ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

დავით კაკაბაძე — მხატვარი, მეცნიერი, გამომგონებელი

«ხელოვნება გამოწვევებს უწესებს ტექნოლოგიას, ხოლო ტექნოლოგია ხელოვნების ინსპირაციაა». — თქვა ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯონ ლასეტერიმ. მართლაც, ხელოვნება და ტექნოლოგია ხშირად იკვეთება და ეს ხდებოდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ გამოჩნდებოდა ციფრული ნახატები, გრაფიკა ვიდეოთამაშებისთვის, NFT და სხვა.

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი და პროფესორი დავით კაკაბაძე იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ხელოვნების და ტექნოლოგიის ელემენტებს.

კომენტარის დატოვება
დავით კაკაბაძე — მხატვარი, მეცნიერი, გამომგონებელი

«ხელოვნება გამოწვევებს უწესებს ტექნოლოგიას, ხოლო ტექნოლოგია ხელოვნების ინსპირაციაა». — თქვა ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯონ ლასეტერიმ. მართლაც, ხელოვნება და ტექნოლოგია ხშირად იკვეთება და ეს ხდებოდა ჯერ კიდევ მანამ, სანამ გამოჩნდებოდა ციფრული ნახატები, გრაფიკა ვიდეოთამაშებისთვის, NFT და სხვა.

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი და პროფესორი დავით კაკაბაძე იყო ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ხელოვნების და ტექნოლოგიის ელემენტებს.

დავით კაკაბაძე იყო შემოქმედი მრავალი სახით. კირილ ზდანევიჩი მის შესახებ წერდა: «მათემატიკამ, ფიზიკამ, ქიმიამ — ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე».

დავით კაკაბაძე 1889 წლის 20 აგვისტოს სოფელ კუხში დაიბადა. ახალგაზრდობაში ადგილობრივი ქველმოქმედის დახმარებით პეტერბურგის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და სკოლაში ფიზიკას და მათემატიკას ასწავლიდა.

1917 წლის 22 ნოემბერს ფიზიკა-მათემატიკის საგამოცდო კომისიამ დავით კაკაბაძეს ბიოლოგიის მეორე ხარისხის დიპლომის კვალიფიკაცია მისცა. სპეციალობის გარდა, მან გამოცდები ჩააბარა ზოგად ფიზიკაში, კრისტალოგრაფიაში, ქიმიაში, უმაღლესი მათემატიკის საფუძვლებსა და სხვა მრავალ დარგში.

დავით კაკაბაძე იყო ადამიანი, რომელიც ფეხს უწყობდა მისი თანამედროვეობის ტექნოლოგიურ გამოწვევებს. თავის ერთ-ერთ პუბლიკაციაში «პარიზი 1920-1923 წწ» ის თანამედროვე ხელოვნების ამბიციებსა და შინაარსს ეხება.

მისი თქმით, ძველი ფორმები არ აკმაყოფილებდა «მანქანებისა და კინემატოგრაფიის» ახალ მოთხოვნებს. მეოცე საუკუნის ხელოვნების ფორმირებაში მანქანას და ფილმს უდიდესი როლი ეკავა. უძრავი სამყარო დინამიკური გახდა და დავითს ესმოდა — საჭირო იყო ახალი ფორმების აღმოჩენა. ის მიჰყვებოდა და ვინჩის კონცეფციას, რომ ხელოვნება მეცნიერებაა და ის უნივერსალურობას უნდა ესწრაფოდეს.

 «სრული აღქმის განვითარებისთვის: შეისწავლეთ ხელოვნების მეცნიერება; შეისწავლეთ მეცნიერების ხელოვნება. ისწავლეთ როგორ ნახოთ. გააცნობიერეთ, რომ ყველაფერი ყველაფერთანაა დაკავშირებული». — წერდა ის. 

ფოტო უსათვალო სტერეოკინოსთვის ავტ. დავით კაკაბაძე — ხელოვნების სასახლე 

მხატვარი კითხულობდა ლექციებს ხელოვნების სხვადასხვა ასპექტებზე და ავითარებდა ინტერესს კინეტიკური ფორმების მიმართ. ის მიიჩნევდა, რომ ფილმი თანამედროვე ცივილიზაციის ყველაზე გამორჩეული მიღწევა და ცოდნის გავრცელების მთავარი ძრავა იყო.

