ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

FTC-მა OpenAI-ის წინააღმდეგ მომხმარებელთა შესაძლო ზიანის გამო გამოძიება დაიწყო

ფედერალური სავაჭრო კომისია ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ის იძიებს, რათა გაიგოს, დაარღვია თუ არა კომპანიამ მომხმარებელთა დაცვის კანონები.

კომენტარის დატოვება

The Washington Post-მა, რომელმაც ახალი ამბავი პირველმა გაავრცელა, FTC-ის 20-გვერდიანი სამოქალაქო საგამოძიებო მოხსენება გაავრცელა, სადაც გამოძიების ძირითადი აქცენტებია გამოკვეთილი. ამ საკითხთან დაკავშირებულმა წყარომ CNBC-ს დოკუმენტის ავთენტურობა დაუდასტურა. FTC-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

FTC-ის დოკუმენტში ნათქვამია, რომ გამოძიება ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, იყო თუ არა OpenAI «კონფიდენციალურობის ან მონაცემთა უსაფრთხოების უსამართლო ან მატყუარა პრაქტიკაში ჩართული» ან «არასამართლიან პრაქტიკაში, რომელიც მომხმარებელთა ზიანის მიყენების რისკებთან არის დაკავშირებული, მათ შორის რეპუტაციის შელახვასთან.

ხელოვნური ინტელექტი ვაშინგტონში მწვავე კამათის საგანი გახდა — კანონმდებლები ცდილობენ გაიგონ, საჭიროა თუ არა ახალი კანონები ინტელექტუალური საკუთრების და მომხმარებელთა მონაცემების დასაცავად. FTC-მა და სხვა სააგენტოებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ უკვე აქვთ კანონიერი უფლებამოსილება AI-ით შექმნილ ზიანზე ისაუბრონ და გამოძიება დაიწყონ.

CID OpenAI-ის სთხოვს, მესამე მხარეები ჩამოთვალოს, რომლებსაც კომპანიის მსხვილ ენობრივ მოდელებზე აქვთ წვდომა, ახსნას, თუ როგორ ინარჩუნებენ და იყენებენ მომხმარებელთა ინფორმაციას, როგორ იღებენ ინფორმაციას თავიანთი LLM-ების მომზადებისთვის და სხვა. დოკუმენტი ასევე სვამს კითხვას, თუ როგორ აფასებს OpenAI LLM-ებში რისკს და როგორ აკონტროლებს და უმკლავდება ადამიანების შეცდომაში შემყვან ან დამამცირებელ განცხადებებს.

CID OpenAI-ის ასევე სთხოვს, მიაწოდოს ინფორმაცია კომპანიის მიერ 2020 წლის მარტში დაშვებული შეცდომის შესახებ, რომელიც «ზოგიერთ მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, სხვა აქტიური მომხმარებლის ჩატის ისტორიის სათაურები ენახა».

OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ალტმანმა ვაშინგტონში თბილი დახვედრა მიიღო — ამ დრომდე, კანონმდებლები მის ღიაობას აფასებენ, თუმცა ტექნოლოგიის გარშემო რეგულაციებს ითხოვენ. 

ალტმანმა დატვიტა, რომ «საწყენია, როცა FTC დამატებით, კონფიდენციალურ ინფორმაციას ითხოვს და ნდობის აშენებას ხელს უშლის».

″ჩვენ GPT-4 წლების განმავლობაში ჩატარებულ უსაფრთხოების კვლევებზე ავაშენეთ. მის გამოშვებამდე 6 თვე კიდევ ტრენინგებს ვატარებდით, რათა ტექნოლოგია სრულიად უსაფრთხო ყოფილიყო. ჩვენ მომხმარებლის კონფიდენციალურობას ვიცავთ და ჩვენს სისტემებს იმისთვის ვქმნით, რომ შევისწავლოთ სამყარო და არა კერძო პირები». — დასძინა მან. «ჩვენ ჩვენი ტექნოლოგიის შეზღუდვებთან დაკავშირებით გამჭვირვალე ვართ».

მწერალი და კომიკოსი OpenAI-სა და Meta-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის
მწერალი და კომიკოსი OpenAI-სა და Meta-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის
თემის მიხედვით
მწერალი და კომიკოსი OpenAI-სა და Meta-ს საავტორო უფლებების დარღვევისთვის უჩივის
OpenAI-ის იმ მონაცემების მოპარვისთვის უჩივიან რაც კი ოდესმე ინტერნეტში დაწერილა
OpenAI-ის იმ მონაცემების მოპარვისთვის უჩივიან, რაც კი ოდესმე ინტერნეტში დაწერილა
თემის მიხედვით
OpenAI-ის იმ მონაცემების მოპარვისთვის უჩივიან, რაც კი ოდესმე ინტერნეტში დაწერილა
ვინ არის OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი?
ვინ არის OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი?
თემის მიხედვით
ვინ არის OpenAI-ის დამფუძნებელი სემ ალტმანი?
ChatGPT -  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
თემის მიხედვით
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი

ასევე წაიკითხეთ
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ახალი AI მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია  მომხმარებლის განახლებულ ინტერფეისთან ერთად გამოუშვა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.