ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბავშვები და წვდომა სოციალურ მედიაზე

თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანისთვის სოციალური ქსელები ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევია. ადამიანები უფრთხილდებიან ონლაინ პერსონას და ცდილობენ, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ. ერთი შეხედვით იდეალურ რეალობას სოციალური ქსელების მომხმარებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გავლენის ქვეშ განსაკუთრებით ბავშვები ექცევიან — მოზარდები, რომელთა ფიქრები, შეხედულებები და სტანდარტები ჩამოყალიბების ეტაპზეა. ექსპერტები, ფსიქოლოგები, მშობლები აქტიურად მსჯელობენ, რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი არასრულწლოვანისთვის სოციალური ქსელის ქონა და როგორ შეიძლება დავიცვათ ისინი მავნე ტენდენციებისგან, რომელსაც ეს პლატფორმები ქმნის.

კომენტარის დატოვება
ბავშვები და წვდომა სოციალურ მედიაზე

თანამედროვე სამყაროში ბევრი ადამიანისთვის სოციალური ქსელები ერთ-ერთი მთავარი თავშესაქცევია. ადამიანები უფრთხილდებიან ონლაინ პერსონას და ცდილობენ, თავი მაქსიმალურად კარგად წარმოაჩინონ. ერთი შეხედვით იდეალურ რეალობას სოციალური ქსელების მომხმარებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. გავლენის ქვეშ განსაკუთრებით ბავშვები ექცევიან — მოზარდები, რომელთა ფიქრები, შეხედულებები და სტანდარტები ჩამოყალიბების ეტაპზეა. ექსპერტები, ფსიქოლოგები, მშობლები აქტიურად მსჯელობენ, რა ასაკიდანაა მიზანშეწონილი არასრულწლოვანისთვის სოციალური ქსელის ქონა და როგორ შეიძლება დავიცვათ ისინი მავნე ტენდენციებისგან, რომელსაც ეს პლატფორმები ქმნის.

«თუ თქვენ გყავთ მოზარდი, უნდა ელოდოთ, რომ ისინი სასწავლო წლის დასაწყისში სახლში დაბრუნდებიან და იტყვიან: «მინდა გადმოვწერო ესა და ეს». — თქვა მშობლების არაკომერციული ორგანიზაციის Common Sense Media-ს ექსპერტმა, კეროლაინ ნორმა.

ძირითადი მაჩვენებლებით, 13 წლამდე ასაკის მოზარდებს უკვე აქვთ რაიმე სახის სოციალური ქსელი.

რადგან ბავშვები ზრდასრულობამდე უფრო კონკრეტულად ფიქრობენ, ზოგიერთმა შეიძლება ვერც კი გააანალიზოს სოციალურ მედიასთან დაკავშირებული საფრთხეები.

კეროლაინ ნორის აზრით, როდესაც მშობლები შვილებს ნებას რთავენ, ჰქონდეთ სოციალური მედია, მათ უნდა გამოიკვლიონ პროგრამა, რომლის გამოყენებაც მოზარდს აინტერესებს და შეისწავლონ კონფიდენციალურობის პარამეტრები, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ.

«მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა და ბავშვებმა ისაუბრონ იმაზე, თუ რა არის მიზანშეწონილი და რა — არა. ვფიქრობ, დაახლოებით 12 წლის ასაკში ბავშვებს აქვთ უნარი, დაიცვან თქვენი წესები, გააცნობიერონ, რომ ისინი მნიშვნელოვანია და მათი უსაფრთხოების დასაცავადაა შექმნილი». — თქვა ნორმა.

ბავშვები ხშირად სოციალური მედიისკენ სწრაფვას მეოთხე-მეშვიდე კლასებში იწყებენ, მშობლები კი განიცდიან ზეწოლას, რომ მისცენ მათ პროფილის შექმნის უფლება, რადგან არ სურთ, რომ მათმა შვილება თავი გარიყულად იგრძნონ. თუმცა, რაც უფრო გვიან ჩაერთვებიან მოზარდები სოციალურ მედიაში, მით უკეთ გაიაზრებენ, რა უნდა გამოაქვეყნონ, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა მის «დამოკიდებულებით» მიზიდულობას და ნაკლებად დადგებიან ემოციური ზიანის საფრთხის წინაშე.

