ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

MusicLM — Google-ის ახალი AI ტექსტს მუსიკად აქცევს

Google-ის მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტი MusicLM შექმნეს, რომელსაც შეუძლია ტექსტში აღწერილი სიტყვები მუსიკად აქციოს. ასევე შეუძლია სასტვენის ან გუგუნის ხმის ინსტურმენტალურ მელოდიად გადაქცევა.

კომენტარის დატოვება

მიუხედავად იმისა, რომ MusicLM-ის გამოყენება ჯერჯერობით არ შეგვიძლია, Google-მა გამოაქვეყნა მისი მუშაობის რამდენიმე ნიმუში. 

ტექსტში ზუსტად უნდა აღწეროთ ჟანრი, ატმოსფერო და კონკრეტული ინსტრუმენტი. Google მოდელის მუშაობის ფრაგმენტებს აზიარებს. მათგან ერთ-ერთია «Story Mode», რომელიც შემდეგნაირი ტექსტიდან მიიღეს:

  • ელექტრონული მელოდია ვიდეოთამაშში (0:00-0:15)
  • მედიტაციის მელოდია მდინარის გვერდით (0:15-0:30)
  • ცეცხლი (0:30-0:45)
  • ფეიერვერკი (0:45-0:60)

 — შედეგს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ

MusicLM-ს ადამიანის ვოკალის სიმულაციაც შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ხმის ტონებს სწორად იღებს, ხარვეზები მაინც აქვს. ადამიანის ვოკალი არ არის ისეთი სუფთა და გასაგები, როგორც ინსტრუმენტების მელოდია.

— მაგალითს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ

ხელოვნური ინტელექტით შექმნილ მუსიკას დიდი ისტორია აქვს. არის სისტემები, რომლებსაც პოპ სიმღერების დაწერას მიაწერენ. Google ამბობს, რომ MusicLM სხვა სისტემებს აჯობებს, რადგან უკეთესი ხარისხი აქვს და შეუძლია აუდიოდან მელოდიის კოპირება.

Google ამ ეტაპზე მოდელის გამოშვებას არ გეგმავს. MusicLM-ზე გამოქვეყნებულ ნაშრომში აღნიშნავს, კრეატიული კონტენტის მითვისების და კულტურული არასწორი წარმოდგენების რისკებს.

ახლა MusicLM-ის გამოყენება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც მუსიკალურ AI-ს ქმნიან. Google-ის თქმით, გამოაქვეყნებენ ტექსტისა და მუსიკის 5000-მდე წყვილს, რაც ხალხს დაეხმარება, შეაფასოს სხვა მუსიკალური AI-ები. 

თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის
თემის მიხედვით
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის

ასევე წაიკითხეთ
Mozilla „პასუხიმგებლობიანი AI”-ის ჩელენჯს იწყებს
Mozilla „პასუხიმგებლობიანი AI”-ის ჩელენჯს იწყებს
Mozilla „პასუხიმგებლობიანი AI”-ის ჩელენჯს იწყებს
Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა
Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა
Google Summer of Code 2023 იწყება — რა არის და როგორ შეიძლება მონაწილეობა
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
Google-მა შესაძლოა Unblur AI ეფექტი ვიდეოებსაც დაამატოს
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
AI-ის როლი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში
კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უდიდესი გლობალური გამოწვევაა. ის გამოწვეულია ადამიანების საქმიანობის გამო, მათ შორის: წიაღისეული საწვავის წვა, ტყეების განადგურება და სოფლის მეურნეობა. კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, სათბურის გაზების ემისია შემცირდეს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება გაიზარდოს. დღეს ხელოვნური ინტელექტი კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად ძლიერი ინსტრუმენტია. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.