ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბილ გეიტსი: ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე სამუშაო

ბილ გეიტსმა ჩრდილოეთ არიზონას კოლეჯის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი ეს თავის საიტზე გამოაქვეყნა. Microsoft-ის დამფუძნებლის ბლოგის თარგმანს სრულად გთავაზობთ. 

კომენტარის დატოვება
ბილ გეიტსი: ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე სამუშაო

ბილ გეიტსმა ჩრდილოეთ არიზონას კოლეჯის კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართა, შემდეგ კი ეს თავის საიტზე გამოაქვეყნა. Microsoft-ის დამფუძნებლის ბლოგის თარგმანს სრულად გთავაზობთ. 

კარიერის განმავლობაში, ორჯერ მომეცა შანსი კურსდამთავრებულების ცერემონიაზე სიტყვით გამოვსულიყავი: პირველად 2007 წელს ჰარვარდში, რომელიც არასდროს დამიმთავრებია. მეორედ — 2014 წელს სტენფორდში. დღეს კი ჩრდილოეთ არიზონას უნივერსიტეტში სატყეო და ინჟინერიის კურსდამთავრებულებს გავესაუბრე. 

2023 წლის კლასი კურსდამთავრებულთა ჩვეულებრივი ჯგუფი არ არის. სანამ მათი უმეტესობა კოლეჯის პირველ წელს დაასრულებდა, პანდემია დაიწყო, რომელმაც ცხოვრებისა და სწავლის სტილი სამუდამოდ შეცვალა. მათ ფინიშის ხაზის გადალახვისთვის გამძლეობა, მოთმინება და საღი გონება დასჭირდათ. ასე რომ, მათ სიამოვნებით მივულოცე —  სანამ ისინი ცხოვრების შემდეგ ეტაპს დაიწყებენ, გარკვეული სიბრძნე გავუზიარე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შევიძინე, მას შემდეგ, რაც კოლეჯის კამპუსი დავტოვე.

აი რა ვუთხარი მათ:

Საღამო მშვიდობისა! მადლობა პრეზიდენტ კრუზ რივერას და არიზონას რეგენტთა საბჭოს ამ უდიდესი პატივისთვის. მოხარული ვარ, რომ აქ NAU-ს პატივცემულ ფაკულტეტთან და პერსონალთან ერთად ვარ.

მეგობრებო და ოჯახის წევრებო, ბოლოს და ბოლოს ამოსუნთქვის დრო დადგა. დღევანდელი დღეც თქვენი მიღწევაცაა და ვფიქრობ, რომ აპლოდისმენტებს იმსახურებთ.

კურსდამთავრებულებო, თქვენ ეს შეძელით. თქვენ უმცროსი დონის წერის (junior-level writing) კლასსა და Tequila Sunrises გადაურჩით. თქვენ Dimes Night მუზეუმის კლუბში ბოლო დღე გაატარეთ და კოლინსისგან კუთვნილი რეზინის იხვი მიიღეთ.

შეიძლება გაგიხარდებათ იმის ცოდნა, რომ თქვენს რიგებს შევუერთდი. ახლა მეც საპატიო დოქტორის და საპატიო იხვის ამაყი მფლობელი ვარ.

პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, დღეს მოგმართოთ, რადგან მჯერა, რომ NAU-ს განათლების უზარმაზარი ღირებულების შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს. თქვენ მიდიხართ დაწესებულებიდან, რომელიც შესაძლებლობებს ქმნის, ინოვაციებს ხელს უწყობს და საზოგადოებას აყალიბებს. 

NAU ასევე გაძლევთ იმას, რაც არასდროს მიმიღია: ნამდვილი კოლეჯის ხარისხი.

ზოგიერთმა თქვენგანმა შეიძლება იცოდეს, რომ კოლეჯი არასდროს დამიმთავრებია. სამი სემესტრის შემდეგ Microsoft-ის დასაწყებად წამოვედი. მაშ, რა იცის კოლეჯ დატოვებულმა ადამიანმა დამთავრების შესახებ? სიმართლე გითხრათ, ბევრი არც არაფერი.

დღევანდელი დღისთვის მომზადებისას იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ შეძლებთ ცოდნა, რომელიც აქ მიიღეთ მსოფლიოს შესაცვლელად გამოიყენოთ ამან მიბიძგა, სკოლის დამთავრებაზე მეფიქრა, რომელიც არასდროს მომხდარა, დაწყების(commencement)სიტყვაზე, რომელიც არასდროს მომისმენია და რჩევაზე, რომელიც ასეთ დღეს არ მოუციათ.

