ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

BitCamp ყველა კურსს ხელმისაწვდომს გახდის

BitCamp ახალი წლისთვის ყველა კურსს გაასაჯაროებს და ხელმისაწვდომს გახდის. 

კომენტარის დატოვება
BitCamp ყველა კურსს ხელმისაწვდომს გახდის

BitCamp ახალი წლისთვის ყველა კურსს გაასაჯაროებს და ხელმისაწვდომს გახდის. 

BitCamp-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ოთო ზაკალაშვილი ამბობს, რომ საჯარო გახდება BitCamp PRO-ს ფარგლებში ჩატარებული ყველა ლექცია, მათ შორის, React-ის მიმდინარე კურსი, რომელსაც ბექა ზანდუკელი უძღვება. 

კურსი ფარავს როგორც ბექენდ, ისე ფრონტ ენდ მიმართულებას. 

ოთო ზაკალაშვილი
«ჯამში BitCamp — ის Youtube არხზე მივიღებთ 150+ სრულ ლექციას, ხელმისაწვდომს სრულიად უფასოდ. ამ ნაბიჯით ჩვენ მთლიანად გადავდივართ ლექციების საჯაროდ გამოქვეყნების სტრატეგიაზე, რადგან გვსურს,  რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ტექნოლოგიების სამყაროში. ჩვენი მთავარი ფასიანი სერვისი კი ხდება სამენტორო მომსახურება, შესაბამისად სამომავლოდაც, ყველა მიმართულებით ჩატარებულ ლექციებს დავდებთ საჯაროდ». 

სამენტორო სერვისი გულისხმობს მენტორების და ტუტორების დახმარებას. მისი ფასი, BitCamp 101-ის ფარგლებში თვეში 100 ლარი იქნება. 

ამ ეტაპზე ღიაა პროგრამირების ეს კურსი BitCamp-ისგან 👇

რა არის BitCamp

BitCamp ყველაზე დიდი Tech ქომიუნითია საქართველოში. ის დამწყები პროგრამისტებისთვის ოთო ზალაკაშვილმა და ჰერმან საბომ დააარსეს. 

მათ შექმნეს სრულიად უსასყიდლო სასწავლო პროგრამა, რომელიც მთლიანად თვითსწავლაზე იყო დაფუძნებული. 

ინტერესი დიდი აღმოჩნდა და პროგრამის გარშემო დამწყები დეველოპერების საზოგადოება შეიკრიბა. ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ეხმარებიან სწავლაში.

მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება - რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
თემის მიხედვით
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
თემის მიხედვით
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
From Zero To Hero - საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა
From Zero To Hero — საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა
თემის მიხედვით
From Zero To Hero — საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა


ასევე წაიკითხეთ
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური
გიორგი ჩხიკვაძე 20 წლის სტუდენტია, რომელიც პროგრამირების სფეროში მუშაობს და ცდილობს ყოველდღიურად განვითარდეს. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, რათა სასურველი შედეგი მიეღო. ამ დროის მანძილზე, არაერთი სამსახური იშოვა, გამოცდილება დააგროვა. თუმცა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისი შრომის, ენერგიისა და დროის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა.
Bitcamp 101-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Bitcamp 101-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Bitcamp 101-ზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს
საქართველო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს
საქართველო: რა მოხდა ტექნოლოგიების სფეროში 2022 წელს
2022 წელს საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა — გაჩნდა უამრავი სტარტაპი, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებებს. ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე და დინამიკურ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას.
პროგრამირება ბავშვებისთვის - BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი
პროგრამირება ბავშვებისთვის - BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი
პროგრამირება ბავშვებისთვის - BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.