ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ

The Founder Institute ამერიკული ბიზნეს ინკუბატორი და სტარტაპის გაშვების პროგრამაა, რომელიც კალიფორნიაში 2009 წელს დაარსდა. ორგანიზაცია დამწყებ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს საქმის სწორად წარმართვაში ეხმარება, მათ საჭირო რჩვებს აძლევს და გამოცდილებას უზიარებს. როგორც თავად ამბობენ, იდეებს სტარტაპებად აქცევენ, ხოლო სტარტაპებს — გლობალურ ბიზნესად. The Founder Institute 2022 წლიდან საქართველოშიც ფუნქციონირებს. 

კომენტარის დატოვება

ამჯერად ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი და საჭირო რჩევებისთვის ჯეისონ კალაკანისი და მისი წიგნი «Angel» გამოიყენა. კალაკანისი მსოფლიოში საუკეთესო ინვესტორთა ხუთეულში შედის. მან 150-ზე მეტი წარმატებული კომპანია დააფინანსა. საბედნიეროდ, თავის შეხედულებებს მხოლოდ თავისთვის არ ინახახვს და ხელმძღვანელობს ყველას, ვისაც სტარტაპებში ინვესტირება სურს.

ინვესტორების გარდა, კალაკანისის რჩევებით სტარტაპის დამფუძნებლებსაც შეუძლიათ იხელმძღვანელონ და სახსრების მოსაზიდად მოემზადნონ. როგორც ექსპერტი, ჯეისონი მათ საუკეთესო დამფუძნებლების გამოვლენის ტაქტიკას ასწავლის, რაც კითხვების დასმასა და თვისებების ამოცნობასა მოიცავს.

ამ საიდუმლოებების დროულად ათვისებით, ინვესტორებთან შეხვედრისას თავს უხერხულად ან უვიცად არასდროს იგრძნობთ.

რა ინფორმაციის მიღება სურთ ინვესტორებს

საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე ჯეისონს, ისევე როგორც ბევრ ტოპ ინვესტორს, სურს განსაზღვროს:

  • რატომ აირჩია დამფუძნებელმა ეს ბიზნესი?
  • რამდენად ერთგულია დამფუძნებელი?
  • რამდენად დიდია ალბათობა დამფუძნებლის სტარტაპმა წარმატებას მიაღწიოს?
  • მოუტანს თუ არა სტარტაპის წარმატება თავად ინვესტორს მნიშნველოვან მოგებას?

ზემოთ მოყვანილი ოთხი პუნქტის კარგად გასაგებად და გასააზრებლად, ინვესტორები დამფუძნებლის გაცნობას ცდილობენ და ამისთვის ისინი ხშირად ოთხი ტიპის კითხვებს სვამენ:

1. შეხვედრა და შესავალი კითხვები

  • რაზე მუშაობ?
  • რატომ აკეთებ ამას?

ჯეისონის თქმით, ზემოთ მოცემულ კითხვაზე ორი ყველაზე ცუდი პასუხია: «ფულის გამო» და «იმიტომ, რომ Successful-Company-Name ამას არ აკეთებს».

თუ თქვენ სტარტაპს მხოლოდ ფულისთვის აშენებთ, საბოლოოდ მას მიატოვებთ, როდესაც მიხვდებით, რომ ფულის გამომუშავების მრავალი უკეთესი გზა არსებობს. ალტერნატიულად, თუ რაიმეს აშენებთ იმის გამო, რომ სხვა კომპანია ამას არ აკეთებს — გულუბრყვილო ხართ. მცირედით დაწყება ნორმალურია.

  • რატომ ახლა?

ბევრი ინვესტორისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ძალიან ბევრი სტარტაპი ერთსა და იმავე იდეაზე მუშაობს და მას ამუშავებს.

თქვენ დამაჯერებელი მიზეზი უნდა იპოვოთ, რის გამოც ეს იდეა წარმატებული იქნება ამ კონკრეტულ მომენტში. Uber-ისთვის ეს სმარტფონების ფართო გავრცელება და GPS ფუნქცია აღმოჩნდა. YouTube-ისთვის სხვადასხვა ფაქტორები არსებობდა, რომლებიც ერთმანეთს სწორ დროს შეერწყა: გამტარუნარიანობის ხარჯები მკვეთრად დაეცა, ღრუბლოვანი გამოთვლის გამო შენახვის ხარჯებმა დაიკლო და ბლოგინგმა მოიმატა. აქედან გამომდინარე, YouTube-მა ვიდეოების უფასოდ ჩასართავად ჭკვიანური გზა მოიფიქრა.

  • რა არის თქვენი «არასამართლიანი» უპირატესობა?

