ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

BeReal პლატფორმაზე შეტყობინებების ფუნქცია RealChat-ს ამატებს

BeReal ჩატის ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც ირლანდიასა და აშშ-ში მომხმარებელთა შორის ტესტირებით დაიწყება.

კომენტარის დატოვება
BeReal პლატფორმაზე შეტყობინებების ფუნქცია RealChat-ს ამატებს

BeReal ჩატის ფუნქციაზე მუშაობს, რომელიც ირლანდიასა და აშშ-ში მომხმარებელთა შორის ტესტირებით დაიწყება.

გაშვებისთანავე მომხმარებლებს შეეძლებათ, შეტყობინება და პირადი BeReal (დროის შეზღუდვის გარეშე) სათითაოდ ყველა მეგობარს გაუგზავნონ. ასევე რეაგირება RealMoji-ით (BeReal-ის სპეციალიზირებული ემოჯი) მოახდინონ.

BeReal-ის მომხმარებლებს ერთმანეთთან მიმოწერა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ისინი პლატფორმაზე ერთმანეთს დაუმაგობრდებიან. ჩატის სისტემა ასევე დაბლოკვისა და დარეპორტების ფუნქციებსაც შემოგვთავაზებს. 

მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს საკუთარი შეტყობინებების წაშლა შეუძლიათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეტყობინება მათი მეგობრების აპებიდანაც გაქრება — მაგრამ თუ ჩატში შეტყობინებას ორივე მომხმარებელი წაშლის, მაშინ, როგორც BeReal ამბობს, ის მათი სისტემიდან 30 დღის განმავლობაში გაქრება… და თუ თქვენ BeReal-ზე ასეთი საიდუმლო საუბრები გაქვთ, უმჯობესია დაშიფრული შეტყობინებების აპი გამოიყენოთ.

კომპანიამ TechCrunch-ისთვის გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ პირადი შეტყობინებების ფუნქცია მომხმარებლების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოთხოვნადი იყო. რა თქმა უნდა, უფრო ადვილია პირადად ესაუბროთ მეგობარს, BeReal-ის კომენტარებისგან დამოუკიდებლად, რომელსაც ყველა სხვა მეგობარი ხედავს.

BeReal-მა პოპულარობა გასულ წელს მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს დაარსდა. აპლიკაციამ genZ სოციალური მედიის მიმართ ნაკლებად გაპრიალებული მიდგომით მოხიბლა.

ყოველ დღე, შემთხვევით დროს, ყველა მომხმარებელს ერთდროულად მისდის შეტყობინება, რომ «BeReal-ის დროა». ეს ნიშნავს, რომ ორი წუთის განმავლობაში, თქვენ წინა და უკანა კამერის გამოყენებით ფოტო უნდა გადაიღოთ.

მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციას TikTok-ის, Instagram-ისა და Snapchat-ის მხრიდან დიდი კონკურენცია შეექმნა, გაზაფხულამდე ახალი ფუნქციები არ დაუმატებია. აპრილში BeReal-მა Spotify-თან კოლაბორაცია დაიწყო — პროგრამა აჩვენებს, რას უსმენთ BeReal-ის გამოქვეყნებისას. შემდეგ, კომპანიამ Bonus BeReal ფუნქცია დაამატა, რომელიც მომხმარებლებს დღეში ერთზე მეტი BeReal-ის გამოქვეყნების საშუალებას აძლევს. 

BeReal-ის თანახმად, აპლიაკაციას ყოველდღიურად 20 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა კომპანიას 60 მილიონი აშშ დოლარის სარეზერვო საშუალება აქვს, აპლიკაციაში რეკლამა ან ფასიანი ფუნქციები ჯერ არ გვხვდება, ამიტომ შემოსავლის პოტენციალი შეზღუდულია.

Meta Messenger-ში BeReal-ის მსგავს ფუნქციას გამოცდის
Meta Messenger-ში BeReal-ის მსგავს ფუნქციას გამოცდის
თემის მიხედვით
Meta Messenger-ში BeReal-ის მსგავს ფუნქციას გამოცდის
რა არის BeReal რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება
რა არის BeReal, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება
თემის მიხედვით
რა არის BeReal, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება


ასევე წაიკითხეთ
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
TikTok Notes — TikTok-ი Instagram-ის კონკურენტი აპლიკაციის გამოშვებას აპირებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.