ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
12 ოქტომბერი 2023, 09:30
2023-10-12
EU-მ მასკი და ზაკერბერგი ჰამასის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაზე გააფრთხილა
ევროკავშირმა მარკ ზაკერბერგი Meta-ს პლატფორმებზე ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების საკითხზე გააფრთხილა. მანამდე EU-მ გააფრთხილა X-ის მფლობელი ილონ მასკი.
EU-მ Facebook-ს და Instagram-ს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსასვლელად 24 საათი მისცა.
სოციალური მედიის ამ პლატფორმებზე კონფლიქტის გამწვავების შემდეგ დეზინფორმაციის გავრცელება გაიზარდა, მათ შორის, ყალბი ფოტო და ვიდეო მასალების სახით.
მანამდე ევროკავშირმა ანალოგიური შენიშვნით X (Twitter)-ს მიმართა.
ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისრის, ტიერი ბრეტონის განცხადებით, Meta-მ უნდა დაამტკიცოს, რომ მათ «დროული, გულმოდგინე და ობიექტური» ნაბიჯები გადადგეს.
სწორედ Meta-ს მიმართ ბრეტონის წერილშია აღნიშნული, რომ კომპანიას 24 საათი აქვს თავის პლატფორმებზე დეზინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ «პროპორციული და ეფექტიანი» ზომების მისღებად.
Meta-ს სპიკერმა BBC-ს უთხრა:
«ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ჩვენ სწრაფად შევქმენით სპეციალური ოპერაციების ცენტრი, რომელშიც არაერთი ექსპერტი შედის, მათ შორის ისინი, ვინც თავისუფლად ფლობს ივრითისა და არაბულს, რათა დეტალურად დავაკვირდეთ და ვუპასუხოთ ამ სწრაფად განვითარებად სიტუაციას».
მისივე განცხადებით, Meta-ს გუნდები მუშაობენ, რაღა პლატფორმა უსაფრთხო დარჩეს, იღებენ ზომებს კონტენტზე, რომლებიც არღვევენ ადგილობრივ კანონმდებლობას თუ პლატფორმის წესებს და კოორდინირებულად მუშაობენ მესამე მხარის ფაქტ-ჩექერებთან, რათა შეამცირონ დეზინფორმაციის გავრცელება.
«ჩვენ გავაგრძელებთ ასე მუშაობას კონფლიქტის დასრულებამდე». — განაცხადა მან.
ამავდროულად, ევროკომისიამ სოციალური მედიის ყველა კომპანიას შეახსენა, რომ მათ კანონით მოეთხოვებათ, თავიდან აიცილონ მავნე შინაარსის გავრცელება, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან.
«ონლაინ გავრცელებული კონტენტი, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს ჰამასთან, კვალიფიცირდება, როგორც ტერორისტული, არის უკანონო და უნდა წაიშალოს როგორც ციფრული სერვისების აქტის (Digital Services Act), ისე ტერორისტული კონტენტის ონლაინ რეგულაციის შესაბამისად». — განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა.
რაც შეეხება ილონ მასკს და X-ს:
ტიერი ბრეტონმა ილონ მასკს გაფრთხილების წერილი 10 ოქტომბერს გაუგზავნა და აღნიშნა, რომ წარსული გაფრთხილებების მიუხედავად, X-დან ძალადობრივი და ტერორისტული კონტენტი არ წაშლილა.
წინა გაფრთხილების პასუხად ილონ მასკმა თქვა, რომ X-მა მიიღო სათანადო ზომები, მათ შორის, წაშალა ჰამასის ახლადშექმნილი ანგარიშები და ევროკავშირს ბრალდების დადასტურება მოსთხოვა.
ტიერი ბრეტონს დეზინფორმაციის დეტალებზე არ უსაუბრია. თუმცა, მიუთითა, რომ პლატფორმაზე გახშირდა «ყალბი და მანიპულირებული სურათებისა და ფაქტების» გავრცელების შემთხვევები.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება «ჰამასმა» ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო — ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი შესრულდა, ამასთან, იყო შაბათი — ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ეს შემთხვევითობა არ არის.
«ჰამასის» პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია «რკინის ხმლები» დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და კონტრშეტევებსაც ახორციელებს. მობილიზებულია 300 ათასზე მეტი რეზერვისტი.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.