Social Awakening-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მაქს სტოსელი ბოლო 10 წელია აქტიურად ესაუბრება მშობლების, სტუდენტებისა და მასწავლებლებისგან შემდგარ ჯგუფს ბავშვებზე ტექნოლოგიების გავლენის შესახებ.სტოსელი ამბობს, რომ ის ყოველთვის სთხოვს მშობლებს, აწიონ ხელი, თუ კი ფიქრობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა შვილებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის უფლება უფრო ადრეულ ასაკში მიეცათ.

«მე ჯერ კიდევ ველოდები პირველ მშობელს».- ამბობს სტოსელი.

ის აღნიშნავს, რომ სოციალური მედიის ალგორითმები შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაზარდონ  მოგება და ისინი არ ზრუნავენ ბავშვებზე.

«თერთმეტი წლის ბავშვები ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ სუპერ კომპიუტერები მათი ტვინებისკენ იყოს მიმართული. ხშირად სოციალური ქსელების გავლენა მათ ართმევს თვითშეფასებას».

სტოსელის აზრით, მინიმალური ასაკი, როცა ბავშვს სოციალური მედიის ფლობის საშუალება უნდა ჰქონდეს მერვე კლასია.

«10-14 წლამდე გოგონები ყველაზე მეტად ზარალდებიან სოციალური ქსელებით. მე დაველოდებოდი 15-16 წლამდე, თუმცა ეს სულ უფრო და უფრო ნაკლებად რეალისტური მეჩვენება».

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მშობელი არც კი იფიქრებდა, რომ მათ 13 წლამდე შვილს ინტერნეტზე შეუზღუდავი წვდომა უნდა ჰქონდეს, PrivacyHQ.com-ის მოხსენების თანახმად, მშობლების 63% ტინეიჯერობამდე ასაკის შვილებს აძლევს YouTube-ის გამოყენების უფლებას, ხოლო 54% Instagram-ისა და Facebook-ის პროფილების შექმნის საშუალებასაც კი. მშობლების 49% TikTok-ის პლატფორმის ქონის ნებართვასაც იძლევა.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ყოველი გამოკითხული 10 მშობლიდან სამი თავიანთ 13 წლამდე შვილებს სოციალური ქსელების გამოყენების ნებართვას მომავალში პოტენციურად ცნობილი ვიდეოთამაშების მოთამაშის ან ინფლუენსერის კარიერისთვის აძლევს. მშობლების 64%-მა აღნიშნა, რომ მათ შვილებს მომავალში სოციალურ ქსელებში კონტენტის შექმნა სურს, ხოლო ამ მშობლების 81%-ის თქმით, ისინი შვილების ამ გადწყვეტილებას მხარს დაუჭერენ.

სამსახური სოციალურ ქსელებში შესაძლოა მომხიბვლელად ჟღერდეს, თუმცა ის მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული.

კონტენტის შემქმნელების დიდი ნაწილი საუბრობს იმ სტიგმებზე, რომლებიც სოციალური ქსელებიდან თანხის გამომუშავებას მოჰყვება.

მშობლების მხოლოდ 40%-მა მოახერხა შვილებისთვის ეჩვენებინა ის განსხვავებები, რომლებიც ონლაინ და რეალურ სამყაროს შორის იკვეთება.

კვლევის მიხედვით, მშობლების 52%-მა თქვა, რომ არ უსაუბრია შვილებთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კიბერბულინგი, მაშინ როცა ყოველი მეხუთე მშობელი საუბრობს თავიანთი შვილების მიერ ყალბი ანგარიშების გამოყენებაზე.

 სწორი დროის შერჩევა

თითოეული ბავშვისთვის სოციალური ქსელების ქონის საუკეთესო დრო არამხოლოდ მის ასაკზე, არამედ მის გონებრივ მოწიფულობაზეა დამოკიდებული.

