ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ChatGPT-ის მობილურმა აპლიკაციამ $4.58 მილიონის მოგება მიიღო, მაგრამ ზრდა შენელებულია

ChatGPT-ის მობილურ აპლიკაციასთან დაკავშირებით რამდენიმე კარგი და ცუდი ამბავი არსებობს. დადებითი მხარე ის არის, რომ AI ჩათბოტი ჩამოტვირთვებისა და შემოსავალის ზრდას აგრძელებს — სექტემბერში ChatGPT-იმ ახალი რეკორდი დაამყარა, კერძოდ 15,6 მილიონი ჩამოტვირთვა და თითქმის 4,6 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი. თუმცა, საბაზრო დაზვერვის ფირმის, Appfigures-ის ახალი მონაცემების მიხედვით, შემოსავლების ზრდა შენელდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, შემოსავლების ზრდა 30%-ს აღწევდა — 31% ივლისში და 39% აგვისტოში — მაჩვენებელი სექტემბრში 20%-მდე დაეცა.

კომენტარის დატოვება

შემოსავლების ზრდის შენელება შეიძლება OpenAI-ის იმის გარკვევაში დაეხმაროს, თუ რამდენი მომხმარებელი არის მზად, განახლებული ChatGPT+ სერვისისთვის სოლიდური თანხა გადაიხადოს — $19,99 თვეში, რომელიც უფრო სწრაფ და პრიორიტეტულ წვდომას გთავაზოთ. ამ დრომდე სერვისი გეგმის მიხედვით მუშაობს, რადგან ChatGPT-ის მობილურმა ვერსიამ ივნისში 2,1 მილიონი აშშ დოლარის მოგება მოიტანა, ივლისში თანხა 2,74 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, აგვისტოში 3,81 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო სექტემბერში რეკორდულ — 4,58 მილიონ აშს დოლარს. 

გასაკვირია, რომ ChatGPT შემოსავლების მიხედვით ყველაზე წარმატებული AI აპლიკაცია არ არის. კონკურენტი, სახელად Ask AI, რეკლამებით გაცილებით მეტს გამოიმუშავებს. Ask AI-ის მოგება მაისში 6,48 მილიონი აშშ დოლარი იყო, პიკს, 6,55 მილიონ აშშ დოლარს აგვისტოში მიაღწია. მაჩვენებელი სექტემბერში ოდნავ დაეცა, კერძოდ 5.51 მილიონ აშშ დოლარამდე. სხვა კონკურენტები, როგორიცაა Genie და AI Chat Smith, Ask AI-ის მსგავსად ვერ განვითარდნენ.

წმინდა შემოსავალი Ask AI-ის სარეკლამო ხარჯების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. რაც შეეხება ChatGPT-ის, ჩათბოტმა სექტემბერში დაახლოებით 3,2 მილიონი აშშ დოლარის სუფთა მოგება ნახა მას შემდეგ, რაც Apple-მა და Google-მა აპს-შიდა შესყიდვების შემოსავალი. შეამცირეს

ChatGPT სექტემბერში 15,6 მილიონჯერ ჩამოტვირთეს, რაც ასევე რეკორდია. 9 მილიონმა მომხმარებელმა ჩათბოტი Google Play-დან გადმოწერა, ხოლო დანარჩენმა 6,6 მილიონმა ამისთვის App Store გამოიყენა.

Open AI — განახლების შემდეგ ChatGPT-ის ინფრომაციის ინტერნეტში ძიება შეუძლია

თემის მიხედვით

გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს

ესპანელმა პროგრამისტმა ორი საუკეთესო ენობრივი მოდელი ChatGPT და Code Llama შეადარა
ესპანელმა პროგრამისტმა ორი საუკეთესო ენობრივი მოდელი, ChatGPT და Code Llama შეადარა
თემის მიხედვით
ესპანელმა პროგრამისტმა ორი საუკეთესო ენობრივი მოდელი, ChatGPT და Code Llama შეადარა

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება

ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა

Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს

რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში

დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.