ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Flexup — ქართული პლატფორმა დღიური სამუშაოებისთვის

Flexup — ინოვაციური აპლიკაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენივე პირობებით მარტივად გამოიმუშაოთ დამატებითი თანხა. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მობილური აპლიკაციის საშუალებით თავისთვის სასურველი დავალება შეარჩიოს და წარადგინოს კანდიდატურა დღიური საქმიანობისთვის. სტარტაპმა 2022 წელს GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. 

კომენტარის დატოვება

Flexup-ის აღმასრულებელი დირექტორის, თორნიკე აბალაკის თქმით, სტარტაპის შექმნის იდეა დაახლოებით 1 წლის წინ გაჩნდა, როდესაც ის სხვა თანადამფუძნებლებთან ერთად უცხოეთში ცხოვრობდა და მსგავსი აპლიკაციებით სარგებლობდა.

თორნიკე აბალაკი
«სხვადასხვა აპლიკაციასთან გვქონდა შეხება. საქართველოში რომ ჩამოვედით, ვნახეთ, რომ აქ არ არსებობდა პროდუქტი, რომელიც შემოგვთავაზებდა, დღიურად გამოგვემუშავებინა თანხა. გადავწყვიტეთ კვლევების ჩატარება და 2022 წლის ბოლოს კომპანიაც დავაარსეთ».

აპლიკაციის მუშაობის პრინციპი მარტივია — მომხმარებელი გადმოწერს მას ტელეფონში, გაივლის მარტივ რეგისტრაციას და წარადგენს კანდიდატურას. თუმცა, კანდიდატურის წარდგენა მხოლოდ იმ მომხმარებლებს შეეძლებათ, რომლებიც იურიდიულ პირად ან მცირე მეწარმედ არიან დარეგისტრირებულები. შესაბამისად, თავის წარდგენაც მხოლოდ შესაბამისი საბუთის ქონის შემდეგაა შესაძლებელი.

პროექტის მთავარ სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები წარმოადგენენ. ცხადია, Flexup-ის გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა, თორნიკე აბალაკის თქმით, მომხმარებელთა დიდი ნაწილი სწორედ სტუდენტები იქნებიან.

თორნიკე აბალაკი
«სტუდენტები არიან ადამიანები, რომლებსაც გაწერილი გრაფიკი არ აქვთ. აქვთ ლექციები და თავისუფალი დრო შეიძლება შუა კვირაში, კვირის ბოლოს, სამი დღით ჰქონდეთ. მათთვის რთულია, ჩვეულებრივ სამსახურში იმუშაონ და თანხა 40-საათიანი გრაფიკით გამოიმუშაონ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პლატფორმა მათ მისცემს საშუალებას, კვირაში 3 დღე ან სულაც თვეში 1 დღე რაიმე ტიპის დავალება გააკეთონ და აქედან მიიღონ დამატებითი შემოსავალი».

თავდაპირველად ფოკუსირება მოხდება იმ ბიზნესებზე, რომლებიც მომსახურების სექტორში საქმიანობენ, ესენია რესტორნები, სასტუმროები და სხვა.

თორნიკე აბალაკი
«ჩვენი პლატფორმით თქვენ გექნებათ საშუალება, აირჩიოთ, როდის და სად გაწევთ მომსახურებას. სამუშაოს ძირითადი ტიპები იქნება შედარებით მარტივად შესასრულებელი დაკვეთები, როგორიცაა: დამხმარე მიმტანი, ბარმენის დამხმარე, ბელ ბოი, დამხმარე შეფის ასისტენტი».

თორნიკე აბალაკის თქმით, აპლიკაცია საშუალებას მისცემს არამარტო ქართველ, არამედ უცხოელ მომხმარებლებსაც, მიიღონ დღიური სამუშაოები:

თორნიკე აბალაკი

«ჩვენი მიზანია, ეს აპლიკაცია შევქმნათ ისეთი პირობებით, რომ ქართველების გარდა უცხოელმა სტუდენტებმაც შეძლონ საქმიანობის გაწევა, უკრაინელებმა, საქართველოს სხვადასხვა მცხოვრებლებმა, ვინც იცის უცხოური ენები და არამარტო ქართული.

