FTX-ის დამფუძნებელი დააკავეს
კრიპტოვალუტის ჩამოშლილი ბირჟის, FTX-ის დამფუძნებელი, სემ ბანკმენ-ფრაიდი ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს. 30 წლის ფრაიდს ბრალად ფინანსური დანაშაულები ედება.
კრიპტოვალუტის ჩამოშლილი ბირჟის, FTX-ის დამფუძნებელი, სემ ბანკმენ-ფრაიდი ბაჰამის კუნძულებზე დააკავეს. 30 წლის ფრაიდს ბრალად ფინანსური დანაშაულები ედება.
ის კარიბის ზღვის დედაქალაქ ნასაუს სასამართლოში 13 დეკემბერს გამოცხადდება.
FTX ნოემბერში გაკოტრდა, რის გამოც ბევრმა მომხმარებელმა თავისი კუთვნილი თანხის გატანა ვერ შეძლო.
სასამართლოს თანახმად, FTX-ს ფინანსური ვალდებულება 50 უმსხვილესი კრედიტორის თითქმის $3.1 მილიარდს შეადგენს.
გაურკვეველია, გაკოტრების პროცესის დასასრულს თავიანთი თანხის რამდენ პროცენტს დაიბრუნებენ ადამიანები, რომლებმაც ბირჟაზე ინვესტიცია გააკეთეს. თუმცა, ბევრი ექსპერტის წინასწარი ვარაუდით ეს შეიძლება მათი შეტანილი თანხისა და მოგების მცირე ნაწილი იყოს.
ბენკმენ-ფრაიდს ოდესღაც ლეგენდარულ ამერიკელ ინვესტორს, უორენ ბაფეტს ადარებდნენ, რადგან მისი ქონება, 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს, 15 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა.
«ბანკმენ-ფრაიდი პატიმრობაში „ჩვენი ერის ექსტრადიციის აქტის შესაბამისად“ იქნება». — თქვა ბაჰამის კუნძულების გენერალურმა პროკურორმა განცხადებაში.
«ბაჰამის ხელისუფლებამ სამუელ ბანკმენ-ფრაიდი აშშ-ს მთავრობის მოთხოვნით, SDNY-ის (ნიუ-იორკის სამხრეთი ოლქის) მიერ წარდგენილი დალუქული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე დააკავა.» — განაცხადა აშშ-ის პროკურატურამ.
უოლ სტრიტის მარეგულირებლებმა განაცხადეს, რომ ისინი ბანკმენ-ფრაიდის წინააღმდეგ ზომებს მიიღებენ.
«ჩვენ ჩვენს სამართალდამცავებს ვაფასებთ, რადგან ბაჰამის კუნძულებზე სემ ბანკმენ-ფრაიდის დაკავებაზე მუშაობდნენ.» — თქვა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) წარმომადგენელმა, გურბირ გრევალმა ოფიციალურ განცხადებაში.
«ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ ბანკმენ-ფრაიდის წინააღდეგ, თავის მხრივ, ბრალდებები დაამტკიცა. ისინი ხვალ ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში საჯაროდ იქნება წარდგენილი». — დასძინა მან.
ბანკმენ-ფრიდს აშშ-ს კონგრესის წინაშე FTX-ის დაშლის შესახებ ჩვენება უნდა მიეცა.
თუმცა, კონგრესმენის მაქსინ უოტერსის თქმით, ბანკმენ-ფრაიდი ჩვენების მიცემას ვერ შეძლებს. კონგრესმენმა განაცხადა, რომ მისი დაპატიმრებით გაკვირვებულია.
FTX, რომელიც 2019 წელს დაარსდა, მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტო ბირჟა გახდა. ის დღეში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტით ვაჭრობდა.
ლიკვიდობის მნიშვნელოვნად შემცირება თანხის განაღდების ტალღამ განაპირობა — გავრცელდა ინფორმაცია, რომ FTX-ს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, შედეგად ბირჟიდან მხოლოდ 3 დღეში $6 მილიარდი გაიტანეს.
2022 წლის 8 ნოემბერს FTX-მა კონკურენტთან, Binance-თან «სამაშველო» კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, როგორც გაირკვა, საბოლოოდ, შეთანხმება არ შედგა.
2022 წელს კრიპტოვალუტის ფასები დაეცა, ვინაიდან მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე ვარდნამ ინვესტორები აიძულა, უარი ეთქვათ უფრო სარისკო აქტივობებზე. 2020 და 2021 წლებში სწრაფი ზრდის შემდეგ, 2022 წელს ბიტკოინის ფასი დაახლოებით 62%-ით შემცირდა.
«მე დავუშვი შეცდომები. თაღლითობა შეგნებულად არ ჩამიდენია. საერთოდაც არ ვფიქრობ, რომ თაღლითობა ჩავიდინე. არ მინდოდა, ეს მომხდარიყო. რა თქმა უნდა, არ აღმოვჩნდი ისეთი კომპეტენტური, როგორიც მეგონა». — განაცხადა სემ ბანკმენ-ფრაიდმა.