ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
19 მაისი 2023, 14:12
2023-05-19
Colab AI - გუგლი Microsoft-ის GitHub Copilot-ის მსგავს ინსტრუმენტს უშვებს
ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციები და დიდი ენის მოდელები (LLM) ტექნოლოგიური სამყაროს ყველაზე პოპულარულ პროდუქტებად იქცა. ინდუსტრიის ლიდერებად ჯერ-ჯერობით Microsoft და OpenAI ითვლებიან — 2021 წელს Microsoft-მა GitHub Copilot გამოუშვა, რომელიც კოდერების საქმეს მნიშვნელოვნად ამარტივებს. Google, როგორც ჩანს, Microsoft-ის გადაწყვეტილებებს კვალდაკვალ მიჰყვება. კომპანიამ Colab AI გამოუშვა, რომელიც GitHub Copilot-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება.
მათთვის, ვინც არ იცის, Google Colab Jupyter-ის ნოუთბუქებს გვთავაზობს, რომლებიც ღრუბელზე არის განთავსებული, რათა დეველოპერებმა Python-ში კოდის დაწერა პირდაპირ ბრაუზერში, დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვის გარეშე შეძლონ.
მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოყენება უფასოა, Google გადახდის რამდენიმე დონეს გთავაზობთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კოდი ინტენსიურია და უფასო დონეზე საკმარისად კარგად ვერ მუშაობს.
Colab საკმაოდ გამოცდილი ინსტრუმენტია, იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წელს გამოვიდა. ახლა კი Google-ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მისი გადატვირთვა სურს.
Google-მა დაანონსა, რომ Colab Codey-ის მიერ შემოთავაზებულ კოდების მოდელებს გამოიყენებს, რათა კოდის გენერირებისა და დასრულების შესაძლებლობებს სპეციალიზებულ ჩათბოტთან ერთად ხელი შეუწყოს. ეს დეველოპერებს საშუალება მისცემს, მაღალი ხარისხის კოდი უფრო სწრაფად დაწერონ.
კომპანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Codey-ის სასწავლო მონაცემთა ნაკრები ნებადართულ, ლიცენზირებულ კოდს იყენებს, რომელიც Python-სა და Colab-ზეა მორგეული.
Colab-ში ხელოვნური ინტელექტის ახალი ფუნქციები თავდაპირველად მხოლოდ შეერთებულ შტატებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
Google-მა აღნიშნა, რომ Codey-ზე მომუშავე ინტეგრაცია უფასო იქნება, რაც შვიდი მილიონი მომხმარებლისთვის კარგი ამბავია — ძირითადად სტუდენტებისთვის, რომლებითაც Colab ამჟამად ამაყობს. კომპანიის თქმით, პროდუქტის გავრცელებას აშშ-ის შემდეგ უფრო მეტ ქვეყანაში გეგმავს.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეს Microsoft-ის GitHub Copilot-ის პირველი მაღალი ხარისხის კონკურენტი იქნება. თუმცა Copilot-ის ფუნქციები ბევრად მრავალფეროვანი და მრავალმხრივია. GitHub Copilot-ის საბაზისო დონესთან შედარებით, რომელიც თვეში 10 აშშ დოლარი ღირს, Colab ფუნქციებში შეზღუდულია.
გარდა ამისა, Codey-ის კოდირების შესაძლებლობები მხოლოდ Python-ს მოიცავს, ხოლო Copilot დეველოპერებს Python-ში, Java-ში, C-ში, Ruby-სა და Javascript-ში მუშაობისასაც ეხმარება.
მიუხედავად ამისა, Google-ის განზრახვა ნათელია. კომპანია Mirosoft-ს AI პირველობისთვის ბრძოლაში იწვევს. ChatGPT-ის გამოსვლიდან მალევე კომპანიამ Google Bard გამოუშვა. Google-ის ნაბიჯები, ფაქტობრივად, Microsoft-ის იდენტურია.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.