ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

OpenAI-ის იმ მონაცემების მოპარვისთვის უჩივიან, რაც კი ოდესმე ინტერნეტში დაწერილა

ChatGPT-ის შემქმნელის, OpenAI-ის წინააღმდეგ კლასობრივი სარჩელია აღძრული, რომელიც ამტკიცებს, რომ კომპანიის AI ტრენინგის მეთოდები კონფიდენციალურობისა და საავტორო უფლებებს პრაქტიკულად ყველასთვის არღვევს, ვისაც ოდესმე ინტერნეტში რამე გაუზიარებია.

კომენტარის დატოვება

OpenAI-მ ინტერნეტში სხვადასხვა წყაროდან უამრავი მონაცემი შეაგროვა, რათა თავისი მოწინავე AI ენის მოდელები მოემზადებინა. მონაცემთა ეს ნაკრები მასალების ფართო სპექტრისგან შედგება, როგორიცაა Wikipedia-ის სტატიები, პოპულარული წიგნები და სოციალური მედიის პოსტები. რაც მთავარია, OpenAI-მ ყველა ეს მონაცემი კონტენტის შემქმნელებისგან ნებართვის მოთხოვნის გარეშე შეიძინა.

კლასობრივი სარჩელი, რომელიც კალიფორნიაშია შეტანილი, ამტკიცებს, რომ OpenAI-მ რამდენიმე პროტოკოლი დაარღვია — კონტენტის შემქმნელებისგან ინფორმაციის თანხმობის მიღების გარეშე მითვისება მონაცემთა აშკარა ქურდობაა.

სარჩელში ნათქვამია, რომ «პირადი ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენებისთვის დადგენილი პროცედურების გატარების ნაცვლად, მოპასუხეებმა ქურდობა ამჯობინეს. მათ ინტერნეტიდან სისტემატურად 300 მილიარდი სიტყვა ამოიღეს, მათ შორის „წიგნები, სტატიები, ვებსაიტები და პოსტები“, რომლებიც ასევე თანხმობის გარეშე მოპოვებულ პირად ინფორმაციას მოიცავდა».

თუ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ინტერნეტში აქტიური იყავით, თქვენი ციფრული წვლილი OpenAI-ის მონაცემთა ნაკრებში, სავარაუდოდ, ჩართულია. შესაბამისად, OpenAI-ის ენობრივი მოდელების მიერ გენერირებული ნებისმიერი პასუხი შეიძლება თქვენი მონაცემების ფრაგმენტებს შეიცავდეს.

იურიდიული ფირმის მმართველმა პარტნიორმა, რაიან კლარკსონმა, რომელიც OpenAI-ს უჩივის, The Washington Post-ს განუმარტა, რომ მოპარული ინფორმაციისა და მონაცემების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ, დიდი ალბათობით, თავდაპირველად მათი დიდი ენობრივი მოდელების გაწვრთვნისთვის გამოყენება არ განიხილებოდა.

თუმცა, სასამართლოში საქმის შედეგი გაურკვეველი რჩება. ინტერნეტის ინფრასტრუქტურა რთული და თავისუფალია — ღია ქსელის ცნება ხშირად ბოლომდე ზუსტი არ არის. ონლაინ პლატფორმებს მომხმარებლებთან საკუთარი პირობები და შეთანხმებები აქვთ. მაშინაც კი, თუ მომხმარებლები ამ პლატფორმებზე კონტენტს ქმნიან, საკუთრება, როგორც წესი, თავად პლატფორმას ეკუთვნის და არა მომხმარებლებს.

ინტელექტუალური საკუთრების ადვოკატმა, კეტრინ გარდნერმა აღნიშნა, რომ როდესაც მომხმარებლები კონტენტს სოციალურ მედიაში ან ნებისმიერ სხვა საიტზე ტვირთავენ, ისინი ჩვეულებრივ ანიჭებენ პლატფორმას ფართო ლიცენზიას მათი შინაარსის სხვადასხვა გზით გამოყენებისთვის. შედეგად, რიგითი მომხმარებლებისთვის მათი მონაცემების სასწავლო მოდელებში გამოყენებისთვის გადახდის ან კომპენსაციის მოთხოვნა რთული იქნება.

WP: ChatGPT-იმ ბევრს სამსახური დააკარგვინა — ზოგიერთი ახლა ძაღლებს ასეირნებს
WP: ChatGPT-იმ ბევრს სამსახური დააკარგვინა — ზოგიერთი ახლა ძაღლებს ასეირნებს
თემის მიხედვით
WP: ChatGPT-იმ ბევრს სამსახური დააკარგვინა — ზოგიერთი ახლა ძაღლებს ასეირნებს
ChatGPT -  ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი
თემის მიხედვით
ChatGPT — ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი საუკეთესო ჩატბოტი

ასევე წაიკითხეთ
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI რამდენიმე ხელმძღვანელმა დატოვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია გამოუშვა
OpenAI-მ ახალი AI მოდელი და ChatGPT-ის დესკტოპ ვერსია  მომხმარებლის განახლებულ ინტერფეისთან ერთად გამოუშვა.
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
Apple iOS 18-ში ChatGPT-ის ფუნქციებს დაამატებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.