ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

FTX დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს ბრალს ამერიკაში წაუყენებენ

კრიპტოვალუტის ბირჟის, FTX-ის ყოფილი უფროსი, სემ ბანკმენ-ფრიდი ბაჰამის კუნძულებიდან ნიუ-იორკში ჩაიყვანეს, რათა ბრალი წაუყენონ. 30 წლის კაცი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური თაღლითობის ჩადენაშია ბრალდებული.

კომენტარის დატოვება

კრიპტოვალუტის ჩამოშლილი ბირჟის, FTX-ის დამფუძნებელი, სემ ბანკმენ-ფრაიდი ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს.  მას ბრალად ფინანსური დანაშაულები ედება. სასამართლოს თანახმად, FTX-ის ფინანსური ვალდებულება 50 უმსხვილესი კრედიტორის თითქმის $3.1 მილიარდს შეადგენს, რომლის გადახდასაც ვერ ახერხებენ.

ბენკმენ-ფრიდის წინააღმდეგ ყველაზე სერიოზულ ბრალდებებს შორის არის ის, რომ მან კრიპტოვალუტის სავაჭრო ფირმის, Alameda-ის გასაძლიერებლად კლიენტების მილიარდობით დოლარის ოდენობის ფული გამოიყენა.

თავად ბენკმენ-ფრიდი ბრალდებას უარყოფს და სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, 22 დეკემბერს წარდგება.

გარდა ამისა, გასულ კვირას FTX-ის ყოფილ უფროსს ბრალი წაუყენეს ინვესტორების მოტყუების სქემის ორგანიზებაშიც. უსაფრთხოებისა და გაცვლის კომისიამ (SEC) თქვა, რომ კაცმა, რომელსაც ადრე მეტსახელად «კრიპტოს მეფეს» ეძახდნენ, «სასახლე სხვების მოტყუების ხარჯზე ააშენა».

«როგორც ამბობდნენ, ბენკმენ-ფრიდი, ელისონი და ვანგი FTX-ის ინვესტორებისგან მატერიალური ინფორმაციის დამალვის სქემაში აქტიურად მონაწილეობდნენ» — ამბობს სანჯაი ვადჰვა, SEC-ის აღსრულების განყოფილების დირექტორის მოადგილე.

გარი ვანგი და კეროლაინ ელისონი ბენკმენის თანამოაზრეები არიან, რომლებმაც ბრალი უკვე აღიარეს. ვანგი FTX-ის თანადამფუძნებელია, ხოლო ელისონი Alameda Research-ის ყოფილი ხელმძღვანელი. ორივე მათგანს ბრალი თაღლითობაში წაუყენეს, რამაც ხელი შეუწყო FTX-ის დაშლას.

ვანგის ადვოკატის განცხადებით, მისი კლიენტი საკუთარ ქმედებებზე ყველანაირ პასუხისმგებლობას იღებს და მოწმის მოვალეობასაც სერიოზულად ეკიდება.

FTX-ს დაახლოებით 1,2 მილიონი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა. მათგან ბევრს აინტერესებს, FTX-ის ციფრულ საფულეებში ჩარჩენილ ფულს ოდესმე დაიბრუნებენ თუ არა.

სემ ბენკმენ-ფრიდს ოდესღაც განიხილავდნენ, როგორც ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის ახალგაზრდა ვერსიას. მისი ქონება ოქტომბრის ბოლოს 15 მილიარდ დოლარზე მეტი იყო.

FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
თემის მიხედვით
FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა გარიგება არ შედგება
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება
თემის მიხედვით
Binance-მ FTX-ის დახმარებაზე უარი თქვა, გარიგება არ შედგება

ასევე წაიკითხეთ
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
ბიტკოინის ფასი წლის მაქსიმუმზეა
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
კრიშტიანუ რონალდუს Binance-ის რეკლამირების გამო $1 მლრდ-იანი საჩივარი ემუქრება
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
რიჩარდ ტენგი: ვინ არის Binance-ის ახალი ბოსი?
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
კოდის შეუმჩნეველი ხარვეზის გამო მილიონობით კრიპტო საფულეს საფრთხე ემუქრება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.