ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
19 დეკემბერი 2023, 12:14
2023-12-19
ევროკავშირმა უკანანო კონტენტის გამოყენების ბრალდებით X-ზე გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა სოციალური მედიის პლატფორმა X (Twitter)-ის მიმართ, დეზინფორმაციასთან და მანიპულირებასთან ბრძოლის სავარაუდო წარუმატებლობის საქმეზე საგამოძიებო პროცედურები დაიწყო.
ეს ციფრული სერვისების აქტის (DSA) მიხედვით პირველი გამოძიებაა, როდესაც კონკრეტული სოციალური მედიის ფლატფორმა უკანონო კონტენტის გამოყენებასა და დეზინფორმაციის სავარაუდო გავრცელებაში დაადანაშაულეს.
მარეგულირებელმა, ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი X-ის გამჭვირვალობის ვალდებულებებისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის საპასუხოა. მისი თქმით, პლატფორმა ამ ორ ძირითად ვალდებულებას წარმატებით ვერ ასრულებს.
კომენტარის მოთხოვნის საპასუხოდ, X-მა, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ელ.ფოსტით განაცხადა: «ახლა დაკავებულია, გთხოვთ, მოგვიანებით შეამოწმოთ».
ევროკომისიამ განაცხადა, რომ მან საქმის წარმოება DSA-ის ფარგლებში აქამდე ჩატარებული წინასწარი გამოძიების საფუძველზე დაიწყო, მათ შორის. X-ის მიერ სექტემბერში წარმოდგენილი რისკის შეფასების ანგარიშის ანალიზის საფუძველზე. X-ის გამჭვირვალობის ანგარიში და X-ის პასუხები ინფორმაციის ოფიციალურ მოთხოვნაზე, რომელიც ჰამასის ტერორისტული თავდასხმების კონტექსტში უკანონო შინაარსის გავრცელებას ეხებოდა, 3 ნოემბერს გამოქვეყნდა.
DSA, რომელიც 2022 წლის ნოემბერში შევიდა ძალაში, მსხვილ ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა X, დეზინფორმაციის გავრცელების რისკის შემსუბუქებასა და სიძულვილის ენის აღმოსაფხვრელად კაცრი პროცედურების დაწესებას სთხოვს, თუმცა ისე, რომ სიტყვის თავისუფლება არ შეიზღუდოს. დარღვევებში დამნაშავედ ცნობილ კომპანიებს ჯარიმები ემუქრებათ, უფრო კონკრეტულად მათ საკუთარი გლობალური წლიური შემოსავლის 6% უნდა გადაიხადონ.
გამოძიება ასევე X-ის მომხმარებლის ინტერფეისის საეჭვო, მატყუარა დიზაინსაც განიხილავს. საუბარია ე.წ. ლურჯ ნიშანზე, რომელიც პლატფორმაზე ვერიფიკაციის აღმნიშვნელია. X ამბობს, რომ ლურჯი ნიშნები დამოწმებულ ანგარიშებს აღნიშნავენ, რომლებსაც X Premium სერვისზე აქტიური გამოწერა აქვთ და გარკვეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.
X-ის წინააღმდეგ საქმის დაწყების შემდეგ ევროკომისიამ განაცხადა, რომ მტკიცებულებების შეგროვების პროცესს გააგრძელებს. ის აღნიშნავს, რომ ციფრული სერვისების შესახებ კანონი ოფიციალური სამართალწარმოების დასასრულებლად იურიდიულ ვადას არ ადგენს.
ბრეტონმა ოქტომბრის შუა რიცხვებში, სოციალური მედიის პლატფორმებს, X-ს, Meta-სა და TikTok-ს სიფხიზლისკენ მოუწოდა.
«დეზინფორმაციისა და ძალადობრივი პოსტების მიმართ, რომლებიც ეხება ისრაელ-ჰამასის კონფლიქტს, ყურადღებით იყავით. შეგახსენებთ, რომ პოტენციური გამოძიების დაწყებისა და შეუსაბამობის დადგენის შემდეგ, შეიძლება დაწესდეს ჯარიმები». — წერდა მაშინ ბრეტონი.
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.