ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აშშ-მ Nvidia-ს უბრძანა, რომ ჩინეთში AI ჩიპების ექსპორტი დაუყოვნებლივ შეაჩეროს

ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს ცნობით, შეერთებულმა შტატებმა კომპანიას ჩინეთში მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტის დაუყოვნებლივი შეჩერება მოსთხოვა.

კომენტარის დატოვება

შეზღუდვები 17 ოქტომბრიდან 30 დღის განმავლობაში უნდა შემოღებულიყო.

ეს მაშინ მოხდა, როდესაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს, ირანსა და რუსეთს, Nvidia-სა და სხვა კომპანიების მიერ შექმნილი AI ჩიპების შეძენა აუკრძალა და შეზღუდვები დაუწესა.

Nvidia-ს ვადების გადმოწევის მიზეზებზე არ უსაუბრია.

აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) განცხადებაში Nvidia-მ თქვა, რომ შტატების მთავრობას შეზღუდვების დაუყოვნებლივ ამოქმედება სურს.

«მსოფლიოში კომპანიის პროდუქტებზე მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, Nvidia არ ფიქრობს, რომ მოთხოვნების დაჩქარება ფინანსურ შედეგებზე ნიშვნელოვან გავლენას მოახდენს». — ნათქვამია განცხადებაში.

ახალი შეზღუდვები Nvidia-ს მოწინავე AI ჩიპების ექსპორტს კრძალავს, რომლებიც ჩინეთის ბაზრისთვის იყო შექმინილი და ადრინდელ საექსპორტო რეგულაციებს შეესაბამებოდა.

აშშ-ის მხრიდან შეზღუდვების დაჩქარებ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მიმდინარე ტექნოლოგიურ დავაში უახლესი ნაბიჯია.

ჩინეთის ხელისუფლებას Nvidia-ს განცხადებაზე საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია,  მაგრამ მათ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას უპასუხეს, რომელიც ახალი შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება.

ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეზღუდვები " საბაზრო ეკონომიკისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს არღვევს».

აშშ მსგავს შეზღუდვებს ეროვნული უსაფრთხოების კონტროლით ამართლებს

აშშ-ის თქმით, მათი მიზანია, რომ ჩინეთმა ისეთი უახლესი ტექნოლოგიები არ მიიღოს, რომელთა გამოყენებასაც არმიის გასაძლიერებლად შეძლებს.

Nvidia-ს AI ჩიპებზე მზარდმა მოთხოვნამ აქციების ფასი სამჯერ გაზარდა, რაც მას მსოლფიოში ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ კომპანიად აქცევს.

მაისში კომპანია ტექნოლოგიურ გიგანტებს, Apple-ს, Amazon-ს, Alphabet-სა და Microsoft-ს, კომპანიების ელიტარულ კლუბში შეურთდა, რომელთა საფონდო ბირჟის ღირებულება $1 ტრილიონზე მეტია (£822bn).

კალიფორნიაში დაფუძნებული Nvidia მოწინავე AI ჩიპებს ამზადებს.

ჩიპების გიგანტ Advanced Micro Devices-ს (AMD), რომელიც ჩინეთს AI ჩიპებს აწვდის, დაჩქარებულ საექსპორტო შეზღუდვების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Nvidia და iPhone-ის მწარმოებელი Foxconn ააშენებენ AI ქარხნებს
Nvidia და iPhone-ის მწარმოებელი Foxconn ააშენებენ AI ქარხნებს
თემის მიხედვით
Nvidia და iPhone-ის მწარმოებელი Foxconn ააშენებენ AI ქარხნებს
ჩიპების ომი — ჩინეთმა Micron-ის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები აკრძალა
ჩიპების ომი — ჩინეთმა Micron-ის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები აკრძალა
თემის მიხედვით
ჩიპების ომი — ჩინეთმა Micron-ის ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები აკრძალა
AMD Nvidia-ს დომინაციის შესაჩერებლად ახალ AI ჩიპს უშვებს
AMD Nvidia-ს დომინაციის შესაჩერებლად ახალ AI ჩიპს უშვებს
თემის მიხედვით
AMD Nvidia-ს დომინაციის შესაჩერებლად ახალ AI ჩიპს უშვებს
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში
თემის მიხედვით
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.