ევროპარლამენტარებმა მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი AI კანონი დაამტკიცეს
ევროპარლამენტმა ხელოვნური ინტელექტის (AI) რისკების შემცირების მიზნით მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი AI კანონი დაამტკიცა.
ევროპარლამენტმა ხელოვნური ინტელექტის (AI) რისკების შემცირების მიზნით მსოფლიოში პირველი ყოვლისმომცველი AI კანონი დაამტკიცა.
AI სექტორმა საოცარი ზრდა განიცადა. თუმცა, უზარმაზარ მოგებასთან ერთად, მიკერძოებულობის, კონფიდენციალურობის დარღევის და თუნდაც კაცობრიობის მომავლის შესახებ შიშები აღძრა.
კანონის შემქმნელებმა განაცხადეს, რომ AI კანონმდებლობა ტექნოლოგიას უფრო «ადამიანზე ორიენტირებულს» გახდის.
«ხელოვნური ინტელექტის აქტი პროცესის დასასრული არ არის, პირიქით, ახალი მმართველობის დასაწყისია, რომელიც ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული». — დასძინა ევროპარლამენტარმა, დრაგოს ტუდორაჩემ.
ჩინეთმა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული კანონები უკვე შემოიღო.
ხოლო აშშ-ში — 2023 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსც, რომელიც AI-ის დეველოპერებს მთავრობისთვის მონაცემების გაზიარებას ავალდებულებს.
მაგრამ ევროკავშირი უფრო შორს წავიდა.
«AI აქტის მიღება ხელოვნური ინტელექტის ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს და მისი მნიშვნელობა არ შეიძლება, რომ გადაჭარბებული იყოს». — თქვა Forrester-ის მთავარმა ანალიტიკოსმა, ენზა იანოპოლომ. «ხელოვნური ინტელექტის რისკების შესამცირებლად ევროკავშირის AI აქტი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი იარაღია». — დასძინა მან.
კანონის მთავარი იდეა ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაა, რათა რისკები შემცირდეს და საზოგადოებას მინიმალური ზიანი მიადგეს. რაც უფრო მაღალია რისკი, მით უფრო მკაცრია წესები.
კანონმდებლობით, ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები, რომლებიც «ფუნდამენტური უფლებებს აშკარა რისკს» უქმნიან, აიკრძალება. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი, რომელიც ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას ახერხებს.
ხელოვნური ინტელექტის სისტემები, რომლებიც «მაღალი რისკის მქონედაა» მიჩნებული. მაგალითად ისეთები, რომლებიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, ჯანდაცვაში, სამართალდამცავ ორგანოებში, საზღვრის მართვასა თუ არჩევნებში გამოიყენება, მკაცრ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს.
აქტს ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გავლა მოუწევს, სანამ ის ოფიციალურად კანონი გახდება.
იურისტ-ლინგვისტები, რომელთა საქმე კანონების შემოწმება და თარგმნაა, აქტის ტექსტს შეისწავლიან, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ ის უნდა დაამტკიცოს. თუმცა, ეს, სავარაუდოდ, ფორმალობაა.