აი რაზე მინდა გესაუბროთ: ხუთი რამ, რასაც ვისურვებდი, რომ ჩემთვის კოლეჯის დასრულების ცერემონიაზე, რომელსაც არასდროს დავსწრებივარ, ვინმეს ეთქვა. 

პირველი ის არის, რომ თქვენი ცხოვრება ერთმოქმედებიანი სპექტაკლი არ არის.

თქვენ ალბათ ახლა დიდ ზეწოლას განიცდით, რომ თქვენს კარიერასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. შეიძლება იგრძნოთ, რომ ეს გადაწყვეტილებები მუდმივია. მაგრამ ასე არ არის. რასაც ხვალ ან მომდევნო ათი წლის განმავლობაში გააკეთებ, სამუდამო არ უნდა იყოს.

როცა სკოლა დავტოვე, ვფიქრობდი, რომ Microsoft-ში სიცოცხლის ბოლომდე ვიმუშავებდი.

დღეს მაინც მიყვარს, როცა პროგრამულ უზრუნველყოფაზე ვმუშაობ, მაგრამ ფილანტროპია ჩემი მთავარი სამუშაოა. დღეებს ვატარებ იმისთვის, რომ ინოვაციები შევქმნა, რომლებიც კლიმატის ცვლილებას ებრძვიან და მთელს მსოფლიოში უთანასწორობას ამცირებენ, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სფეროში.

იღბლიანი ვარ, რომ ჩვენი ფონდი ისეთ საოცარ ინსტიტუტებს უჭერს მხარს, როგორიცაა NAU — მაშინაც კი, თუ ეს არ არის ის, რასაც მე წარმოვიდგენდი, რომ გავაკეთებდი. აზრის შეცვლა ან მეორე კარიერა არა მხოლოდ კარგია, არამედ ზოგჯერ აუცილებელიც კი…

მეორე რჩევა, რომელიც სკოლის დამთავრებისას მინდოდა მომესმინა, არის ის, რომ არასოდეს ხარ ძალიან ჭკვიანი იმისთვის, რომ დაიბნე.

როცა კოლეჯს ვტოვებდი მეგონა, ყველაფერი ვიცოდი. მაგრამ ახლის სწავლის პირველი ნაბიჯი იმაზე ყურადღების გამახვილებაა რაც არ იცით და არა იმაზე — რაც იცით.

კარიერის რაღაც მომენტში აღმოჩნდებით ისეთი პრობლემის წინაშე, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გადაჭრით. როდესაც ეს მოხდება, პანიკაში ნუ ჩავარდებით. ამოისუნთქეთ. აიძულეთ თავი, იფიქროთ. და შემდეგ იპოვნეთ ჭკვიანი ხალხი, რომლებიც სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებიან.

ეს შეიძლება იყოს დიდი გამოცდილების მქონე კოლეგა. ეს შეიძლება იყოს თქვენი ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელსაც კარგი პერსპექტივა აქვს და სხვაგვარად ფიქრისკენ გიბიძგებთ. ეს შეიძლება იყოს დარგის ექსპერტი, რომელიც მზად არის თქვენს შეკითხვებს DM-ის საშუალებით უპასუხოს.

თითქმის ყველაფერი, რასაც მივაღწიე, იმიტომ მოვიდა, რომ სხვებს ვეძებდი, რომლებმაც მეტი იცოდნენ. ხალხს სურს დაგეხმაროთ. მთავარია კითხვის არ შეგეშინდეთ.

თქვენ შეიძლება სკოლა დაასრულოთ, მაგრამ დარჩენილი ცხოვრებაც განათლებისკენ მიმავალ გზად უნდა აღიქვათ.

ჩემი მესამე რჩევაა, კონცენტრირდეთ სამუშაოზე, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის.

კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ კურსს იმ დროს ამთავრებთ, როდესაც ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემაა გადასაჭრელი. ყოველდღე ჩნდება ახალი ინდუსტრიები და კომპანიები, რომლებიც გარემოს შეცვლაში გეხმარებიან, ხოლო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევებმა ეს საქმე უფრო გაამარტივა.

მაგალითად, ბევრი თქვენგანი მეტყევე ზდება. პროფესორებმა უახლესი იარაღები შეგასწავლეს, როგორიცაა, მაგალითად, დრონები, რომლებიც ტყის ფსკერის ზუსტი რუქების შესაქმნელად LIDAR-ს იყენებენ. შეგიძლიათ ამ ტექნოლოგიის გამოსაყენებლად და კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ახალი გზები იპოვოთ.

