From Zero To Hero - საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა

პროგრამირება ფართო სფეროა და ბევრი მიმართულება აქვს. როცა მისით ინტერესდები, მაგრამ სფეროსთან შეხება არასდროს გქონია, შეიძლება ზღვა ინფორმაციის ნაკადში დაიკარგო და საწყისი წერტილის პოვნა გაგიჭირდეს. ჩვენ მოვამზადეთ პატარა გზამკვლევი — საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა და როგორ მივცეთ მას ლოგიკური განვითარება. 

კომენტარის დატოვება
From Zero To Hero - საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა

პროგრამირება ფართო სფეროა და ბევრი მიმართულება აქვს. როცა მისით ინტერესდები, მაგრამ სფეროსთან შეხება არასდროს გქონია, შეიძლება ზღვა ინფორმაციის ნაკადში დაიკარგო და საწყისი წერტილის პოვნა გაგიჭირდეს. ჩვენ მოვამზადეთ პატარა გზამკვლევი — საიდან დავიწყოთ პროგრამირების სწავლა და როგორ მივცეთ მას ლოგიკური განვითარება. 

HTML

HTML, ანუ ჰიპერტექსტური მარკირების ენა — პროგრამირების ანბანია. ის განკუთვნილია ვებ-გვერდების და საიტების შესაქმნელად და ინტერნეტში განსათავსებლად.  

ვებ-გვერდის მუშაობა არის დიალოგი მომხმარებელსა და სერვერს შორის, გვერდის საშუალებით იგზავნება მოთხოვნა სერვერზე, იქიდან კი ბრუნდება პასუხი ტექსტის სახით.

ჰიპერტექსტი არის შიდა ბმულების, ანუ იგივე ჰიპერბმულების მეშვეობით სხვა ტექსტებთან დაკავშირებული ტექსტი, ის შეიძლება მოიცავდეს ცხრილებს, სურათებს და ა.შ აუცილებელია, რომ ტექსტი ადვილად იკითხებოდეს. 

სწორედ ამაში გვეხმარება HTML. მისი ნიშნულების დახმარებით ბრაუზერი ადვილად არჩევს თუ სად უნდა მოხდეს ახალ ხაზზე გადასვლა, სად უნდა გაკეთდეს ახალი აბზაცი, სად უნდა შეიქმნას სათაური და ა.შ.

ვებ გვერდებს საჭირო სახეს HTML-ის საშუალებით ვაძლევთ. მისით ეწყობა საიტის ყველა ნაწილი — სათაური, ძირითადი გვერდი, footer-ები და სხვა. და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ HTML-ით აწყობილი საიტები დიდი ხანია, აღარ გამოიყენება, ვინაიდან პრიმიტიულია, ის ჩონჩხია, რომლის აგებაც აუცილებელია. 

შესაბამისად, HTML-ის ცოდნა აუცილებელია ყველასთვის, ვისაც უნდა ვებგვერდების აგება, მართვა ან გაუმჯობესება. ამასთან, ის გეხმარებათ, გაიგოთ პროგრამირების ენების მუშაობის პრინციპი. 

ამიტომ, პროგრამირების სწავლა სწორედ HTML-დან უნდა დაიწყოთ. 

👉 Traversy Media-ს ამ კურსში დეტალურად არის ახსნილი HTML-ის საფუძვლები. აქ გაიგებთ, როგორ უნდა გადმოწეროთ და დააინსტალიროთ აპლიკაცია, სადაც თქვენს პირველს Hello World-ს დაწერთ👇

CSS

CSS (კასკადური სტილის ფურცლები) ასევე არ არის პროგრამირების ენა — ის HTML-ით შექმნილი გვერდების სტილიზაციაში გეხმარებათ. CSS ვებგვერდების დიზაინის — ფერების, ფონტის, განლაგების შესაქმნელად და ასაწყობად გამოიყენება. 

HTML-ის შემდეგ აუცილებლად უნდა ისწავლოთ CSS, რათა ჩონჩხს უნიკალურობა შესძინოთ და ფერები და ფორმა მისცეთ. 

HTML-ის და CSS-ის, ანუ ანბანის შემდეგ კი ნამდვილი პროგრამირება იწყება. 

👉CSS-ის შესანიშვან კურსს, თანაც ქართულ ენაზე BitCamp და ოთო ზაკალაშვილი გვთავაზობს ამ ლინკზე 👇

JavaScript 

JavaScript პროგრამირების ენაა, რომელიც HTML-ით აწყობილ და CSS-ით დიზაინმიცემულ ვებ გვერდებს, მასზე განთავსებულ ღილაკებს და ა.შ, სხვადასხვა ფუნქციას სძენს. 

