ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

PHARAO — ქართული სტარტაპი თქვენი ციფრული უკვდავებისთვის

ოდესმე გიფიქრიათ თქვენივე თავის 3D ვერსიის შექმნაზე? მაშინ იცოდეთ, რომ ეს უკვე შესაძლებელია და ამაზე ქართული სტარტაპი PHARAO ზრუნავს.

კომენტარის დატოვება
PHARAO — ქართული სტარტაპი თქვენი ციფრული უკვდავებისთვის

ოდესმე გიფიქრიათ თქვენივე თავის 3D ვერსიის შექმნაზე? მაშინ იცოდეთ, რომ ეს უკვე შესაძლებელია და ამაზე ქართული სტარტაპი PHARAO ზრუნავს.

«ფარაო» ნამდვილი ადამიანების 3D ავატარების ე.წ. ბაზარია, რომელიც აკავშირებს მოდელებსა და ციფრულ ინდუსტრიებს 3D ავატარებით მრავალჯერადად სავაჭროდ. მოდელები სამუდამოდ მიიღებენ წილს საკუთარი 3D ავატარის ყოველი გადაყიდვიდან, ხოლო ინდუსტრიებს, ფინანსური რესურსის დაზოგვის პარალელურად, ფარაო ყველაზე ძვირფას პროდუქტს — წარმოების დროის დაზოგვას სთავაზობს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ფარაო არის მათთვის, ვისაც სურს ციფრული უკვდავება — საკუთარი ვიზუალის სამუდამოდ შენახვა, მარადიული ციფრული ახალგაზრდობა და ამ უნიკალური პროდუქტით შემოსავლის წყაროს გაჩენა.

ფარაოს იდეაზე მუშაობა მისმა გენერალურმა დირექტორმა, გივი გამყრელიძემ გერმანიაში, ქალაქ აუგსბურში დაიწყო, როდესაც ციფრული დიზაინის უნივერსიტეტში საბაკალავრო ნაშრომს ამზადებდა.

როგორც dev.ge-ისთან ყვება, საბაკალავრო პროექტის დამუშავების პერიოდს დაემთხვა კოვიდ პანდემია, რამაც ჩაკეტილობის პარალელურად გავლენა იქონია გაციფრულების ტემპებზე: ის დაჩქარდა და შეეხო ისეთ სფეროებს, როგორიცაა ბიზნესი, განათლება, ვაჭრობა, ფინანსები, კომუნიკაცია და ა.შ. 

გივი გამყრელიძე

«ციფრულდება ისეთი პირადული რამაც კი, როგორიცაა ურთიერთობები, თუმცა, ეს პროცესი არ შეხებია თავად ადამიანს — ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ჩართული გაციფრულების ჯაჭვში, რაც ძალიან უცნაური და საინტერესოა, თუკი გავითვალისწინებთ ციფრული რევოლუციის პიკს, რომელშიც ვცხოვრობთ.

ფარაოს იდეაზე დიდი გავლენა იქონია ეროვნულმა მოტივებმაც: როგორც რუსთველის დიდ მოყვარულს, არ მასვენებს ის ფაქტი, რომ ჩვენ მასზე არაფერი ვიცით, არ ვიცით მისი ბიოგრაფია, მისი ვიზუალი, ისტორია და ა.შ… ამის გამო, ყოველთვის მაწუხებდა კითხვა: თუკი ასეთი დიდებული ადამიანები ასე უკვალოდ ქრებიან, რა შანსი გვაქვს ჩვენ, რომ არ მივეცეთ დავიწყებას…? სწორედ ამ ასპექტების გაერთიანებამ წარმოშვა სურვილი, რომ დამებრუნებინა ადამიანი მის კუთვნილ ადგილას გაციფრულების ჯაჭვში»

როგორც გივი გამყრელიძე გვიყვება, კვლევისას აღმოაჩინა, რომ ეგვიპტური კულტურა იყო პირველი, რომელმაც ადამიანის მარადიულობის რწმენით შეინახა მისი სხეული და ის თავის გუნდთან ერთად აკეთებს იმავეს — ინახავს ნამდვილი ადამიანების სხეულებს, ოღონდ თანამედროვე, ციფრული მეთოდებით. სწორედ აქედან წარმოიშვა სახელი «ფარაო» (PHARAO).

