კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წელს
კოდირება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, კარიერისა და შემოსავლის გამაძლიერებელი უნარია და 2024 წელს აუცილებლად გამოგადგებათ.
კოდირება ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, კარიერისა და შემოსავლის გამაძლიერებელი უნარია და 2024 წელს აუცილებლად გამოგადგებათ.
BLS-ის (აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს) მონაცემების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს კოდირება ნაკლებად მოთხოვნადი იყო, დღევანდელი რეალობა საპირისპიროა. LinkedIn Learning-ის თანახმად, «პროგრამისტები დღეს უფრო მოთხოვნადია, ვიდრე ოდესმე».
კოდირების კურსის გავლა საშუალებას გაძლევთ, ისეთი უნარები მიიღოთ, როგორიცაა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, აპლიკაციების შემუშავება, ვებ-განვითარება და კიბერუსაფრთხოება.
გთავაზობთ კოდირების 5 უფასო ონლაინ კურსს, რომელთა გავლაც 2024 წელს შეგიძლიათ.
Codacademy-ს ძირითადი უფასო პაკეტი აქვს, რომელიც საშუალებას გაძლევთ, კოდირებისა და ტექნიკური უნარები, როგორიცაა HTML ან Python, სასურველი ტემპით ისწავლოთ. მათ, რა თქმა უნდა, განახლების ხელმისაწვდომი ვარიანტები გააჩნიათ.
LinkedIn Learning, ადრე ცნობილი როგორც «Lynda», მრავალფეროვან კურსებს გთავაზობთ, რომლებიც თავდაჯერების მოპოვებაში დაგეხმარებათ. დასაწყებად ერთ-ერთი ვარიანტი LinkedIn Learning-ის სასწავლო გზის მიყოლაა — «გახდი პროგრამისტი: საფუძვლები».
ამჟამად LinkedIn კურსების მთელ რიგს სრულიად უფასოდ, კერძოდ 15 მაისამდე გთავაზობთ. ასევე შეგიძლიათ უფასო კურსები 30-დღიანი უფასო საცდელი პერიოდის არჩევით ნახოთ. და რა თქმა უნდა, თუ გაქვთ LinkedIn Premium-ის გამომწერი ხართ, იმაზე ფიქრი არ გჭირდებათ, რომ კურსის დასასრულებლად დამატებით რაიმე გადაიხადოთ.
LinkedIn Learning კურსის დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ თქვენს პროფილზე სერტიფიკატი დაამატოთ, რითაც დამსაქმებლების ყურადღებას მიიპყრობთ.
GitHub-ს პროექტზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობების მთელი რიგი და გაკვეთილები აქვს, რომლებიც წარმოუდგენლად სასარგებლოა. გაკვეთილები ძირითად პროგრამირების ენებად არის დაყოფილი, თუმცა ზოგიერთმა შეიძლება ერთზე მეტი გამოიყენოს.
Princeton’s Computer Science: Programming With A Purpose კურსი ხელმისაწვდომია Coursera-ზე უფასოდ, თუ ფინანსურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ. ის ასევე შესაფერისია დამწყებთათვის. პლატფორმაზე ბევრი მომხმარებელი ამბობს, რომ ეს იყო შესანიშნავი შესავალი კურსი პროგრამირების საფუძვლების შესასწავლად.
Google Coursera-სთან გაერთიანდა, რათა Python პროგრამირების ენის კურსი შეექმნა. ეს შესაფერისია თქვენი კარიერის მიზნებისთვის, თუ ჯერ დამწყები ხართ. ამ კურსს, სხვებისგან განსხვავებით, სერთიფიკატი მოჰყვება.