ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
13 სექტემბერი 2023, 12:15
2023-09-13
EC-ის კვლევა: Big Tech-მა რუსული დეზინფორმაცია ვერ გააკონტროლა
ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტის (DSA) ძალა, რომელიც რეალურად მსოფლიოს ძალიან დიდ ონლაინ პლატფორმებს (VLOP) აკონტროლებს, შეამოწმეს ახალი კვლევით, რომელიც რუსული სოციალური მედიის დეზინფორმაციაზეა ორიენტირებული.
ევროკომისიის DSA-ის რისკის მართვის დამოუკიდებელმა კვლევამ დაასკვნა, რომ, სოციალური მედიის პლატფორმებზე დეზინფორმაციის შემცირების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
კრემლის მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციის გავრცელება მას შემდეგ გაიზარდა, რაც მთავარმა პლატფორმებმა დეზინფორმაციის ნებაყოფლობით პრაქტიკის კოდექსს მოაწერეს ხელი, კერძოდ 2022 წლის შუა რიცხვებში.
«თეორიულად, ნებაყოფლობითი კოდექსის მოთხოვნები 2022 წლის მეორე ნახევარში, ჩვენი კვლევის პერიოდში ამოქმედდა». — განაცხადეს მკვლევრებმა. — «დარწმუნებულნი ვართ, რომ თქვენც ისევე შოკირებული ხართ, როგორც ჩვენ, იმით, რომ რომ სოციალური მედიის კომპანიებმა ნებაყოფლობითი ვალდებულება ვერ შეასრულეს».
2023 წლის იანვრიდან მაისამდე, «საშუალო ჩართულობა [კრემლის ანგარიშების] ყველა ონლაინ პლატფორმაზე 22 პროცენტით გაიზარდა». — ნათქვამია კვლევაში. მოხსენებაში ასევე წერია, რომ რუსულ დეზინფორმაციასთან ურთიერთობის პაკეტს Meta ხელმძღვანელობდა. თუმცა, ზრდა «ძირითადად Twitter-ით იყო განპირობებული, სადაც ჩართულობა 36 პროცენტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, კრემლის მიერ მხარდაჭერილ ანგარიშებზე შემარბილებელი ზომები გააუქმა». — დაასკვნეს მკვლევრებმა.
შესწავლილ პლატფორმებზე — Facebook, Instagram, Telegram, TikTok, Twitter და YouTube — კრემლის მიერ მხარდაჭერილმა ანგარიშებმა დაახლოებით 165 მილიონი მიმდევარი დააგროვა, ხოლო მათი კონტენტი 16 მილიარდჯერ მაინც ნახეს. ეს ყველაფერი «ერთ წელზე ნაკლებ დროში». არცერთი პლატფორმა კითხვებს არ პასუხობს.
Telegram არ არის კლასიფიცირებული, როგორც VLOP, ამიტომ ვალდებული არ არის აქტს შეესაბამებოდეს, როდესაც ის ყველა ონლაინ პლატფორმაზე შევა ძალაში.
«იყო ეფექტური შერბილების შემთხვევები, რომლებიც ძალიან კონკრეტულ ანგარიშებზე იყო გათვლილი და ამ არხების აუდიტორიისთვის რისკის დონეს ამცირებდა». — დაასკვნეს მკვლევრებმა. «თუმცა, შემარბილებელი ღონისძიებები, რომლებიც კრემლის დეზინფორმაციულ კამპანიებში ჩართულ ანგარიშებს ეხებოდა, ჩაიშალა».
შერბილების პოლიტიკის ვიწრო სფეროები შეზღუდვებზე გვერდის ავლის საშულებას იძლეოდა — შეურაცხმყოფელი ანგარიშები მომხმარებლებს სხვაგან მიმართავდნენ, რადგან პლატფორმის ჯვარედინი მანიპულირება მთლიანად იგნორირებული იყო.» პლატფორმები აშკარად დამრღვევი შინაარსის 50 პროცენტზე მეტს იშვიათად განიხილავდნენ და აშორებდნენ» და მანამდე არსებულ პოლიტიკას, რომელიც სიძულვილის ენასა და ძალადობის წაქეზებას კრძალავს, არათანმიმდევრულად იყენებდნენ.
საბოლოო შედეგი? — «კრემლის ქსელების გავრცელება ომის დაწყების შემდეგ გაორმაგდა».
DSA-ს მიხედვით, VLOP-ებს ასევე «არალეგალური შინაარსის, ონლაინ დეზინფორმაციის და სხვა სოციალური რისკების გავრცელების შეზღუდვაც ევალებათ», როგორიცაა, მაგალითად, მასიური დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც კრემლი მას შემდეგ აწრმოებს, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა.
მკვლევრებმა ასევე გამოიკვლიეს, თუ როგორ შეიძლებოდა DSA-ს წესების გამოყენება რუსული დეზინფორმაციის გავრცელების შესაზღუდად, აკმაყოფილებდა, თუ არა ის უმაღლეს სტანდარტებს.
ახლა, როდესაც VLOP-ები DSA-ით გაერთიანდნენ, შეიცვლება რამე? საინტეტესოა, ევროკომისია შეიტანს თუ არა ცვლილებებს DSA-ში, რათა დეზინფორმაციის გავრცელების წესები გამკაცრდეს.
ორი VLOP შეზღუდვებისგან თავის აცილებისთვის იბრძვის: Amazon და გერმანული მოდის კომპანია, Zalando — ეს ორი კომპანია ამტკიცებს, რომ როგორც საცალო მოვაჭრეები, არ უნდა განიხილებოდეს იმავე კატეგორიაში, სადაც Facebook, Pinterest და Wikipedia.
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.