საქართველოში ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც ქართული არ იცის. ჩვენთან იქნება ისეთი ვაკანსიებიც, რომელსაც ქართული ენა არ სჭირდება და ეს ადამიანები შეძლებენ, ჩვეულებრივ დარეგისტრირდნენ და შესთავაზონ თავი ბიზნესებს».

Flexup-ის მთავარი მიზანი ქართულ ბაზარზე ინოვაციის შემოტანა და დამატებითი შემოსავლის გაჩენაა, 

თორნიკე აბალაკი
«ამ ეტაპზე არ არსებობს საშუალება საქართველოში, ადამიანმა ერთი დღით, ორი დღით იმუშაოს. ჩვენი ყველა განცხადება იქნება დღიური, აქ არ იქნება ჩვეულებრივი სამსახურები, რომლებსაც ხანგრძლივი დრო სჭირდება. მომხმარებელი ყოველდღიურ შემოსავალს მიიღებს. ჩვენი მიზანია, ეს ინოვაცია დავნერგოთ ქართულ ბაზარზე და შემდეგ, თავისთავად გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდეთ და ევროპისკენ გავფართოვდეთ».

Flexup-ს აპლიკაციასთან ერთად ვების ფორმაც ექნება, რომლებიც ბიზნესის მხარისთვის იქნება ხელმისაწვდომი დავალებების წარსადგენად. დაახლოებით ორ კვირაში ჩაეშვება Flexup-ის ვები წინასწარი რეგისტრაციისთვის.

რაც შეეხება თავად აპლიკაციას, ის მომხმარებლებისთვის Appstore-სა და Play store-ზე თბილისის ვაკანსიებით ივნისის შუა რიცხვებიდან, ხოლო ბათუმში არსებული ვაკანსიებით ივნისის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
Tasteit — ქართული სტარტაპი რომელიც ადამიანებს საკვებით აკავშირებს
Tasteit — ქართული სტარტაპი, რომელიც ადამიანებს საკვებით აკავშირებს
თემის მიხედვით
Tasteit — ქართული სტარტაპი, რომელიც ადამიანებს საკვებით აკავშირებს
როგორ მუშაობს DG Systems — ქართული აგრიტექ სტარტაპი
როგორ მუშაობს DG Systems — ქართული აგრიტექ სტარტაპი
თემის მიხედვით
როგორ მუშაობს DG Systems — ქართული აგრიტექ სტარტაპი

ასევე წაიკითხეთ
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
Startup World Cup-ის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
დავით ჯაფარიძე და Azry საქართველოს სატრანსპორტო და საბანკო გადახდებს მიღმა
Azry საქართველოს ICT ბაზარზე ვეტერანი კომპანიაა — ის 2004 წელს დაფუძნდა და ამ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო პროექტი განახორციელა — Azry საბანაკო და სატრანსპორტო სფეროში ტექნოლოგიური ცვლილებების მთავარი შემოქმედი იყო. კომპანიას სათავეში დავით ჯაფარიძე უდგას. მან dev.ge-სთან ინტერვიუში განვლილ გზაზე, აწმყოსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრა.  
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
Founder Institute: 4 ტიპის კითხვა, რომელსაც ინვესტორები ყველაზე ხშირად სვამენ
ARtttify – ქართული სტარტაპი, რომელიც მარკეტინგში საკუთარ წესებს ამკვიდრებს
ARtttify – ქართული სტარტაპი, რომელიც მარკეტინგში საკუთარ წესებს ამკვიდრებს
ARtttify – ქართული სტარტაპი, რომელიც მარკეტინგში საკუთარ წესებს ამკვიდრებს
დღეს კიდევ ერთი ქართული სტარტაპის ARtttify-ის შესახებ მოგიყვებით, რომლის დახმარებითაც საშუალება გაქვთ, მხოლოდ ერთი ადგილიდან, AI-ის დახმარებით შექმნათ კამპანიის კონცეფცია და AR (აუგმენტური რეალობა) მასალები, ხოლო ბრენდის წარმოჩენა თამაშის მოდელით განახორციელოთ. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებზე 800-ჯერ უფრო სწრაფი, 10-ჯერ ხელმისაწვდომი და მომხმარებელთა 10-ჯერ უკეთესი ჩართულობის მომტანია.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.