდუსტრიით დაინტერესებულ არაერთ ადამიანს უმასპინძლა.

კომენტარის დატოვება

კონფერენციის ძირითადი თემა იყო Girls in Web3, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ ამ სფეროში მოღვაწე ქალები და მათი გამოწვევებით სავსე წარმატების გზები. 

საღამოს უძღვებოდა Pocket Studio-ს დამფუძნებელი ანა ჩუბინიძე, ხოლო მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ მარიკა ხანთაძე — Mellow Morning-ის თანადამფუძნებელი, ელენე ევსია — Anonymer-ის აღმასრულებელი მენეჯერი, და სამუელა დავიდოვა — Liberland-ის წარმომადგენელი საქართველოში. 

სპიკერებმა დამსწრეებს გააცნეს თავიანთი პროექტები, ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე, შესაძლებლობებსა და დაბრკოლებებზე, რომლებიც თან სდევს Web3-ში მოღვაწეობას როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

კონფერენციის პარალელურად სტუმრებს პირდაპირ რეჟიმში კითხვების დასმის შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ARRIVAL-მა დამსწრეებს უმასპინძლა კლუბ ილუზიაში, სადაც მონაწილეებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა წინასაშობაო წვეულებისა და ელექტრონული მუსიკის ფონზე გაეცნოთ საღამოს მოწვეული სტუმრები, სპიკერები, დაემყარებინათ საჭირო კავშირები და ემსჯელათ Web3 ინდუსტრიის ტრენდებსა და სპეციფიკაზე.

Girls in Web3 ღონისძიების ორგანიზატორი იყო კომპანია ARRIVAL — პირველი ქართული მეტავერს ღონისძიებების სააგენტო, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის კონფერენციების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებასა, და დამსწრეთათვის სახალისო და ინტერაქციული გამოცდილებების შექმნაში. 

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: MetaViu, GITA, Noxtton, და Spark.

საქართველოში ჩატარდა პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში
საქართველოში ჩატარდა პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში
თემის მიხედვით
საქართველოში ჩატარდა პირველი ჰიბრიდული ღონისძიება რეალურ სივრცესა და მეტავერსში

ასევე წაიკითხეთ
Meta-ს მოგებამ ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა
Meta-ს მოგებამ ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა
Meta-ს მოგებამ ექსპერტების მოლოდინს გადააჭარბა
Meta-მ VR დეველოპერებს $1 მილიონამდე გადაუხადა, ახლა კი ფინანსურ პრობლემებს ებრძვის
Meta-მ VR დეველოპერებს $1 მილიონამდე გადაუხადა, ახლა კი ფინანსურ პრობლემებს ებრძვის
Meta-მ VR დეველოპერებს $1 მილიონამდე გადაუხადა, ახლა კი ფინანსურ პრობლემებს ებრძვის
Vrex Immersive — ქართული კომპანიის ტურისტული VR გამოცდილება
Vrex Immersive — ქართული კომპანიის ტურისტული VR გამოცდილება
Vrex Immersive — ქართული კომპანიის ტურისტული VR გამოცდილება
მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა ბევრისთვის ნამდვილად საოცნებოა. განსხვავებული კულტურებისა და ადგილების გაცნობა და საკუთარი თვალით ნახვა საინტერესო მოგონებებს აგროვებს. იყო დრო, როდესაც წარმოუდგენელი გვეჩვენებოდა, ადამიანს დედამიწა 80 დღეში შემოევლო. თუმცა, ახლა ტექნოლოგიის საშუალებით შეგიძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სულ რამდენიმე წამში გაჩნდეთ. ამ გამოცდილებას ვირტუალური რეალობა გვჩუქნის. Vrex Immersive Inc ქართული კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ტურისტულ ორგანიზაციებს თუ ქვეყნებს ვირტუალური რეალობის გამოცდილებებს სთავაზობს ტურისტული ადგილების წარმოსაჩენად.
გამოვიდა 360 გრადუსიანი VR სარბენი ბილიკი
გამოვიდა 360 გრადუსიანი VR სარბენი ბილიკი
გამოვიდა 360 გრადუსიანი VR სარბენი ბილიკი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.