სწორედ მისი ინტერესი და სიყვარული თანამედროვეობის მიღწევებისადმი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, 1923 წელს გამხდარიყო სამგანზომილებიანი კინოს ერთ-ერთი პირველი მკვლევარი.

უსათვალო სტერეოკინო

უსათვალო სტერეოკინოს აპარატი — ხელოვნების სასახლე 

სტერეოსკოპია, ან სამგანზომილებიანი სტერეოსკოპული ფილმის გადაღება, არის ტექნიკა გამოსახულებისთვის სიღრმის ილუზიის შესაქმნელად ან გასაძლიერებლად ბინოკულარული ხედვის სტერეოფსისის საშუალებით. სტერეოსკოპია ქმნის სამგანზომილებიანი სიღრმის ილუზიას ორგანზომილებიანი გამოსახულების ორი ნაკრებისგან.

დავით კაკაბაძე იყო პირველი, რომელმაც შეიმუშავა ისეთი სტერეოკინოს იდეა, რომელიც განსაკუთრებულ სათვალეს არ საჭიროებდა.

1922 წელს მან გააფორმა ხელშეკრულება მ. მიულერთან და კ. კობახიძესთან «უსათვალო სტერეოკინოს» გამოგონების შესახებ.

ამ მიზნით შეიქმნა სააქციო საზოგადოება «სტერეო კინო» თხუთმეტი აქციონერით და 225 000 ფრანკის კაპიტალით.

პატენტის განცხადება  — ხელოვნების სასახლე

დავით კაკაბაძემ მოახერხა ქარხნის აშენება და დაიქირავა ორი ინჟინერი, რათა გეგმის განხორციელება დაეწყო. მიზნად ორი მოწყობილობის, კამერისა და პროექტორის გამოგონება ჰქონდა. თავდაპირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. საწარმომ გამოუშვა სარკიანი ლინზები, რომელთა წარმოებამ  მთავარი პროექტის პარალელურად მოგებაც მოიტანა.

კაკაბაძის დიზაინის მიხედვით, თითოეული თვალისთვის ეკრანზე, რომლის ზედაპირსაც არეკვლის უნარი აქვს (თუმცა, არა სარკისებურად), ცალ-ცალკე გადაღებული სურათები ეცემა. მარჯვენა თვალისთვის განკუთვნილი სინათლის სხივი არეკვლისას კოორდინირებული უნდა იყოს მარჯვენა თვალის ოპტიკურ ღერძთან, ხოლო მარცხენა თვალისთვის განკუთვნილი სხივი მის ოპტიკურ ღერძზე უნდა იყოს მიმართული.

ფოტო უსათვალო სტერეოკინოსთვის — ხელოვნების სასახლე

ამ გზით, ორივე თვალი შესაბამის სურათებს თანმიმდევრულად არჩევს და მოცულობას აყალიბებს, ეს კი სტერეოსკოპულ ეფექტს ქმნის.

1922-1925 წლებში დავით კაკაბაძემ თავის გამოგონება ევროპისა და ამერიკის რვა ქვეყანაში დააპატენტა.

სხვა გამოგონებები

ნათურაში სხვადასხვა სინათლის შესაყვანი მოწყობილობა — ხელოვნების სასახლე

სტერეოკინოს გარდა, კაკაბაძე ერთ ელექტრო ნათურაში სხვადასხვა ხარისხის შუქის მიღების იდეაზე მუშაობდა, ასევე ფოტოსურათიდან მოცულობითი გამოსახულების აღდგენის მეთოდზე.

მან გამოიგონა ელექტრული ნათურის განათების სიმძლავრის რეგულირების გზა, რამაც სიკაშკაშის დონის კონტროლი შესაძლებელი გახადა.

იმ შემთხვევაში, თუ პროექტი წარმატებული იქნებოდა, 180 000 ფრანკს გამოიმუშავებდა.