ზოგიერთი თქვენგანი პროგრამისტის კარიერის დაწყებას აპირებს. შეგიძლიათ თქვენი ნიჭი იმისთვის გამოიყენოთ, რათა დარწმუნდეთ, ხელოვნური ინტელექტით სარგებლობა ყველა ადამიანს შეუძლია, ან AI-ში მიკერძოების აღმოფხვრას შეუწყოთ ხელი.

როდესაც დღეებს ისეთი რაღაცის კეთებაში ატარებ, რაც დიდ პრობლემას აგვარებს, ეს ენერგიას გაძლევს, რომ საუკეთესო გახდე.

ჩემი მეოთხე რჩევა მარტივია: ნუ დააყენებთ ეჭქვეშ მეგობრობის ძალას.

როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, სხვა სტუდენტთან დავმეგობრდი, რომელიც ჩემს ბევრ ინტერესს იზიარებდა, როგორიცაა სამეცნიერო ფანტასტიკური რომანები და კომპიუტერული ჟურნალები.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა ეს მეგობრობა. ჩემს მეგობარს პოლ ალენი ერქვა და Microsoft ერთად დავიწყეთ.

დაიმახსოვრე, რომ ადამიანები, რომელთა გვერდითაც ლექციებზე იჯექი, თხილამურებით სრიალებდი და სხვადასხვა თამაშებში ეჯიბრებოდი, მხოლოდ შენი კლასელები არ არიან. ეს მთლიანი ქსელია — თქვენი მომავალი თანადამფუძნებლები და კოლეგები. მხარდაჭერის, ინფორმაციისა და რჩევების შესანიშნავი წყარო.

ჩემი ბოლო რჩევა არის ის, რასაც საუკეთესოდ ვერ ვიყენებდი. თქვენ არ ხართ ზარმაცი, თუ თავს ძალას დაატანთ, მაგრამ სამსახურის გარდა სხვა სიამოვნებებზეც იფიქრეთ

როცა თქვენი ასაკის ვიყავი, დასვენების არ მჯეროდა. შაბათ-კვირის არ ვაღიარებდი. ჩემს ირგვლივ ყველას ვუბიძგებდი, ძალიან დიდხანს ემუშავათ. Microsoft-ის პირველ დღეებში ჩემი ოფისი ავტოსადგომს გადაჰყურებდა და თვალყურს ვადევნებდი, ვინ მიდიოდა ადრე და ვინ — გვიან.

მაგრამ რაც უფრო გავიზარდე — და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამა გავხდი — მივხვდი, რომ ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე სამუშაო.

დაუთმეთ დრო თქვენი ურთიერთობების გაძლიერებას, თქვენი წარმატებების აღნიშვნასა და თქვენი დანაკარგების გამოსწორებას.

დაისვენეთ, როცა გჭირდებათ და თქვენს გარშემო მყოფებს პატივისცემით მოეპყარით.

და სანამ თქვენი ცხოვრების შემდეგ ეტაპს დაიწყებთ, გაერთეთ ამაღამ, ამ შაბათ-კვირას, ამ ზაფხულს, ნებისმიერ დროს. Თქვენ ამას იმსახურებთ.

2023 წლის კლასო, მომავალი შენ გეკუთვნის. მჯერა, რომ თქვენ იქნებით ის, ვინც კლიმატის კრიზისს მოაგვარებს და მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულს შეამცირებს.

თქვენ უკვე შექმენით ისტორია, როდესაც ლექციებს ასეთ რთულ და უცნაურ გარემოში დაესწარით. ვერ ვითმენ, ვნახო როგორ საინტერესოდ გამოიყენებთ ცოდნას, რომელიც აქ მიიღეთ,

გილოცავთ. მიდით, მეტყევეებო!



ასევე წაიკითხეთ
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
15 დისტანციური ფრილანს პროფესია ციფრული მომთაბარეებისთვის
ოდესმე გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა მოგზაურობა და სამყაროს შემეცნება საკუთარი პირობებით? წარმოიდგინეთ, როგორი გრძნობა იქნება ისეთ მოქნილ სფეროში მუშაობა, რომელიც სიამოვნებას ყოველ წუთს განიჭებთ — აღმოაჩენთ ადგილობრივ და საერთაშორისო სამზარეულოებს, იგრძნობთ კავშირს ბუნებასთან და გაეცნობით ახალ კულტურას.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.