ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა არის და როგორ იმუშავებს ევროკავშირის AI ოფისი

ევროკომისიის ბლოგში ვკითხულობთ, რომ შეიქმნება ევროპული AI ოფისი, ევროკავშირის მასშტაბით, ხელოვნური ინტელექტის ექსპერტიზის პირველი ცეტრი იქნება. ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს AI აქტის განხორციელებაში, ხელს შეუწყობს სანდო ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და გამოყენებას და საერთაშორისო თანამშრომლობას.

კომენტარის დატოვება

ევროპული AI ოფისი სანდო ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და გამოყენებას დაუჭერს მხარს და რისკებს შეამცირებს.

AI ოფისი ევროკომისიის ფარგლებში შეიქმნა, როგორც ხელოვნური ინტელექტის ექსპერტიზის ცენტრი და ის ერთიანი ევროპული AI მართვის სისტემისთვის საფუძველს წარმოადგენს.

ცხადია, ევროკავშირის მიზანი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებისა და სანდოობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, AI აქტი მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზაა, რომელიც 27 წევრ ქვეყანაში ადამიანების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და ფუნდამენტურ უფლებებს უზრუნველყოფს.

გარდა უსაფრთხოებისა, AI ოფისი ასევე სანდო ხელოვნური ინტელექტის ინოვაციურ ეკოსისტემას უწყობს ხელს, რათა მისგან სოციალური და ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ. ის სტრატეგიულ, თანმიმდევრულ და ეფექტურ ევროპულ მიდგომას უზრუნველყოფს, რაც გლობალური საცნობარო წერტილი გახდება.

კარგად ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებისთვის, AI ოფისი წევრ ქვეყნებთან და ექსპერტთა ფართო საზოგადოებასთან სპეციალური ფორუმებისა და ექსპერტთა ჯგუფების მეშვეობით თანამშრომლობს. ის სამეცნიერო საზოგადოების, ინდუსტრიის, ანალიტიკური ცენტრების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ღია წყაროს ეკოსისტემის ცოდნას აერთიანებს, რაც მათი შეხედულებებისა და ექსპერტიზის გათვალისწინებას უზრუნველყოფს. 

AI ოფისის მუშაობისთვის  მრავალფეროვან ინსტიტუტებთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა აუცილებელია.

ინსტიტუციურ დონეზე, AI ოფისი ევროპის ხელოვნური ინტელექტის საბჭოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს. ამასთან, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარი სამეცნიერო პანელი სამეცნიერო საზოგადოებასთან ძლიერ კავშირს უზრუნველყოფს. როგორც ბლოგში ვკითხულობთ, ხელოვნური ინტელექტის ოფისს ასევე ცალკეულ ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის ოფისი პოლიტიკის, ტექნიკური და იურიდიული სამუშაოებისა და ადმინისტრაციული დახმარებისთვის მალე სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანების დაქირავებას დაიწყებს.

გარე ექსპერტებსა და დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სპეციალურ ფორუმებს შეუერთდნენ და AI ოფისის მუშაობას მხარი დაუჭირონ.

DMA — EU-ის ახალი აქტი მსხვილი ტექ. კომპანიების დომინაციის შეჩერების მიზნით 
DMA — EU-ის ახალი აქტი მსხვილი ტექ. კომპანიების დომინაციის შეჩერების მიზნით 
თემის მიხედვით
DMA — EU-ის ახალი აქტი მსხვილი ტექ. კომპანიების დომინაციის შეჩერების მიზნით 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
თემის მიხედვით
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.