«შემიძლია, გაგაცნოთ მოწიფული 13 წლის ბავშვი და ნაკლებად მოწიფული 17 წლის ბავშვი» — აღნიშნავს ჯერი ბუბრიკი Child Mind Istitute-ს კლინიკური ფსიქოლოგი.

ბავშვების მზაობა დამოკიდებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციალური ნიშნების წაკითხვის უნარი, იმპულსების კონტროლი და დაცულობა კრიტიკისა და უარყოფის მიმართ. თუ მოზარდს ეს უნარები არ გააჩნია და ასევე უჭირს, მაგალითად, ვიდეოთამაშებისთვის თავის დანებება, შეიძლება გაუჭირდეს სოციალურ ქსელებთან გამკლავებაც.

Child Mind Institute-ს კლინიკური ფსიქოლოგი, დეივ ანდერსონი ვარაუდობს, რომ საშუალო სკოლის (5-9 კლასი) ასაკში სოციალური მედიის დანერგვა მშობლებს საშუალებას აძლევს ზედამხედველობა გაუწიონ შვილების თავდაპირველ ექსპოზიციას სოციალურ ქსელებთან.

«თუ ნებართვის მიცემას დამამთავრებელ კლასებამდე გადაწევთ, ისინი არ მოგცემენ უფლებას თვალყური ადევნოთ მათ ცხოვრებას სოციალურ ქსელებში. თქვენ ვერასდროს გაიგებთ, როგორ გამოიყურება მათი ონლაინ სამყარო და ვერასდროს შეძლებთ მათთან ერთად ნავიგაციას». — ამბობს ანდერსონი.

ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის აქტი აწესებს გარკვეულ მოთხოვნებს ვებსაიტების და ონლაინ სერვისების ოპერატორებისთვის — მათ შორის სოციალური მედიის საიტებისთვის, რათა 13 წლამდე ბავშვების პირადი ინფორმაცია არ შეგროვდეს, გამჟღავნდეს ან გამოიყენებოდეს მშობლის თანხმობის გარეშე.

მაგალითად, Facebook-ის გვერდი მიუთითებს, რომ სოციალური პლატფორმა «ყველასგან მოითხოვს, იყოს მინიმუმ 13 წლის, სანამ შეძლებენ ანგარიშის შექმნას. ყალბი ინფორმაციით ანგარიშის შექმნა ჩვენი წესების დარღვევაა».

«ბევრ მშობელს სჯერა, რომ ასაკის 13 წელზე დაყვანის მიზეზი ბავშვების უსაფრთხოების დაცვაა, თუმცა, რეალური მიზეზი ისაა, რომ სოციალური ქსელების უმრავლესობა აზიარებს მონაცემებს და მათ არ აქვთ უფლება,  ასე 13 წლამდე ასაკის მომხმარებლების მონაცემებით იმოქმედონ». — ამბობს კეროლაინ ნორი.

თქვენი შვილის უსაფრთხოების დასაცავად «მთავარია ისაუბროთ მასთან სოციალური მედიის ადრეულ და ხშირად გამოყენებაზე და იცოდეთ, რას აკეთებენ. გქონდეთ ფილტრები და გამოიყენოთ მკაცრი კონფიდენციალურობის პარამეტრები. ხშირად აკვირდებოდეთ მათ სოციალურ მედიას». — თქვა ალაბამას ბავშვთა ცენტრის პედიატრმა და ბირმინგემის ალაბამას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა კენდის დეიმ.

«უთხარით: «თუ ვინმეს არ იცნობ და ის გთხოვს მეგობრობას, არ დაიმატო. თუ ვინმე შეურაცხმყოფელ რამეს აკეთებს, ამოშალე მეგობრებიდან» — შემდეგ ესაუბრეთ ზოგადი უსაფრთხოების საკითხებზე, როგორიცაა «პაროლები პირადია და არ გჭირდება მათი ჩაწერა ან სხვებისთვის გაზიარება». — ამბობს დეი.

შესაძლოა დაისვას კითხვა, არის თუ არა მშობლების პასუხისმგებლობა აკონტროლონ ის შინაარსი, რომელსაც მათი შვილები ნახულობენ. ფილმებისგან, ტელევიზორისგან ან ვიდეოთამაშებისგან განსხვავებით, არ არსებობს უნივერსალური საზომები კონტენტისთვის, რომელიც სოციალურ მედიაში თავსდება.

