ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
12 მაისი 2023, 14:00
2023-05-12
Google-მა text-to-music ხელოვნური ინტელექტი გამოუშვა
Google-მა ახალი ექსპერიმენტული AI ინსტრუმენტი, MusicLM გამოუშვა, რომელსაც ტექსტის მუსიკად გადაქცევა შეუძლია. MusicLM, რომელიც AI Test Kitchen აპში, Android-სა და iOS-ზე არის ხელმისაწვდომი, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აკრიფონ მოთხოვნა, როგორიცაა, მაგალითად, «ჯაზი სადილისთვის» ან «შექმენი ინდუსტრიული ტექნო ხმა, რომელიც ჰიპნოზურია».
მომხმარებლებს შეუძლიათ ელექტრონული ან კლასიკური ინსტრუმენტები მიუთითონ, ასევე სასურველი — «ვაიბი, განწყობა ან ემოცია».
როდესაც Google-მა იანვარში MusicLM-ზე აკადემიურ ნაშრომში ისაუბრა, თქვა, რომ მის გამოშვებას დაუყოვნებლივ არ გეგმავენ. ნაშრომის თანაავტორებმა აღნიშნეს, რომ MusicLM-მა უამრავი ეთიკური გამოწვევა გააჩინა, რომელთა გადალახვაც მარტივი არ იყო. მაგალითად, კომპანია ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ სიმღერებში საავტორო უფლებებით დაცული მასალის შეტანის პრობლემას წააწყდა.
Google-ის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში, კომპანია მუსიკოსებთან ერთად მუშაობს და სემინარებს მასპინძლობს, რათა მათ ტექნოლოგიის ძალა და მნიშვნელობა დაანახოს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გენერაციული მუსიკის გარშემო არსებული უფრო ფართო გამოწვევები ადვილად გამოსწორდება.
2020 წელს, Jay-Z-ის ჩამწერმა ლეიბლმა ერთ-ერთ YouTube არხს, Vocal Synthesis-ს, საავტორო უფლებების დარღვევის გამო უჩივლა. მათი მტკიცებით, ავტორმა Jay-Z-ის სიმღერების ქავერების შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენა. ვიდეოების თავდაპირველად წაშლის შემდეგ, YouTube-მა ისინი აღადგინა, რადგან აღმოჩნდა, რომ წაშლის მოთხოვნა «არასრული» იყო.
მაგრამ გაყალბებული მუსიკა კვლავ ბუნდოვან ლეგალურ ნიადაგზე დგას.
სულ უფრო და უფრო ვირუსული ხდება ხელნაკეთი ტრეკები, რომლებიც გენერაციულ AI-ის ნაცნობი ბგერების შესაქმნელად იყენებენ. ყველაზე საინტერესო და ამავდროულად სახიფათო ის არის, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ბგერები ავთენტურთან ძალიან ახლოსაა. გასულ თვეში, Spotify-მ სტარტაპ Boomy-დან Universal Music Group-ის საჩივრის შემდეგ ათიათასობით სიმღერა წაშალა.
ერიკ სანრეი, რომელიც ამჟამად მუსიკის გამომცემელთა ასოციაციის იურიდიული სტაჟიორია, ამტკიცებს, რომ ხელოვნური ინტელექტის მუსიკის გენერატორები, როგორიცაა MusicLM, მუსიკის საავტორო უფლებებს არღვევენ.
«ჩვენ ვწვალობთ და ვშრომობთ იმისთვის, რომ ხარისხიანი მუსიკა შევქმნათ. ხელოვნური ინტელექტის გენერატორები კი უკვე არსებული სიმღერებიდან სწავლობენ, რაც, ცხადია, საავტორო უფლებების დარღვევაა». — ამბობს სანრეი.
AI მუსიკის მომავალი ბუნდოვანია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს, თუმცა სასამართლოში შეტანილი სარჩელების აურეცხელი რაოდენობა, ადრე თუ გვიან, რეგულაციების აუცილებლობას დაგვანახებს.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT