Facebook ევროპაში Facebook News-ის ჩანართს აუქმებს
დეკემბრიდან Facebook-ის მომხმარებლები დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში სპეციალურად ახალი ამბების სტატიებისთვის გამოყოფილ სექციას ვეღარ იხილავენ.
დეკემბრიდან Facebook-ის მომხმარებლები დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში სპეციალურად ახალი ამბების სტატიებისთვის გამოყოფილ სექციას ვეღარ იხილავენ.
Meta-მ 5 აგვისტოს თქვა, რომ დეკემბრის დასაწყისში Facebook-ის ახალი ამბების ჩანართის «გაუქმებას» აპირებს. კომპანიის განცხადებით, ეს მიმდინარე მცდელობის ნაწილია, რათა ინვესტიციები უკეთ გაერთიანდეს იმ პროდუქტებთან და სერვისებთან, რომლებსაც ადამიანები ყველაზე მეტად აფასებენ.
Facebook News არის Tab, რომელიც მხოლოდ ახალი ამბების ლინკებისთვის არის განკუთვნილი და ფეისბუქის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.
კომპანიამ დაამატა, რომ მოკლე ხანგრძლივობის ვიდეობზე, TikTok-ის მსგავს Reels-ებზე მეტი დროისა და ფულის დახარჯვას აპირებს.
Meta-მ განაცხადა, რომ Facebook News-ის ვალდებულებებს, რომლებიც მან ამ ქვეყნებში გამომცემლების წინაშე აიღო, შეასრულებს, მაგრამ აღნიშნა, რომ ახალ გარიგებებს არ დადებს და ახალი ამბების გამომცემლებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას არ აპირებს.
Facebook News-ის დებიუტი 2019 წელს შედგა. იმ დროს კომპანიამ თქვა, რომ პროდუქტი «იმისთვის შეიქმნა, რათა ხალხი უფრო ახლოს მიეყვანა ისტორიებთან, რომლებიც მათ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს».
გადაწყვეტილება Facebook News-ის გაუქმების შესახებ ახალი ამბების ბიზნესიდან გასვლის ნაწილია. კომპანიამ ცოტა ხნის წინ კანადაში Facebook-სა და Instagram-ზე სიახლეებზე წვდომა შეაჩერა მას შემდეგ, რაც მთავრობამ Online News Act მიიღო, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებს ქვეყნის მედია საშუალებებისთვის კონტენტის საფასურის გადახდას სთხოვს.
Meta კანადის მიერ მიღებულ კანონს არ ეთანხმებოდა. კომპანიამ თქვა, რომ კანონმდებლობა არასწორად ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ახალი ამბების გამოშვებები მათი პლატფორმების გამოყენებისას იღებენ.
ახალი ამბების ზოგიერთმა ექსპერტმა Meta-ს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მათ თქვეს, რომ კანადაში დაწესებულმა შეზღუდვებ,ა შეიძლება დეზინფორმაციის ზრდა გამოიწვიოს და ადგილობრივ საინფორმაციო ორგანიზაციებზე უარყოფითად იმოქმედოს.