ნათურის ნახაზები — ხელოვნების სასახლე

თუ ასე მოხდება, შეგვიძლია მთელი დღეები ხატვაში გავატაროთ — ეუბნებოდა დავითი მეგობარ ლადო გუდიაშვილს. თუმცა, მიზანი მიუღწეველი დარჩა.

დავითი თავის ძმას, სერგო კაკაბაძეს სწერდა, რომ უკმაყოფილო იყო ინჟინრების მუშობის ტემპით.

1925 წლის მიწურულს დავითი იძულებული გახდა მიეტოვებინა სტერეოკინოზე მუშაობა და პროექტი გაურკვეველი ვადით გადადო.

1927 წელს დავით კაკაბაძე საქართველოში დაბრუნდა.

ქარხანაში წარმოებული სარკეების, ლინზების და სხვა ოპტიკური ელემენტების ნახვა მის კონსტრუქციულ და დეკორატიულ კოლაჟებშია შესაძლებელი.

დავით კაკაბაძის შემოქმედებიდან — ხელოვნების სასახლე 

როგორც მის ბევრ თანამედროვეს საბჭოთა კავშირში, დავით კაკაბაძესაც დრამატული ცხოვრება ჰქონდა. ეს კი უპირველესად იმით იყო გამოწვეული, რომ საბჭოთა რეჟიმი ეწინააღმდეგებოდა ხელოვნების, შემოქმედებისა და მეცნიერების თავისუფლებას.

დავით კაკაბაძე არასდროს ემორჩილებოდა ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ, საბჭოთა რეჟიმისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

1938 წელს მოსკოვის სამეცნიერო კვლევითმა კინოსა და ფოტოს ინსტიტუტმა განიხილა დავით კაკაბაძის გამოგონება და არ მისცა პროექტის განხორციელების მიზნით ექსპერიმენტების გაგრძელების შესაძლებლობა.

1942 წელს იმავე დაწესებულებამ გამოაცხადა სემენ ივანოვის მიერ «გამოგონილი» უსათვალო სტერეოკინოს პირველი სისტემა.

ივანოვის სისტემა დავით კაკაბაძის სისტემის იდენტური იყო.

დავით კაკაბაძე ამბობდა:  «ხალხი, რომელსაც შეგნებული აქვს დღევანდელი ცივილიზაცია, რომელიც, სარგებლობს მის მიერ შექმნილი იარაღებით და ამ ცივილიზაციის განვითარებას ემსახურება — მკვიდრია და მისი მომავალიც უზრუნველყოფილი». უზრუნველყოფილი აღმოჩნდა მისი ღვაწლის გამოაშკარავებაც. 

2012 წელს დავით კაკაბაძის შვილიშვილმა, მარიამ კაკაბაძემ შექმნა «დავით კაკაბაძის ფონდი», რომლის მთავარი მიზანი სახელოვნებო და სამეცნიერო პლატფორმის შექმნა იყო.

2019 წლის 5 მარტს Google Institute-მ აამოქმედა ახალი პროექტი «ცდა მსოფლიოსთვის», რომელიც იმ მეცნიერულ მიღწევებსა და გამოგონებებზე გვიყვება, რომლებმაც ჩვენი თანამედროვეობის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანეს. სწორედ ამ გამოფენაზე გამოჩნდა დავით კაკაბაძის სინემატოგრაფი NASA-ს მიღწევების გვერდით.

პროექტის ფარგლებში ხელოვნების სასახლემ  დავით კაკაბაძის შემოქმედება და მისი სამეცნიერო მიღწევები Google-ის ონლაინ პლატფორმაზე განათავსა.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე
თემის მიხედვით
ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები AI-ით გენერირებულ ნამუშევრებზე
რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე
რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე
თემის მიხედვით
რა გავლენა აქვს ტექნოლოგიებს მუსიკალურ ინდუსტრიაზე
ტექნოლოგიების გავლენა კინო ინდუსტრიაზე
ტექნოლოგიების გავლენა კინო ინდუსტრიაზე
თემის მიხედვით
ტექნოლოგიების გავლენა კინო ინდუსტრიაზე


ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი წარმატებით მუშაობს
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.