«მშობლებს აქვთ უამრავი კონტროლის საშუალება, რომელიც მათი შვილების მიერ ჩამოწერილ აპლიკაციებს აკონტროლებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ პლატფორმებს შეუძლიათ კიდევ რამის გაკეთება, რეგისტრაციის იდენტიფიცირების გარდა». — ამბობს ტექნოლოგიური ინდუსტრიის ანალიტიკოსი და სოციალური მედიის ექსპერტი როჯერ ენტნერი.

დიდმა სოციალურმა მედიებმა, როგორიცაა TikTok, Instagram და Snapchat გამოაქვეყნეს მშობელთა კონტროლის პარამეტრები, როგორც პასუხი მშობლების შეშფოთებაზე მათი შვილების სოციალურ ქსელებთან ექსპოზიციისას.

TikTok-მა გამოუშვა ახალი დაფა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ და აკონტროლონ ეკრანთან გატარებული დრო და ასევე დაამატა საოჯახო დაწყვილების ფუნქცია. მას შემდეგ, რაც მშობლები თავიანთ ანგარიშს დააკავშირებენ შვილის ანგარიშთან, მათ შეეძლებათ გააკონტროლონ კონფიდენციალურობის ყველა პარამეტრი. მშობლებს ასევე შეუძლიათ შეზღუდონ ვიდეოების ტიპები, გამორთონ ან შეზღუდონ კომენტარები და მოწონებები, პირდაპირი შეტყობინებები.

ასევე, თუ მშობლებს დიდად არ მოსწონთ, რომ მათ შვილებს საკუთარი ანგარიში აქვთ, თუმცა არ უნდათ შეუზღუდონ თვითგამოხატვა, შეუძლიათ შექმნან ერთობლივი ანგარიში და ჩაერთონ მათ კონტენტში. TikTok-სა და Instagram-ზე არის რამდენიმე საოჯახო ანგარიში, რომლებშიც მშობლები ქმნიან, აკონტროლებენ და ჩნდებიან ვიდეოებსა თუ ფოტოებში შვილებთან ერთად. ხშირად ამ ტიპის ანგარიშებზე კომენტარები შეზღუდულია ან ითიშება.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობას სულაც არ აზარალებს ის, რასაც სოციალურ მედიაში ხედავენ, მშობლებისთვის ყოველთვის ნათელი არ არის, მის შვილს რაიმე ტიპის პრობლემა ხომ არ აქვს, მაგალითად დეპრესია ან შფოთვა, ამიტომ ექსპერტები ფრთხილი მონიტორინგისა და საზღვრების გამოყენებას გვირჩევენ.

«რეალობა ისაა, რომ ბავშვებისთვის, რომლებიც უკვე არიან მოწყვლადი ფსიქიკური ჯანმრთელობის პოპულაციაში, დამოუკიდებლად სოციალური მედიის გამოყენება რეალური რისკ ფაქტორია. ამან ნამდვილად შეიძლება გავლენა იქონიოს მათზე». — ამბობს დეივ ანდერსონი.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
ყველაფერი რაც პაროლებზე უნდა ვიცოდეთ 
ყველაფერი, რაც პაროლებზე უნდა ვიცოდეთ 
თემის მიხედვით
ყველაფერი, რაც პაროლებზე უნდა ვიცოდეთ 
როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ საფრთხეებისგან —  რჩევები
როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ საფრთხეებისგან — რჩევები
თემის მიხედვით
როგორ დავიცვათ ბავშვები ონლაინ საფრთხეებისგან — რჩევები


ასევე წაიკითხეთ
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
ჩინეთში ინფლუენსერებს სოციალური ქსელებიდან „ზედმეტად მდიდრულობის" გამო შლიან
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
TikTok-ს სურს, პლატფორმას 60 წუთამდე ქრონომეტრაჟის ვიდეოები დაამატოს
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
TikTok-მა და Universal-მა შეთანხმებას მიაღწიეს — პლატფორმაზე წაშლილი სიმღერები აღდგება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.