ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

LinkedIn: Microsoft კიდევ 668 თანამშრომლის გაშვებას აპირებს

LinkedIn-ის მფლობელმა, Microsoft-მა სამუშაო ადგილების შემცირების ახალი რაუნდი გამოაცხადა — კომპანია დაახლოებით 670 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს.

კომენტარის დატოვება

კომპანია ამბობს, რომ შემცირება ძირითადად ინჟინერიის, ტალანტისა და ფინანსურ გუნდებს შეეხებათ.

ეს მას შემდეგ ხდება, რაც თავად LinkedIn-მა მაისში 716 სამუშაო ადგილი შეამცირა. წელს რეორგანიზაციის რამდენიმე რაუნდი სხვა გიგანტ კომპანიებშიც ვიხილეთ.

«კადრების ცვლილება ჩვენი ბიზნესის მართვის რთული, მაგრამ აუცილებელი და რეგულარული ნაწილია». — წერს კომპანია LinkedIn-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

Microsoft-ში დაახლოებით 20 000 ადამიანი მუშაობს, შესაბამისად ბოლო რეორგანიზაციის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლების 3% შემცირდება.

LinkedIn ფულს ვაკანსიების გამოქვეყნებითა და პრემიუმ გამოწერების მეშვეობით შოულობს. პლატფორმას დამსაქმებლები მთელს მსოფლიოში აქტიურად იყენებენ. მას დაახლოებით 950 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

დასაქმების შენელებამ და სარეკლამო ხარჯების შემცირებამ კომპანია დააზარალა, თუმცა ის ახალი წევრების რეგისტრაციას მაინც აგრძელებს.

2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპნიისს შემოსავალი წინა კვარტალთან შედარებით 5%-ით გაიზარდა.

2022 წლის ბოლოდან მოყოლებული რეორგანიზაცია ისეთმა გიგანტმა კომპანიებმა განახორციელეს, როგორიცაა Amazon, Meta და Google-ის მშობელი კომპანია Alphabet. 

ყველა ეს კომპანია AI-ზე მომუშავე ტექნოლოგიაში დიდ ინვესტიციას ანხორცილებს, როგორიცაა, მაგალითად, ChatGPT (Microsoft-ის საკუთრება) და Bard (Google-ის საკუთრება).

აშშ-ის ტექნოლოგიურმა სექტორმა წელს უფრო მეტი სამუშაო ადგილის შემცირება გამოაცხადა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა სექტორმა — ტექნოლოგიური სფეროდან 150,000-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს.

Google კიდევ რამდენიმე ასეულ თანამშრომელს გაათავისუფლებს

თემის მიხედვით

Amazon-მა კიდევ 9 000 თანამშრომელი გაათავისუფლა

Twitter-მა კიდევ 200 თანამშრომელი გაათავისუფლა

ასევე წაიკითხეთ
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს

Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო

Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს

Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.