პროგრამირების ეს ენა 1995 წელს ინტერნეტის მზარდი საჭიროებების გამო შეიქმნა და დღეს პროგრამისტების მიერ მთელ მსოფლიოში გამოიყენება ისეთი დინამიური და ინტერაქტიული ონლაინ პროდუქტების შესაქმნელად, როგორიცაა აპლიკაციები და ბრაუზერები. 

JavaScript ყველაზე ხშირად გამოყენებული ენაა მსოფლიოში (ვებსაიტების 90% ჯავასკრიპტის დახმარებით არის შექმნილი) და საკვანძო ნებისმიერი დეველოპერისთვის.

JavaScript ვრცელდება ყველაფერზე კომპიუტერული პროგრამირებიდან NASA-ს აღჭურვილობის პროგრამირებამდე.

ის გამოიყენება: 

  • Front-End პროგრამირებისთვის — front end დეველოპერი ქმნის და მართავს ყველაფერს, რასაც მომხმარებელი ხედავს და იყენებს ვებგვერდსა თუ აპლიკაციაში. 
  • Back end ვებ დეველოპმენტისთვის: Back-end განვითარება ნიშნავს მუშაობას სერვერის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რაც ვებსაიტზე მომხმარებლის თვალისთვის უხილავია. Back-end-ის დეველოპერები უზრუნველყოფენ ვებსაიტის გამართულად მუშაობას, ფოკუსირდებიან მონაცემებთა ბაზებზე აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის (API), არქიტექტურასა და სერვერებზე.
  • Web აპლიკაციების შექმნისთვის — ვებ აპლიკაციები ვებსაიტების მსგავსია, მაგრამ, ბრაუზერის გარეშე, დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, რაც მისი უსაფრთხოების დაცვას აადვილებს. 
  • თამაშებისთვის, რომლებიც ვებ ბრაუზერში შეგვიძლია გავხსნათ. 

👉 წარმოგიდგენთ კიდევ ერთ კურსს ქართულ ენაზე — ამ ვიდეოს დახმარებით ისწავლით ჯავასკრიპტის საფუძვლებს.👇

მას შემდეგ, რაც Javascript-ის საფუძვლებს ისწავლით, შეგიძლიათ, აითვისოთ მისი ფრეიმვორქები: React, Angular, Angular.js, Vue.js; Express.js; Next.js  და ა.შ 

თუმცა, ფრეიმვორქების სწავლამდე უნდა გადაწყვიტოთ, რომელი მიმართულებით გირჩევნიათ განვითარება: Front end თუ Back end და ამის საფუძველზე გადაწყვიტოთ, რას ისწავლით შემდეგს. 

ან, შეგიძლიათ, ორივე მიმართულებით ისწავლოთ და full stack დეველოპერი გახდეთ. 

Full Stack დეველოპერი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია როგორც ფრონტ ენდის, ისე ბექ ენდის პროგრამული უზრუნველყოფა. 

Front End

Front End მიმართულებით სამუშაოდ საუკეთესო ენა Javascript, მისი ჩარჩოები და ბიბლიოთეკებია: Angular.js, React, Vue.js, Jquerry.  

Angular-ის 7 კურსი - საბაზისოდან მოწინავემდე
Angular-ის 7 კურსი — საბაზისოდან მოწინავემდე
თემის მიხედვით
Angular-ის 7 კურსი — საბაზისოდან მოწინავემდე

თუ ფრონდ ენდ დეველოპერობას გადაწყვეტთ, სწორედ ჯავსკრიპტი უნდა დახვეწოთ და მის ფრეიმვორკებთან მუშაობა ისწავლოთ. 

ჩვენ ვერ გეტყვით, თავდაპირველად რომელ ჩარჩოზე გააკეთოთ არჩევანი, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებაში გამოცხადებული ვაკანსიები დაგეხმარებათ — შეგიძლიათ, ნახოთ, რაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა ბაზარზე. 

Front end პროგრამირებისთვის Python-იც გამოიყენება, ვინაიდან ის ზოგადი პროგრამირების ენაა. 

კომპანია «ანაკონდამ» შეიმუშავა და ჩაუშვა Python-ის ჩარჩოც — pyscript, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შექმნათ Python აპლიკაციები ბრაუზერში HTML ინტერფეისის გამოყენებით. ფრონტ ენდისთვის პითონის ბიბლიოთეკად skulpt გამოიყენება, ასევე, Brython. 

თუმცა, ფრონდ ენდ პროგრამირებისთვის JavaScript-ზე კონცენტრირება ჯობია. 

Beck End (სერვერული მხარე)

Python 

ფრონტ ენდისგან განსხვავებით, ბექ ენდში Python ყველაზე პოპულარული ენაა. თუ თქვენთვის ბექ ენდ დეველოფმენთი უფრო საინტერესოა, Python ისწავლეთ.  