გივი გამყრელიძე
«ოპტიკური სკანირების ტექნოლოგიით, ვასკანერებთ ადამიანის მთელს სხეულს, რაც დაახლოებით 1-2 საათი გრძელდება. შემდგომ, ვამუშავებთ მიღებულ ფაილს და ვქმნით ადამიანის ციფრულ ასლს. მოდელის პროექტში ჩართვა მარტივად ხდება: მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ, ჩაეწერონ სკანირების სიაში და ჩვენ მათ შევუთანხმებთ სკანირების დროსა და პირობებს. დასკანირების მსურველებს ხელშეკრულების ფორმა წინასწარ გაეგზავნებათ, რათა მომზადებულები და ინფორმირებულები იყვნენ. პარტნიორობის შედეგად მიღებული სარგებლის ოდენობა პირდაპირაა დამოკიდებული 3D ავატარის გადაყიდვების რაოდენობაზე, მოდელი ხელშეკრულების მიხედვით გათვალისწინებულ წილს მიიღებს ავატარის ყოველი გადაყიდვიდან სამუდამოდ». 

როგორც ფარაოს დამფუძნებელი ამბობს, დღეს რამდენიმე ათეული ადამიანის ავატარი აქვთ შექმნილი და გეგმავენ სწრაფად განვითარებას. ავატარების შექმნის დაჩქარებაში კი მათ პარტნიორი ორგანიზაციები ეხმარებიან, რომლებიც საჭირო ტექნიკითა და სამუშაო სივრცით უზრუნველყოფენ. 

გივი გამყრელიძე
«ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, შევქმნათ უსაფრთხო ეკოსისტემა, რომელში ჩართული ყველა მხარე მოგებული დარჩება: მოდელები, ციფრული ინდუსტრიები და ჩვენი კომპანია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ავატარების დაცულობისთვის და ამაზე სამომავლოდაც ინტენსიურად ვიმუშავებთ. დღესდღეობით ავატარების გაყიდვა ხდება ჩვენი პლატფორმიდან მოდელთან წინასწარი შეთანხმებით, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ წინასწარ იციან, სად შეიძლება იქნეს გამოყენებული ავატარები და ამის გამო ავატარების ინტერნეტ სივრცეში არსებობა საფრთხეს არ წარმოადგენს». 

რაც შეეხება სტარტაპის სამომავლო გეგმებს, გივი გამყრელიძე ამბობს, რომ პროექტის განვითარება იგეგმება ეტაპობრივად. იწერება წლიური გეგმები, სამოქმედო სტრატეგია და ა.შ. 

გივი გამყრელიძე

«რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სკალირებადი, წარმატებული ბიზნეს მოდელის შექმნა და მისი გატანა მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ამბიციური გეგმებიც და გვინდა, რომ მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ ციფრული უკვდავების შექმნაში».

10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
თემის მიხედვით
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
D-ID API-ზე მუშაობს რომელიც ციფრულ AI ადამიანთან საუბრის საშუალებას მოგვცემს
D-ID API-ზე მუშაობს, რომელიც ციფრულ AI ადამიანთან საუბრის საშუალებას მოგვცემს
თემის მიხედვით
D-ID API-ზე მუშაობს, რომელიც ციფრულ AI ადამიანთან საუბრის საშუალებას მოგვცემს

ასევე წაიკითხეთ
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია
Helio.AI 500 Global in Eurasia-ს მე-6 ნაკადის ერთადერთი ქართული სტარტაპია. 
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.