ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
23 იანვარი 2024, 16:15
2024-01-23
ჩინეთმა ჩიპების წარმოებისთვის თითქმის $40 მილიარდის დანადგარები იყიდა
ჩინეთმა 2023 წელს თითქმის $40 მილიარდის ღირებულების დანადგარები იყიდა, რათა ნახევარგამტარები აწარმოოს და თავი აარიდონ აშშ-ის ძალისხმევას, ხელი შეუშალოს ამ კუთხით ჩინეთის განვითარებას.
Bloomberg-ის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი აპირებს, ჩიპების წარმოების კუთხითაც თვითმკარი გახდეს.
ჩინეთის იმპორტი ნიდერლანდებიდან 2023 წელს, ჩინეთში ექსპორტის შეზღუდვის ძალაში შესვლის წინა პერიოდში 1000%-ით გაიზარდა.
ექსპერტების შეფასებით, რამდენიმე წელიწადში ჩინეთი მართლაც შეძლებს ჩიპების წარმოების კუთხით დამოუკიდებლობის მოპოვებას, რაც აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს აზრს დაუკარგავს.