ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბილ გეითსმა აღიარა, რომ სკოლაში მოტივაციისა და სწავლის სურვილის ნაკლებობას განიცდიდა

ბილ გეითსმა ბოლო პოდკასტში თავისი ადრეული განათლების შესახებ ისაუბრა და აღიარა, რომ სკოლაში სწავლისას მოტივაციისა და სურვილის ნაკლებობას განიცდიდა. 

კომენტარის დატოვება

«მასწავლებელს ბევრი ენერგიის დახარჯვა უწევდა, რათა ჩემი სწავლისადმი დამოკიდებულება შეეცვალა». — ამბობს ბილ გეითსი.

მილიარდერმა თავისი პოდკასტის, Unconfuse Me-ის მეორე ეპიზოდში, სადაც ის არაკომერციული ონლაინ განათლების პლატფორმის, Khan Academy-ის დამფუძნებელს, სალ ხანს ესაუბრებოდა, განიხილა, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი ბავშვებს სწავლაში დაეხმაროს.

«ადრეულ ასაკში მათემატიკაში ზარმაცი ვიყავი». — თქვა 67 წლის გეითსმა. — «მერვე კლასში მასწავლებელმა მითრა: «როგორ ხარ ასეთი ზარმაცი? შეგიძლია, მათემატიკაში ძალიან კარგი იყო». მე ვუპასუხე: «მაგრამ ჩვენ საინტერესოს არაფერს ვაკეთებთ». 

გეითსმა ახსნა, რომ მასწავლებელი მას წასაკითხად წიგნებს აძლევდა და უკეთესისკენ უბიძგებდა.

«მას ეგონა, რომ დროს ვკარგავდი. ამან განათლებაზე ჩემი შეხედულება შეცვალა. მე ასეთი შეხედულება მქონდა, რომ რაც უფრო ნაკლებ ძალისხმევას ხარჯავ, მით უფრო მაგარი ხარ». — თქვა ბილ გეითსმა.

გეითსმა 1975 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტი მიატოვა, რათა პოლ ალენთან ერთად Microsoft დაეარსებინა.

მან ადრე თქვა, რომ უნივერსიტეტში «მშვენიერ დროს ატარებდა», მაგრამ წუხდა იმის გამო, რომ გამოთვლითი რევოლუციის ნაწილს ტოვებდა.

გეითსმა სტუდენტებს მოუწოდა, კოლეჯში ოთხი წელი დარჩნენ, რათა საუკეთესო შედეგები მიიღონ.

გეითსი Microsoft-ში ადრეულ დღეებში ბევრს მუშაობდა. ახლახან თქვა, რომ კოლეგებს კონკურენციას უწევდა და ძალიან ცოტა ეძინა, რადგან ძილს «სიზარმაცედ და არასაჭიროდ» თვლიდა.

ის ახლა თავის კეთილდღეობაზე უფრო მეტს ზრუნავს. პოდკასტში განაცხადა, რომ თავის ყოველდღიურ ძილის ქულას თვალყურს ადევნებს, რათა ტვინის კარგი მდგომარეობა შეინარჩუნოს.

ბილ გეიტსი: ცხოვრება უფრო მეტია ვიდრე სამუშაო
ბილ გეიტსი: ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე სამუშაო
თემის მიხედვით
ბილ გეიტსი: ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე სამუშაო
ბილ გეითსის აზრით AI სისტემების წვრთნის შეჩერება პრობლემებს ვერ მოაგვარებს
ბილ გეითსის აზრით, AI სისტემების წვრთნის შეჩერება პრობლემებს ვერ მოაგვარებს
თემის მიხედვით
ბილ გეითსის აზრით, AI სისტემების წვრთნის შეჩერება პრობლემებს ვერ მოაგვარებს
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო
თემის მიხედვით
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის ხანა დაიწყო

ასევე წაიკითხეთ
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს
ოქსფორდის უნივერსიტეტის 10 უფასო კურსი, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ
ოქსფორდის უნივერსიტეტის 10 უფასო კურსი, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ
ოქსფორდის უნივერსიტეტის 10 უფასო კურსი, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ
ამერიკელი Full-stack ვებ დეველოპერი და AI ენთუზიასტი, ნაიიმ შეიხი X-ზე (Twitter) აქვეყნებს უფასო კურსების სიას, რომელთაც ოქსფორდის უნივერსიტეტი გვთავაზობს. 
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
★ ფასიანი თანამშრომლობა ახალი სასწავლო სეზონის დაწყებამდე, Rakuten Viber შეგახსენებთ მესენჯერის სასარგებლო ფუნქციებს. Viber-ის ეს ფუნქციები დაგეხმარებათ სასწავლო პროცესის ორგანიზებაში და სასარგებლო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. Viber საქართველო არხზე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ აუდიტორიის 68%, ამა თუ იმ გზით იყენებს მესენჯერებს განათლებაში: ისინი იყენებენ ჯგუფურ ჩატებს ან აპლიკაციის სხვა სასარგებლო ფუნქციებს სწავლისთვის. ამავდროულად, მონაწილეთა 51%-ს მიაჩნია, რომ მყისიერი მესენჯერები მშობლებს შვილების სასწავლო პროცესში ჩართვაში ეხმარება, კიდევ 10%-ს მიაჩნია, რომ საკომუნიკაციო აპლიკაციები ამარტივებს და სწავლის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. 
$100-მდე ეკონომია — Coursera Plus-ის გამოწერის შემთხვევაში ფასდაკლებით ისარგებლებთ
$100-მდე ეკონომია — Coursera Plus-ის გამოწერის შემთხვევაში ფასდაკლებით ისარგებლებთ
$100-მდე ეკონომია — Coursera Plus-ის გამოწერის შემთხვევაში ფასდაკლებით ისარგებლებთ
თუ 7-დან 21 სექტემბრის ჩათვლით Coursera-ზე Coursera Plus-ს შეიძენთ, უდიდესი ფასდაკლებით და შესანიშნავი აქციით ისარგებლებთ. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.