EU-მ Yandex-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟს სანქციები მოუხსნა
Yandex-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟს EU-მ სანქციები მოუხსნა.
Yandex-ის თანადამფუძნებელს, არკადი ვოლოჟს EU-მ სანქციები მოუხსნა.
ვოლოჟი სანქცირებულთა სიაში ევროკავშირმა 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიყვანა და მიუთითა, რომ «Yandex პასუხისმგებელია საძიებო სისტემაში რუსული სამთავრობო მედიებისა და ნარატივების წინ წამოწევაში, ხოლო კრემლის მიმართ კრიტიკული მედიების ლინკების დამალვაში».
არკადი ვოლოჟმა ყველა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ის EU-ს მიმართავდა სანქციების მოხსნს მოთხოვნით და აცხადებდა, რომ არასდროს ყოფილა ახლოს ვლადიმირ პუტინთან. ამასთან, 2014 წლიდან ისრაელში ცხოვრობს.
ვოლოჟი ერთ-ერთია რუსეთთან დაკავშირებულ იმ მცირერიცხოვან ბიზნესმენებს შორის, ვინც საჯაროდ აიმაღლა ხმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ.
2024 წლის 26 თებერვალს მშობელმა კომპანიამ Yandex ინვესტორების კონსორციუმს $5 მილიარდად მიჰყიდა და ქვეყნიდან მთლიანად გავიდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას ახლა მთლიანად რუსეთის სახელმწიფო ფლობს.
Yandex მსხვილი რუსული კომპანიაა, მისი მთავარი პროდუქტი კი — საძიებო სისტემა.
Yandex არაერთხელ დაადანაშაულეს უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ ინფორმაციების დამალვაში.
ადანაშაულებდნენ რუსეთის საზოგადოებისგან უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციის დამალვაში. ასევე, მომხმარებლების ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებაში.
ოფიციალური მოსკოვი მიესალმა გარიგებას, რომელზე მუშაობაც, კომპანიის თქმით, «18 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა».