BitCamp Kids იწყება
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
BitCamp Kids ახალი იდეაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის პროგრამირების სასწავლო პროგრამის შედგენას გულისხმობს. პროგრამირების სასწავლო პლატფორმა 9-დან 14 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ბავშვები პროგრამირების საფუძვლებს, გრაფიკულ პროგრამირებას, მინი თამაშების დეველოპმენტსა და ვებ პროგრამირების საფუძვლებს ისწავლიან. ამასთან ერთად, BitCamp-ის მიერ შეთავაზებული პროექტებითა და სასწავლო აქტივობებით საკუთარი თავის და კრეატიულობის გამოხატვას შეძლებენ.
სასწავლო პროცესი სრულიად დისტანციური იქნება, რაც მას ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. პროგრამის ფარგლებში, 1 თეორიული და 2 პრაქტიკული გაკვეთილი ჩატარდება — თეორიულ შეხვედრაზე მენტორი ახალ თემას ახსნის, ხოლო მომდევნო 2 პრაქტიკული გაკვეთილი ამ ახალი თემის გაშლასა და გააზრებას დაეთმობა.
ყოველ შაბათს BitCamp-ის მოსწავლეთა შეკრებები, შეჯიბრები, ღონისძიებები, საკუთარი ნამუშევრების წარდგენები, პრეზენტაციები და სხვა აქტივობები გაიმართება.
სწავლის ფასი თვეში 50 ლარი იქნება. მოსწავლეთა პირველი ნაკადი სწავლას იანვრის შუა რიცხვებში დაიწყებს, ხოლო გახსნის ღონისძიება, სავარაუდოდ, შობის შემდეგ ჩატარდება.
BitCamp ყველაზე დიდი Tech ქომიუნითია საქართველოში. ის დამწყები პროგრამისტებისთვის ოთო ზალაკაშვილმა და ჰერმან საბომ დააარსეს.
მათ შექმნეს სრულიად უსასყიდლო სასწავლო პროგრამა, რომელიც მთლიანად თვითსწავლაზე იყო დაფუძნებული.
ინტერესი დიდი აღმოჩნდა და პროგრამის გარშემო დამწყები დეველოპერების საზოგადოება შეიკრიბა. ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ეხმარებიან სწავლაში.