ანი ავაზნელი BitCamp-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორია
საქართველოში ერთ-ერთ ყველა დიდ Tech ქომუნითის, BitCamp-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს — ამ თანამდებობაზე ანი ავაზნელმა კომპანიის დამფუძნებელი, ოთო ზაკალაშვილი ჩაანაცვლა.
საქართველოში ერთ-ერთ ყველა დიდ Tech ქომუნითის, BitCamp-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს — ამ თანამდებობაზე ანი ავაზნელმა კომპანიის დამფუძნებელი, ოთო ზაკალაშვილი ჩაანაცვლა.
ანი BitCamp-ში 2022 წელს აღმოჩნდა. თავიდან სტუდენტის როლში დაიწყო და როგორც თავად იხსენებს, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმით ძალიან დიდ რისკზე წავიდა. იმჟამინდელ პროფესიასა და სამსახურზე უარი თქვა და გადაწყვიტა მთელი დრო და ენერგია BitCamp PRO-ს სასწავლო პროცესისთვის დაეთმო.
«საბდენიეროდ მისმა შრომისმოყვარეობამ და პასუხისმგებლობის გრძნობამ ეს რისკი დააბალანსა და წარმატებად აქცია. სტუდენტად მოსული დღეს უკვე აღმასრულებელი დირექტორია. წინა პროფესიიდან გამოყოლილი გამოცდილება და ადამიანებთან ურთიერთობის უნარებმა მალევე გვაჩვენა რომ ანის მზად იყო ჩვენი ყველაზე დიდი სამენტოროს ხელმძღვანელობისთვის». — ვკითხულობთ BitCamp-ის Facebook პოსტში.
მალევე ანი React-ის პროგრამის მეთაური გახდა. გუნდის სწრაფი ზრდის პარალელურად, ის ბუნებრივად ჩაერთო არა მხოლოდ სასწავლო პროცესის, არამედ ყველა მომიჯნავე ბიზნეს პროცესის მართვაშიც.
BitCamp-ში ამ დრომდე აღმასრულებელი დირექტორის როლს ოთარ ზაკალაშვილი იკავებდა. როგორც თავად ამბობს, შემოდგომის სეზონის დაწყებამ, უსწრაფესმა ზრდამ და უამრავი ახალი სტუდენტის მიღებამ ნათლად დაანახა, რომ თუ ამ როლში დარჩებოდა, ორგანიზაციის ზრდის ტემპს შეაჩერებდა.
«საზოგადოებისგან წამოსული უსაზღვრო ინტერესის სწორ ბიზნეს პროცესად გარდაქმნა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის. ჩემი საჯარო აქტივობა, ლექტორობა, საგანმანათლებლო კონტენტის წარმოება და სასწავლო პროცესის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა საკმარისზე მეტი საქმეა 1 ადამიანისთვის. ამიტომ გადავწყვიტე რომ ჩვენი ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი მთლიანად გადავაბარო ისეთ ადამიანს ვინც ისედაც უწყვეტ რეჟიმში აკეთებდა ამ საქმეს, ჩემთან ერთად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში». — წერს ოთო.
BitCamp ყველაზე დიდი Tech ქომიუნითია საქართველოში. ის დამწყები პროგრამისტებისთვის ოთო ზალაკაშვილმა და ჰერმან საბომ დააარსეს.
მათ შექმნეს სრულიად უსასყიდლო სასწავლო პროგრამა, რომელიც მთლიანად თვითსწავლაზე იყო დაფუძნებული.
ინტერესი დიდი აღმოჩნდა და პროგრამის გარშემო დამწყები დეველოპერების საზოგადოება შეიკრიბა. ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ეხმარებიან სწავლაში — ქომუნითი ასობით სტუდენტსა და ათეულობით მენტორს აერთიანებს.