ბიზნესმენებს, რომლებიც ახლა ყველაზე წარმატებულნი არიან, «არასამართლიანი» უპირატესობები ჰქონდათ, რომლებიც ჭკვიანურად გამოიყენეს. მაგალითად, Google-ის დამფუძნებლებს ნიჭიერ ინჟინერებთან ახლო კავშირები ჰქონდათ. ბილ გეითსის დედა United Way-ის საბჭოში IBM-ის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად მუშაობდა, ხოლო მარკ ცუკერბერგმა, რომელმაც Facebook სტუდენტობისას შექმნა, კამპუსი სოციალური ქსელის გასაპიარებლად გამოიყენა.

შეჯამება: «რა საიდუმლოებები იცით, რომელიც დაგეხმარებათ, როგორც მოქმედი ლიდერების, ასევე თქვენი მიმდევრების დასამარცხებლად?» — ეს საკვანძო კითხვაა, რომელზე სწორი პასუხიც კონკურენციაზე წინ გაყენებთ.

2. ტაქტიკური კითხვები

  • მომიყევი კონკურენტების შესახებ
  • როგორ გამოიმუშავებთ ფულს?
  • რამდენს უხდით კლიენტებს?
  • რამდენს ხარჯავს თქვენი მომხმარებელი?
  • მითხარი სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ეს ბიზნესი წარუმატებელი იყოს.

აი, როგორ უპასუხებს Airbnb ამ კითხვებს:

მომიყევი კონკურენტების შესახებ — Hotels და HomeAway ორი ყველაზე დიდი კონკურენტია. Hotels და HomeAway ბევრად ძვირია — როგორც წესი, ორჯერ ან სამჯერ უფრო ძვირი ვიდრე Airbnb.

როგორ გამოიმუშავებთ ფულს? — ტრანზაქციის საკომისიოს ვიღებთ.

რამდენს ხარჯავს თქვენი მომხმარებელი? — ჩვენთან ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა 1.7 ღამეა, საერთო გადასახადი 225$, საიდანაც ჩვენ $40 ვიტოვებთ.

მითხარი სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ეს ბიზნესი წარუმატებელი იყოს. — რეგულაციები ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა, ინვენტარის მოძიება ჩვენი მეორე გამოწვევაა, ხოლო თანმიმდევრული, მაღალი ხარისხის გამოცდილების ქონა მესამე გამოწვევა.

ამჩნევთ, რამდენად ლაკონურია ზემოთ მოცემული პასუხები? თქვენ უნდა მიხვიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც ინვესტორებთან პირდაპირ, ობიექტურად და გახსნილად ისაუბრებთ. ჩვენ გირჩევთ, ამ კითხვებზე თანატოლებთან და მრჩეველბთან ერთად ივარჯიშოთ.

3. პირადი კითხვები

ბევრმა ინვესტორმა შეიძლება პირადი კითხვები დაგისვათ, რათა გაიგოს, ვინ ხართ. ჯეისონი ისეთ კითხვებს სვამს, როგორიცაა: «ვინ არიან შენი მშობლები, რას საქმიანობენ?» ან «მომიყევი დედაზე და მამაზე?» მას ასეთი კითხვების დასმა მოსწონს, რადგან აღზრდის პროცესი ბევრი რამის გარკვევაში ეხმარება.

ინვესტორები ცდილობენ, გააცნობიერონ, მზად ხართ, თუ არა, თვეების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე დარჩეთ. მათ ასევე სურთ იცოდნენ, დადებ თუ არა სახელფასო თანხას ბიზნესის გადასარჩენად.

4. ინვესტიციის გამოყენების კითხვები (Use of Funds Questions)

ინვესტორებმი გკითხავენ, როგორ აპირებთ იმ ფულის გამოყენებას, რომელსაც ისინი თქვენს ბიზნესში დებენ. ნუ უპასუხებთ ამ კითხვას ასე: ''ჩვენ 75%-ს ხელფასებზე/პროდუქტის განვითარებაზე დავხარჯავთ». ინვესტორები ბევრად უფრო ფიქრობენ შედეგებზე, ვიდრე იმაზე, თუ როგორ ხარჯავთ მათ ფულს.

მოკლედ, ეფექტური კომუნიკაციის შენარჩუნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ჯეისონ კალაკანისი თვლის, რომ თუ დამფუძნებელი თავის ინვესტორებს არ დაუკავშირდა, ეს თითქმის უნივერსალური ნიშანია იმისა, რომ ისინი ბიზნესს ტოვებენ. ამიტომ, გირჩევთ, რომ მუდმივ კომუნიკაციაში იყოთ.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
რა უნდა ვიცოდეთ Pitching-ის შესახებ — რჩევები
რა უნდა ვიცოდეთ Pitching-ის შესახებ — რჩევები
თემის მიხედვით
რა უნდა ვიცოდეთ Pitching-ის შესახებ — რჩევები
რა უნდა იცოდე თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
თემის მიხედვით
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს

ასევე წაიკითხეთ
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.