პირველ რიგში, იმიტომ, რომ სხვა ენებთან შედარებით, მისი დაუფლება ცოტათი უფრო ადვილია. 

გარდა ამისა, ის სრულყოფილი ენაა, რომელსაც შესანიშნავი დამატებითი ინსტრუმენტები აქვს როგორც თქვენი პროდუქტიულობის გასაზრდელად, ისე თქვენ მიერ შექმნილი პროდუქტის ხარისხის ასამაღლებლად. 

პითონის ყველაზე ცნობილი და ფართოდ გამოყენებული ჩარჩოებია Django და Flask. პროგრამისტები ასევე იყენებენ: Pyramid-ს, Web2Py-ის და CherryPy-ის. 

Python გამოიყენება მონაცემთა ანალიზისთვისაც. 

👉 მონაცემთა დამუშავებისთვის პითონის კურსი კომპანია ForSet-მა, MaxinAI-სთან თანამშრომლობით და USAID/Georgia-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნა.👇

Python-ის სწავლა ონლაინ უფასოდ ქართულ ენაზე შეგიძლიათ
Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ
თემის მიხედვით
Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ

მონაცემთა ბაზების მართვისა და ანალიზისთვის ასევე გამოიყენება SQL.

SQL-ის 10 კურსი დიდ მონაცემებთან მუშაობის უკეთ გასაგებად
SQL-ის 10 კურსი დიდ მონაცემებთან მუშაობის უკეთ გასაგებად
თემის მიხედვით
SQL-ის 10 კურსი დიდ მონაცემებთან მუშაობის უკეთ გასაგებად

სერვერულ მხარეს სამუშაოდ შეგიძლიათ, ასევე გამოიყენოთ PHP, C#, Java და სხვა ენები. 

მას შემდეგ, რაც გაარკვევთ, ფრონტ ენდი გირჩევნიათ თუ ბექენდი, ანუ სერვერული მხარე, ან სულაც — ორივე ერთად, შეგიძლიათ, მოიძიოთ კურსები, რომლებიც დაგეხმარებიათ, დახვეწოთ თქვენი უნარები, გახდეთ პროფესიონალი, დასაქმდეთ ან სულაც, თქვენი პროექტები შექმნათ, რომელიც თანხის გამომუშავებაში დაგეხმარებათ. 

რაც მთავარია, არასდროს შეწყვიტოთ განვითარებაზე ზრუნვა. 

როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
თემის მიხედვით
როგორ და რატომ უნდა ვისწავლოთ კოდირება
10+1 საუკეთესო PHP კურსი ვებ დიზაინისა და დეველოპმენტის შესასწავლად
10+1 საუკეთესო PHP კურსი ვებ დიზაინისა და დეველოპმენტის შესასწავლად
თემის მიხედვით
10+1 საუკეთესო PHP კურსი ვებ დიზაინისა და დეველოპმენტის შესასწავლად


ასევე წაიკითხეთ
Kodezi - AI, რომელიც კოდს ასუფთავებს
Kodezi - AI, რომელიც კოდს ასუფთავებს
Kodezi - AI, რომელიც კოდს ასუფთავებს
ჰარის მოუბრეი — Canadaball-დან ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონულ ვერსიამდე
ჰარის მოუბრეი — Canadaball-დან ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონულ ვერსიამდე
ჰარის მოუბრეი — Canadaball-დან ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონულ ვერსიამდე
23 წლის ამერიკელმა ლინგვისტმა და პროგრამისტმა, ჰარის მოუბრეიმ ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია შექმნა. მის მიერ დაწერილი პროგრამა კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა. 
ტოპ ბიუჯეტური ნოუთბუქები junior პროგრამისტებისთვის
ტოპ ბიუჯეტური ნოუთბუქები junior პროგრამისტებისთვის
ტოპ ბიუჯეტური ნოუთბუქები junior პროგრამისტებისთვის
5 წიგნი პროგრამირების უნარების გასაუმჯობესებლად
5 წიგნი პროგრამირების უნარების გასაუმჯობესებლად
5 წიგნი პროგრამირების უნარების გასაუმჯობესებლად
არა, პროგრამირებას უბრალოდ წიგნის კითხვით ვერ ისწავლით. ამისთვის ვარჯიშია საჭირო. მიუხედავად ამისა, წიგნი აუცილებლად დაგეხმარებათ. დეველოპერები ხშირად ღიზიანდებიან კოდით, როცა ისინი ვერ პოულობენ გზას მის გასაუმჯობესებლად. კარგი წიგნი ყოველთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ასპექტების უკეთ გასაგებად. გთავაზობთ 5 საუკეთესო წიგნს, რომელიც დაგეხმარებათ კოდირების უკეთესი  ტექნიკების აღმოჩენაში.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.