ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

BBC: აშშ-ის პოლიციამ Clearview AI-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგია თითქმის მილიონჯერ გამოიყენა

ამერიკული კომპანია Clearview-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგია აშშ-ს პოლიციამ თითქმის 1 მილიონჯერ გამოიყენა. 

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოან ტონ-ტეტმა გაამხილა, რომ Clearview AI-ის 30 მილიარდი სურათი აქვს, რომლებიც ისეთი პლატფორმებიდან არის აღებული, როგორიცაა Facebook და Instagram, თანაც მომხმარებლების ნებართვის გარეშე. კონფიდენციალურობის დარღვევისთვის კომპანია მილიონობით დოლარით ევროპასა და ავსტრალიაში არაერთხელ დაჯარიმდა.

კომენტარის დატოვება

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პოლიციის მიერ Clearview-ის გამოყენება ამ ეტაპზე ყველასთვის ზიანის მომტანია. 

«როდესაც მათ ეჭვმიტანილის ფოტო ექნებათ, ისინი მას თქვენს სახეს შეადარებენ. ეს ძალიან ინვაზიურია». — ამბობს სან-ფრანცისკოში დაფუძნებული კომპანია Electronic Frontier Foundation-ის წარმომადგენელი, მეთიუ გუარაგილია.

Clearview AI-ის სისტემა სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს, ნებისმიერი ადამიანის სახის ფოტო ატვირთონ და შესაბამისი შესატყვისი კომპანიის მიერ შეგროვებულ მონაცემთა ბაზაში მოძებნონ. Clearview AI მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და ზუსტ სახის ამომცნობ კომპანიად ითვლება.

კომპანიას თავისი სერვისების გაყიდვა ამერიკული კომპანიების დიდ ნაწილზე მას შემდეგ ეკრძალება, რაც ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა (ACLU) Clearview AI-ის სასამართლოში კონფიდენციალურობის შესახებ კანონის დარღვევისთვის დავა მოუგო.

თუმცა, პოლიციისთვის გამონაკლისი არსებობს. ტონ-ტეტის თქმით, Clearview-ს პროგრამულ უზრუნველყოფას სამართალდამცავები აქტიურად იყენებენ.

აშშ-ის პოლიცია ამაზე არ საუბრობს, რადგან სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენება  რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პორტლენდში, სან-ფრანცისკოსა და სიეტლში აკრძალულია. 

ინტერვიუში, რომლის ანალოგსაც იშვიათად შეხვდებით, სამართალდამცავები Clearview-ის ეფექტურობაზე საუბრობენ. მათი თქმით, პროგრამულ უზრუნველყოფას ყველა სახის დანაშაულისთვის, მკვლელობებიდან მაღაზიების ქურდობამდე, იყენებდნენ.

საპატრულო პოლიციის უფროსის თანაშემწე არმანდო აგილარმა თქვა, რომ მისი გუნდი ტექნოლოგიას წელიწადში დაახლოებით 450-ჯერ იყენებდა, რაც მათ რამდენიმე საქმის გახსნაში დაეხმარათ.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიციის მიერ სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ კანონი თითქმის არ არსებობს, რაც შესაძლოა სახიფათო იყოს. თუმცა, აგილარის თქმით, მაიამის პოლიცია მხოლოდ ალგორითმს არ ენდობა და საქმის გახსნის სხვა, აპრობირებულ საშუალებებს იყენებს.

«არ ვაკავებთ მხოლოდ იმიტომ, რომ ალგორითმა ასე გვიჩვენა. საქმეებს ტრადიციული მეთოდებით ვხსნით, რაშიც სახის ამოცნობის ტექნოლოგია გვეხმარება». — თქვა მან.

მცდარი იდენტიფიკაციის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა არსებობს, თუმცა, მონაცემებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობიდან გამომდინარე, რეალური მაჩვენებელი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია.

ტონ-ტეტი აღიარებს, რომ მსგავსი შემთხვევები პრაქტიკაში მომხდარა. თუმცა, საკუთარ კომპანიას ბოლომდე იცავს და ყველაფერს სამართალდამცავების დაუდევრობას მიაწერს. რეალურად, Clearview-ის სიზუსტე მასში შეტანილი გამოსახულების ხარისხზეა დამოკიდებული.

სამოქალაქო უფლებათა დამცველებს სურთ, სამართალდამცავმა ძალებმა, რომლებიც Clearview-ს იყენებენ, ამაზე საჯაროდ ისაუბრონ. მათ სურთ, ალგორითმი დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა ექსპერტებმა განიხილონ.

ტონ-ტეტი თვლის, რომ Clearview-ს სიზუსტეს გადამოწმება არ სჭირდება და ამის გამო სასამართლოსთან თანამშრომბლობას არ აპირებს.

«ჩვენ ნამდვილად არ გვსურს სასამართლოში ალგორითმის სიზუსტის ტესტირებაზე მოვიდეთ… ამის შესამოწმებლად ჩვენ და გამომძიებლები ერთმანეთისგან განსხვავებულ მეთოდს ვიყენებთ». — თქვა მან.

სავარაუდოდ, Clearview-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია წარმატებით იმუშავებს. ბევრის აზრით, ის, რასაც კომპანია აკეთებს ამორალური და არასწორია.

«Clearview კერძო კომპანიაა, რომელიც ადამიანების სახის ანაბეჭდებს ინტერნეტში მათი ფოტოების საფუძველზე, რაც მთავარია, მათი თანხმობის გარეშე ამზადებს. ეს უზარმაზარი პრობლემაა და აუცილებლად უნდა აიკრძალოს». — ამბობს  გუარაგილია.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ
თემის მიხედვით
როგორ ვიმოქმედოთ აქციაზე უსაფრთხოდ მაშინ, როცა ყველა მხრიდან გვითვალთვალებენ

ასევე წაიკითხეთ
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Neuralink-მა მეორე პაციენტისთვის ტვინის ექსპერიმენტული ჩიპის ჩანერგვაზე ნებართვა მიიღო
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.